თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი დაწესებულებების დაჯილდოებაზე პიატოს საპატიო სიგელი გადაეცა - კვირის პალიტრა

თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი დაწესებულებების დაჯილდოებაზე პიატოს საპატიო სიგელი გადაეცა

პიატოს როგორც თამბაქოს კვამლისგან 100%-ით თავისუფალ კაფეს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისგან სპეციალური ჯილდო გადაეცა.

ღონისძიებაზე, რომელსაც ცენტრის წარმომადგენლები, პროფესიული ასოციაციები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ, ის დაწესებულებები გამოვლინდნენ, რომლებმაც, "თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების“ ფარგლებში დაკისრებული ვალდებულებები წარმატებით შეასრულეს.

"პიატო თამბაქოს კვამლისგან 100%–ით თავისუფალი კაფეა. ასე იყო ახალი რეგულაციების შემოღებამდეც. ჩვენთვის სტუმრების კომფორტი და კეთილდღეობა უპირველესია. კაფე არა მხოლოდ ის ადგილია, სადაც ადამიანებს შეუძლიათ საუკეთესო კერძებისა და ღვინის დაგემოვნება არამედ ეს არის სივრცე, სადაც თავს 100%ით უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნობთ. ეს ჯილდო ჩვენთვის დიდი პატივია. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ღონისძიების ორგანიზატორებს. ეს ჯილდო ჩვენს კაფეში საპატიო ადგილს დაიკავებს“,- განაცხადა კაფის წარმომადგენელმა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები, ძირითადი მიგნებები და არსებული პრობლემები. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების როლი მონიტორინგის განხორციელებაში; აგრეთვე, "თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების“ კომპონენტის ფარგლებში განხორციელებული სხვა ინტერვენციები.შეხვედრის მიზანი იყო წარმატებული დაწესებულების მხარდაჭერა, რომლებიც თამბაქოსაგან თავისუფალი დაწესებულების განსაკუთრებულად კარგი მაგალითი არიან.