თუ ამას გაითვალისწინებთ, უხარისხო ნაძვის ხეს ვეღარ შემოგაპარებენ - კვირის პალიტრა

თუ ამას გაითვალისწინებთ, უხარისხო ნაძვის ხეს ვეღარ შემოგაპარებენ

ნაძვის ხის შერჩევა არ ისე იოლი საქმეა. არადა ეს ის ატრიბუტია, რომელმაც ყოველ წელს განწყობა უნდა შეგიქმნათ და სახლსაც საზეიმო ელფერი შესძინოს.

ამიტომ, მისი შერჩევა არც ისე იოლი საქმეა და ჯობია ამისთვის წინასწარ მოემზადოთ. ამაში ჩვენი რჩევებიც დაგეხმარებათ.

რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია თქვენი გემოვნება - ზოგი უპირატესობას ბუნებრივ ნაძვის ხეს ანიჭებს, ზოგს კი ხელოვნური ნაძვის ხის ყიდვა ურჩევნია. არ აქვს მნიშვნელობა რომელი ტიპის ნაძვის ხეა თქვენთვის პრიორიტეტული, არის დეტალები რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ ნებისმიერი ტიპის ნაძვის ხის შეძენისას.

ნაძვის ხის ფორმა

აუცილებლად ნახეთ, როგორ გამოიყურება თქვენი რჩეული ნაძვის ხე აწყობილ მდგომარეობაში. თუ დარწმუნდით, რომ ფორმა თქვენთვის მისაღებია, გადადით დეტალურ დათვალიერებაზე. შეამოწმეთ, არ ჰქონდეს რაიმე დეფექტი, დააკვირდით მის ყოველ განყოფილებას, ნაძვის ხე უნდა იყოს სიმეტრიული და უნდა ვიწროვდებოდეს კენწეროსაკენ, ასევე დააკვირდით, რომ ნაძვის ხის განყოფილებებს შორის დაცილება რამდენად შეეფერება თქვენი სათამაშოების ზომებს. თუ დიდი დეკორაციები გაქვთ, ტოტებს შორის მეტი ინტერვალი გჭირდებათ, თუ პატარა სათამაშოებით რთავთ, დიდი დაცილებები თქვენს ნაძვის ხეს "შიშველს" გამოაჩენს.

შეამოწმეთ წიწვები

არჩევანის გაკეთება ათასნაირი ნაძვის ხიდან მოგიწევთ, მაგრამ არცერთ მათგანს არ უნდა სცვიოდეს წიწვები.

წიწვიც სხვადასხვანაირია, თუმცა მათ შორის სილიკონის ყველაზე ხარისხიანია დანამდვილს ჰგავს. მომხმარებლები, როგორც წესი, სწორედ სილიკონისწიწვიან ნაძვის ხეს ანიჭებენ უპირატესობას. მნიშვნელოვანია ტოტების სწორად შერჩევაც, განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს ის ნაძვისხე რომელიც ყველაზე მეტად დაბუჩქულია.

მყარი სადგამი

წარმოიდგინეთ ლამაზად გაწყობილი ნაძვის ხე, რომლის დასადგამიც არც ისე მყარია. ასეთ შემთხვევაში ის ვერასდროს დაიცავს წონასწორობას, რამაც შესაძლოა, ყირაზე დაგიყენოთ ახალი წელი. ეს საშიშროება ბავშვიან ოჯახებს უფრო ემუქრებათ, ამიტომ მყარი სადგამი მათთვის განსაკუთრებით საჭიროა.

წაქცეულ ნაძვის ხეს ადვილად წამოაყენებთ, მაგრამ ვერაღაფერს უშველით დამსხვრეულ სათამაშოებს.

ამიტომ შეარჩიეთ ნაძვის ხე რკინის სადგამით, რომელიც სიმეტრიულად დააფიქსირებს ნაძვის ხეს იატაკზე.

ადვილად ასაწყობი

ზოგიერთ ნაძვის ხეს ტოტებიც ასაწყობი აქვს. ზოგჯერ იკარგება ტოტები და მასთან ერთად წიწვებიც, რაც პრობლემას უქმნის მომხმარებელს. ამას გარდა ტოტების ნაძვის ხეზე დამაგრება ბევრ დროსაც წაგართმევთ. მაგალითად, მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" წარმოდგენილ ნაძვის ხეებს არ სჭირდებათ ტოტების აწყობა და დამაგრება. ისინი დაკეცილია და ნაძვის ხის აწყობისას მომხმარებლებს მხოლოდ ტოტების გაშლა სჭირდებათ. ეს ბავშვისთვისა კი მარტივი შესასრულებელია, ცოტა როს მოითხოვს და უფროსების ჩართვა პროცესში აუცილებელი აღარ ხდება.

სად შევიძინოთ

რა თქმა უნდა, ნაძვის ხის საყიდლად ისეთ ადგილს უნდა ეწვიოთ, სადაც მაქსიმალურად დიდი არჩევანია. ბაზრობებზე უზარმაზარი სივრცეა, მაგრამ ძალიან მოუხერხებელი. დღეს არც არის საჭირო, რომ სიცივეში ქუჩაში ეძებოთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი. "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელი უზარმაზარ არჩევანს ლამაზ და კომფორტულ სივრცეში გთავაზობთ. აქ სპეციალურად არის შერჩეული ნაძვის ხის ის ტიპები, რომლებიც მაქსიმალურად აკმაყოფილებენ მომხმარებლების ყველაზე გავრცელებულ მოთხოვნებს.

ბიბლუსის ნაძვის ხეები უმაღლესი ხარისხისაა, ფასებიც ძალიან ხელმისაწვდომი. მაგალითად, 120 სმ. ნაძვის ხე მხოლოდ და მხოლოდ 29.90 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ, 150 სმ. ნაძვის ხე - 59 ლარად , 180 სმ. ნაძვის ხის ფასი კი 99 ლარია. თანაც, ნაძვის ხის შეძენის შემთხვევაში, საახალწლო აქსესუარებზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

ტრადიციული მწვანე ნაძვების გარდა აქ დათოვლილი ნაძვის ხეც შეგხვდებათ და განათების მქონეც. ზომებიც, დიზაინის მსგავსად, მრავალფეროვანია.