კარგად შერჩეულ წიგნს ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია! - კვირის პალიტრა

კარგად შერჩეულ წიგნს ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია!

2018 წლის დასასრულს წიგნის მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" მომხმარებელს კიდევ ერთი სასიხარულო სიურპრიზი შესთავაზა, რათა მათთვის ახალი წლის შეხვედრა კიდევ უფრო სასიამოვნო იყოს: მაღაზიათა ქსელში მოსულ მომხმარებელს ყველაზე მოთხოვნადი საახალწლო პროდუქციის შეძენა უკვე 35%-იანი ფასდაკლებით შეუძლია. "ბიბლუსში" იპოვით ყველაფერს, რაც საახალწლო კუთხის მოსართავად და გასალამაზებლად გჭირდებათ!

ამ სასიამოვნო სიახლესთან ერთად, უცვლელი რჩება "ბიბლუსის" წინა შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც მკითხველს მათთვის საყვარელი წიგნების შეძენა თითქმის განახევრებულ ფასად შეუძლია.

მაშინ, როდესაც განსხვავებულ და ორიგინალურ საჩუქარზე ვფიქრობთ, გვახსოვდეს, რომ წიგნი საუკეთესო საჩუქარია! კარგად შერჩეულ წიგნს ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია! შეთავაზებაში სწორედ ის წიგნებია წარმოდგენილი, რომლებიც გაყიდვების მაჩვენებლებით მთელი წლის განმავლობაში ლიდერობდნენ. მათ შორის არის სხვადასხვა ჟანრისა და სერიის ლიტერატურა როგორც ქართულ, ასევე რუსულ და ინგლისურ ენებზე, ახალი წლის დაწყებასთან ერთად კი ასეთი განძის ჩუქება საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

საერთოდაც, 2018 წელს "ბიბლუსი" ხშირად ათამამებდა თავის ერთგულ მომხმარებელს სხვადასხვა საინტერესო შეთავაზებით, ფასდაკლებებით და საჩუქრებით. "ბიბლუსის" მკითხველს არაერთი გახმაურებული ღონისძიებაც ახსოვს, რომლის დროსაც ამ პოპულარულმა მაღაზიათა ქსელმა სხვადასხვა დაწესებულებას ახალი ბიბლიოთეკა მოუწყო.

გასულ წელს ყველასთვის საყვარელი წიგნის მაღაზიათა ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდა, გაიხსნა რამდენიმე ახალი ფილიალი როგორც თბილისში, ისე მის გარეთ. "ბიბლუსი გალერეის" სივრცეები კი უფრო მომხიბლავი გახდა, კიდევ უფრო გაფართოვდა კაფე "პიატოც", რომელიც ამავე სივრცეშია წარმოდგენილი.

2018 წელი გამორჩეული იყო იმითაც, რომ "ბიბლუსისა" და სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" გაერთიანდნენ. ახლა უკვე "ბიბლუსში" სათამაშოების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი.

რამდენიმე თვის წინ "ბიბლუსმა" კიდევ ერთი საინტერესო ნაბიჯი გადადგა და პირველი ტურისტული მაღაზია "ჯორჯიანი" გახსნა, რითაც შესაძლებლობა მისცა ტურისტებს, კიდევ უფრო კარგად გაიცნონ საქართველო და უპირველეს ყოვლისა, ქართული პროდუქცია, _ ამ მაღაზიის სივრცეში ხომ მხოლოდ ქართული ნაწარმია წარმოდგენილი. ამ ფაქტით "ბიბლუსს" ქართველი მეწარმეების წახალისება და პირველ რიგში, ხელშეწყობა სურს.

2018-მა წელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მკითხველისთვის "ბიბლუსი" ერთ-ერთი გამორჩეული წიგნის მაღაზიათა ქსელია, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალობას. ეს ყველაფერი კი იმის საწინდარია, რომ მომავალი 2019 წელიც ასეთივე ნაყოფიერი და წარმატებული იქნება. კომპანიის ყოველი წარმატება ხომ მისი მომხმარებლის მხარდაჭერისა და სიყვარულის დამსახურებაა, რომელსაც აგერ უკვე მრავალი წელია, "ბიბლუსი" უცვლელად ინარჩუნებს.

წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" დამდეგ 2019-ს კიდევ ერთხელ ულოცავს თავის ერთგულ მკითხველს და წარმატებულ, საინტერესო და სიახლეებით სავსე ახალ წელიწადს უსურვებს.