2- ჯერ გათამაშებული ჯეკპოტი, 13 მილიონზე მეტი გაცემული მოგება და 1 მილიონ 500 000-ზე მეტი მოგებული ბილეთი - ეს ჩვენი შედეგია! - კვირის პალიტრა

2- ჯერ გათამაშებული ჯეკპოტი, 13 მილიონზე მეტი გაცემული მოგება და 1 მილიონ 500 000-ზე მეტი მოგებული ბილეთი - ეს ჩვენი შედეგია!

საქართველოს ეროვნული ლატარიის "ლოტო 6/36“-ის პირველი გათამაშება 2018 წლის 17 მარტს გაიმართა. მე-80 საიუბილეო გათამაშებას კი "ლოტო 6/36“ უამრავი ბედნიერი ადამიანითა და მილიონობით გაცემული მოგებით ხვდება.

9 თვის მანძილზე უკვე ორჯერ გათამაშდა ჯეკპოტი და მისი მფლობელები ორივეჯერ თბილისელი პენსიონერები აღმოჩნდნენ. პირველი ჯეკპოტი - 857 007 ლარი ქალბატონმა ლალი ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე შეძენილი ბილეთით მოიგო. ქალბატონი ლალი "ლოტო 6/36“-ს რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში სისტემატურად თამაშობდა და შედეგიც დადგა - მისი ცხოვრება წამში შეიცვალა. მოგებული თანხით ლალი ზურაბიშვილმა უკვე ბევრი ოცნება აიხდინა და სოფელში სანატრელი სახლის მშენებლობაც წამოიწყო. მეორე ჯეკპოტის - 547 235 ლარის მფლობელი ივანე სომხიშვილი გახდა, რომელმაც "ლოტო 6/36“-ის ბილეთი, ავტომატური შერჩევის წესით, ორთაჭალაში მდებარე ერთ-ერთ ჯიხურში შეიძინა. მოგებული თანხით მან შვილიშვილს ბინა შეუძინა. "მოგებული თანხით შვილიშვილს ბინას ვუყიდი და კიდევ ბევრ სხვა ოცნებას ავისრულებ. შოკში ვარ. მადლობა საქართველოს ეროვნულ ლატარიას“, - აცხადებდა ბატონი ივანე მოგებული თანხის გადაცემისას. "ლოტო 6/36“-ის შეძენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით ლატარიის დაბრენდილ ჯიხურებში, ასევე, კომპანიის სერვისცენტრებში, პრომომაგიდებთან, რომლებიც დიდ სავაჭრო ცენტრებშია განლაგებული, "ავერსისა“ და "ნუგეშის“ ქსელებში.

"ლოტო 6/36“-ის ბილეთის შეძენა, ასევე, შესაძლებელია ვებგვერდზე: www.lotto.ge, რისთვისაც მომხმარებელმა რეგისტრაცია და ვერიფიცირება უნდა გაიაროს. გათამაშება კი იმართება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს "რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, "9-საათიანი კურიერის“ დაწყებამდე.

საქართველოს ეროვნული ლატარია გისურვებთ მოგებას, მოგება კი შეუძლია ყველას.