"ბიბლუსი“ წლის დასასრულს მომხმარებელს კიდევ ერთ სასიხარულო სიურპრიზს სთავაზობს - კვირის პალიტრა

"ბიბლუსი“ წლის დასასრულს მომხმარებელს კიდევ ერთ სასიხარულო სიურპრიზს სთავაზობს

თუ ჯერ კიდევ ვერ გამონახეთ დრო სადღესასწაულო ნივთების შესაძენად და თანაც თანხის დაზოგვა გსურთ, მაშინ "ბიბლუსში" სტუმრობისთვის ნამდვილად შესანიშნავი პერიოდია.

წიგნის მაღაზიათა ქსელმა საახალწლო ნივთების ყველაზე განსხვავებულ ასორტიმენტზე -35%-იანი ფასდაკლება დააწესა. შეთავაზებაში ერთერთი ყველაზე გამორჩეული ნაძვის ხეები, ნაძვის ხის სათამაშოები და სხვა საახალწლო დეკორაციებია.

ფასდაკლება, რომელსაც "ბიბლუსის“ მომხმარებელი ასე გულმოდგინედ ელოდა, ყველა ფილიალში მოქმედებს, თუმცა პროდუქციის ფართო ასორტიმენტი "ბიბლუსი გალერეებშია“ წარმოდგენილი.

როგორც კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზეა ნათქვამი, ქსელში და შეთავაზებაში არსებული ნივთების შეძენა მათ შორის საახალწლო აქსესუარებისა და წიგნების, მომხმარებლებს არა მხოლოდ მაღაზიებში, არამედ ვებგვერდზეც შეუძლიათ, სადაც სასურველ ნივთებს სწრაფად და მარტივად მიიღებენ. 20 ლარის ან მეტი ღირებულების შენაძენზე კი ტრადიციულად უფასო მიწოდების სერვისით ისარგებლებენ.

იმისთვის, რომ ახალი წელი გამორჩეული იყოს, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები, მეგობრებო და ნათესავი საჩუქრებით გავათამამოთ. თითოეულ ჩვენგანს, ალბათ, ხშირად უფიქრია, თუ რა არის უნივერსა-ლური საჩუქარი, რომლის ადრესატსაც ის აუცილებლად მოეწონება. არადა, ერთადერთი, ყველაზე გამორჩეული საჩუქარი, რომელიც შეგიძლია ნებისმიერი გემოვნებისა და ინტერე-სების მქონე ადამიანს მისი ჰობის მიხედვით შეურჩიო და აჩუქო, თან დარწმუნებული იყო, რომ ამით მას გააბედნიერებ ისევ და ისევ წიგნია.

"ბიბლუსს“ ამ მხრივაც სასიამოვნო სიახლე აქვს - გრანდიოზული -50% მდე ფასდაკლება წიგნების ფართო ასორტიმენტზე ჯერ კიდევ გრძელდება. მკითხველებს შესაძლებლობა აქვთ საახალწლოდ განაახლონ მათი საოჯახო ბიბლიოთეკა და საჩუქრად შეარჩიონ ერთერთი საუკეთესო წიგნები სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურიდან. მათ შორის მხატვრული ჟანრის წიგნები, ისე საბავშვო და ფენტეზის. მომხმარებლები ფასდაკლებით შეიძენენ არა მხოლოდ ქართულ ენოვან არამედ ინგლისურ ენოვან და რუსულ ენოვან წიგნებს.

"ბიბლუსი“ ერთერთი საუკეთესო სივრცეა, სადაც ადამიანს ერთხელ სტუმრობითაც კი შეუძლია სრულყოფილი საახალწლო სივრცის მოწყობა და საჩუქრების შეძენა როგორც საკუთარი თავისთვის ისე მისთვის ძვირფასი ადამიანებისთვისაც.

უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს "ბიბლუსი გალერეებში“ წარმოდგენილი ქალისა და კაცის სასაჩუქრე ნაკრებები, რომლებიც ნებისმიერი გემოვნების ადამიანს მოეწონება. მათ ორიგინალური დიზაინის მქონე შეფუთვა ამშვენებთ. ფასი კი მხოლოდ 50 ლარიდან იწყება.

ამას გარდა, "ბიბლუსში“ შეფუთული წიგნების ფართო ასორტიმენტსაც იპოვით. პროექტი "ბრმა პაემანი“ წიგნთან უკვე ერთი წელია არსებობს და არასდროს კარგავს აქტუალობას. მომხმარებლების ინტერესს სწორედ ის აძლიერებს, რომ შეფუთული წიგნის შეძენამდე არავინ იცის, შიგნით რომელი დასახელების წიგნია მოთავსებული. ამის გამოცნობა მხოლოდ დეკორაციითაა შესაძლებელი.