ლეიკემიის მქონე ბავშვებს "ბიბლუსმა" საახალწლო საჩუქრები გადასცა - კვირის პალიტრა

ლეიკემიის მქონე ბავშვებს "ბიბლუსმა" საახალწლო საჩუქრები გადასცა

საახალწლოდ ყველას სურს სიხარული მიანიჭოს გარშემო მყოფებს. მითუმეტეს, მათ, ვისაც ეს განსაკუთრებით სჭირდება. საყოველთაო ზეიმისა და სადღესასწაულო ბრწყინვალების მიღმა ხშირად ვერ ვამჩნევთ ადამიანებს, რომელთა პრობლემებმა დღესასწაული არ იცის. ასეთები არიან თუნდაც კლინიკაში თვეობით მყოფი პატარები, რომლებიც მძიმე დაავადებებთან საბრძოლველად საკმაოდ გრძელ და მძიმე გზას გადიან.

იაშვილის კლინიკის ონკოჰემატოლოგიის განყოფილებაში ბევრი ასეთი პაციენტია. ისინი იქ ელოდებიან საჩუქრებს. წიგნის მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" ამ პატარებს ბევრი ლამაზი და საჭირო ნივთი გადასცა. წიგნები, სათამაშოები, ხელნაკეთი ნივთები და საახალწლო აქსესუარები - იმ საჩუქრების მცირე ჩამონათვალია,

რითაც "ბიბლუსმა" ლეიკემიის მქონე ბავშვები დაასაჩუქრა. იაშვილის კლიკაში ეს სტუმრობა საქველმოქმედო პროექტის ერთი ჩემია, ერთი შენის" ფარგლებში განხორციელდა.

"ახალი წელი მხოლოდ მაშინაა სრულყოფილი, როცა ჩვენს გარშემო ყველა ბედნიერია. საქველმოქმედო პროექტის "ერთი ჩემია, ერთი შენიას" ფარგლებში" ლეიკემიის მქონე პატარებს ვესტუმრეთ და ის საჩუქრები გადავეცით, რომლებსაც ბიბლუსის მეგობრები, ჩვენი ფილიალების სტუმრები მთელი თვის განმავლობაში წითელ ლენტიან კალათში ტოვებდნენ. თავად ბიბლუსმა პატარებისთვის ყველაზე კითხვადი საბავშვო წიგნები შეარჩია. განსაკუთრებით დაგვეხმარა გამომცემლობა პალიტრა L, რომელმაც პატარებისთვის წლის ყველაზე საყვარელი სათამაშოები ბასტი და ბუბუ გაგვატანა - ამ სათამაშოებმა ისინი განსაკუთრებით გაახალისა.

ეს საჩუქრები პატარებს რთულ დღეებს გაუხალისებს. ახალ წელს ახალი წიგნებით, სათამაშოებით, ხელნაკეთი ნივთებით, სახატავებით და საახალწლო აქსესუარებით შეხვდებიან. დღეს, მათთან ერთად, საახალწლო ნაძვის ხეც მოვრთეთ და რაც მთავარია, წლის მთავარი სურვილიც ჩავიფიქრეთ: 2019 წელი, ყველაზე ფერადი და ბედნიერი იქნება, რომელიც აუცილებლად აასრულებს ყველა ჩაფიქრებულ ოცნებას", - ნათქვამია "ბიბლუსის" ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

საქველმოქმედო პროექტი "ერთი ჩემია ერთი ჩემი" რამდენიმე თვეა რაც არსებობს. მის ფარგლებში, ბიბლუსში მისულს მომხმარბელებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ მათთვის სასურველი ნივთი ეს იქნება წიგნი, ფანქარი, სათამაშო თუ ნებისმიერი სხვა ნივთი და განათავსონ კალათაში, ყოველი თვის შემდეგ ნივთები იმ ადამიანებს გადასცემენ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. პროექტმა საზოგადოების დიდი გამოხმაურება, ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია.

წიგნის მაღაზია აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში. წელს არაერთხელ გიამბეთ კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტებზე. პროექტ "ერთი ჩემია ერთი შენიას" ფარგლებში საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ რამდენიმე მათგანი მოექცა. ერთერთი იყო სტუმრობა საქართველოს სოს ბავშვთა სოფელში, რომლის დროსაც, ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს ბიბლუსმა სამკითხველო მოუწყო და წიგნები გადასცა. განსაკუთრებული გამოხმაურება გამოიწვია ასევე ქალთა მე-5 დაწესებულებაში სტუმრობამაც, რომლის დროსაც პატიმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართველი მწერლების შემოქმედებას. ბიბლუსმა მათ წლის ერთერთი ყველაზე კითხვადი ლიტერატურით დაასაჩუქრა. ასევე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ისტორია, რომლის დროსაც ბიბლუსი მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარა და სასკოლოდ ახალი ნივთები წიგნები და საკანცელარიო ნივთები გადასცა.