ხვალ ანაკლიის პორტის მშენებლობის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართება - კვირის პალიტრა

ხვალ ანაკლიის პორტის მშენებლობის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართება

ხვალ ანაკლიის პორტის მშენებლობის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს“ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან" აცნობეს, კონსორციუმი და „ანაკლია სითი“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის მშენებლობის პირველი წლის შემაჯამებელ პრეზენტაციას გამართავენ.

შეხვედრაზე მიწვეული არიან საჯარო და კერძო უწყებების, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები თუ საუკუნის პროექტის მშენებლობითა და პროგრესით დაინტერესებული ყველა პირი.

"ანაკლიის პორტისა და ანაკლია სითის მენეჯმენტი საზოგადოებას წარუდგენს ერთი წლის მანძილზე ჩატარებული სამუშაოების ანგარიშს და პროექტის განვითარებისა და მშენებლობასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებს გააცნობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

(R)