"ბიბლუსში" გრანდიოზული, 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო - კვირის პალიტრა

"ბიბლუსში" გრანდიოზული, 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო

თუკი მომხმარებელი სპონტანურად გადაწყვეტს, რომ ახლობლებს საჩუქარი გაუკეთოს, ამ შემთხვევისთვისაც სიურპრიზად უკვე შეფუთული წიგნები გვაქვს - თავად მყიდველსაც არ ეცოდინება, რა დევს საჩუქარში. თუმცა პროექტის იდეაც ეს არის - "ბრმა პაემანი წიგნთან" თითქმის ერთი წელია არსებობს და ჩვენი მომხმარებლის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს

დეკემბერი გრანდიოზული ფასდაკლებებით გამორჩეული თვეა. ვცდილობთ ამჯერად მაინც შევიძინოთ ის ნივთები, რომელთა ყიდვაც დიდი ხანია გვსურდა, თუმცა მიზეზთა გამო ვერ ვახერხებდით. ახალი წელი, ყველაფერთან ერთად, იმითაც არის გამორჩეული, რომ თქვენთვის სასურველ ნივთებს ბევრად ნაკლები დანახარჯით შეიძენთ და ძვირფას ადამიანებსაც გაახარებთ.

წიგნი წელიწადის ნებისმიერ დროს საუკეთესო საჩუქარია, განსაკუთრებით კი ახალ წელს, როდესაც გვსურს, რომ ჩვენი საჩუქარი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყოს.

წიგნის მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა", რომელიც საქართველოს მასშტაბით 61 ფილიალს აერთიანებს, ამჯერადაც თადარიგიანად იზრუნა თავის მომხმარებელზე და როგორც ყოველთვის, მათთვის სასურველ წიგნებზე - 50%-მდე საახალწლო ფასდაკლება დააწესა. რაც მთავარია, შეთავაზებაში შედის მკითხველის ყველაზე საყვარელი და პოპულარული წიგნები, როგორც ქართულენოვანი, ისე რუსული და ინგლისურენოვანი ლიტერატურა.

"ბიბლუსის" პროდუქცია, რომელიც მაღაზიებში იყიდება, წარმოდგენილია "ბიბლუსის" ვებგვერდზეც. საახალწლო ფასდაკლება არა მხოლოდ წიგნის მაღაზიათა ქსელში, არამედ ვებგვერდზეც მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს სასურველი წიგნების შეძენა სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად შეუძლია, 20 ლარის ან მეტი ღირებულების შენაძენზე კი, ტრადიციისამებრ, უფასო მიწოდების სერვისი მოქმედებს.

50%-მდე საახალწლო ფასდაკლება ვრცელდება მხატვრულ, საბავშვო და ფენტეზის ჟანრის ლიტერატურაზე. შეთავაზებაში ისეთი სერიებია შესული, რომლებიც ყოველთვის იმსახურებდა საზოგადოების განსაკუთრებულ სიყვარულსა და ინტერესს. ზოგიერთი წიგნი ისეთი პოპულარული სერიებიდან არის, როგორიც არის: "ლიბერთინსი", "ვიტამინი", "ბიბლიოთეკა ბავშვებისთვის", "ქართული მწერლობა", "მოსწავლის არჩევანი", "იკითხე კლასიკა", "50 პერსონა", "ლიბერქიდსი", "მსოფლიო მუზეუმები" და ა.შ. ეს არის ვრცელი სია, რომლის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ "ბიბლუსის" ფილიალებს ან ვებგვერდს.

ნინი ჯაფარიძე, "ბიბლუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:

- "ბიბლუსში" დიდი საახალწლო სამზადისია, და რადგან საუკეთესო საახალწლო საჩუქარი ისევ და ისევ წიგნია, გადავწყვიტეთ, ჩვენი მკითხველი გაგვეხარებინა და მიგვეცა შესაძლებლობა, თითქმის განახევრებულ ფასად შეეძინათ წიგნები - ეს ჩვენს მკითხველს გაახარებს და მეტ მოტივაციასა და სტიმულს მისცემს. მინდა აღვნიშნო, რომ ფასდაკლება არა მხოლოდ "ბიბლუსის" ქსელში, არამედ ჩვენს ვებგვერდზე www.biblusi.ge-ზეც ვრცელდება, სადაც წიგნების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი.

ამ სასიამოვნო სიახლესთან ერთად, მინდა შევახსენო ჩვენს მკითხველს, რომ "ბიბლუსის" ორ ლოკაციაზე ჭავჭავაძის ქუჩის #7-სა და კანდელაკის ქუჩის #7-ში გვაქვს წიგნების შეფუთვის სერვისიც. არტისა და კრაფტის სპეციალისტები გემოვნებით შეგიფუთავენ წიგნებს. სასაჩუქრე სტანდარტული წიგნის შეფუთვის ფასი 3 ლარია, დიდი წიგნისა კი 5 ლარი. იმ შემთხვევაში, თუკი შეფუთვაში კიდევ ერთი დამატებითი ელემენტის შეტანას გადაწყვეტთ, შეფუთვის ღირებულებას 50 თეთრი დაემატება. თუკი მომხმარებელი სპონტანურად გადაწყვეტს, რომ ახლობლებს საჩუქარი გაუკეთოს, ამ შემთხვევისთვისაც სიურპრიზად უკვე შეფუთული წიგნები გვაქვს - თავად მყიდველსაც არ ეცოდინება, რა დევს საჩუქარში. თუმცა პროექტის იდეაც ეს არის - "ბრმა პაემანი წიგნთან" თითქმის ერთი წელია არსებობს და ჩვენი მომხმარებლის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს".

აღსანიშნავია, რომ "ბიბლუსში" საახალწლო საჩუქრების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. წიგნებზე მასშტაბური ფასდაკლების პარალელურად, "ბიბლუსის" ქსელი მომხმარებელს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს მაღალი ხარისხის საახალწლო ნივთებს: ნაძვის ხეებს, სათამაშოებს, სანტებსა და სხვადასხვა საახალწლო აქსესუარს.