"სარაჯიშვილმა" ბრენდი "sarajishvili 2019" ლიმიტირებული რაოდენობით გამოუშვა - კვირის პალიტრა

"სარაჯიშვილმა" ბრენდი "sarajishvili 2019" ლიმიტირებული რაოდენობით გამოუშვა

საქართველოში ღვინის ბრენდის მწარმოებელმა უძველესმა კომპანია "სარაჯიშვილმა" ბრენდი "sarajishvili 2019" ლიმიტირებული რაოდენობით უკვე გამოუშვა.

სადღესასწაულო სერია ამჯერად თეთრ და ოქროსფერ ფერებშია გადაწყვეტილი.

"სარაჯიშვილის სახლი საუკუნეზე მეტია გაერთიანებთ სიახლისა და სიძველის უნიკალური სინთეზის ირგვლივ. დღეს შესაძლებლობა გაქვთ დააგემოვნოთ ახალი ლიმიტირებული პროდუქტი - "Sarajishvili 2019" და შეიქმნათ ამაღლებული საახალწლო განწყობა.

ამ გამორჩეულ საკუპაჟე კომპოზიციაში მონაწილე, ქართული ჯიშის ყურძნისგან დამზადებულ სპირტებს შორის უძველესი 10 წელზე მეტისაა. ჰარმონიულად შეზავებულ ბრენდს მინდვრის ყვავილების და ხილის ჩირის მკვეთრად გამოხატული არომატი აქვს, ხოლო დაგემოვნებისას სასიამოვნო ,ხავერდოვან შეგრძნებას ტოვებს", - ამბობენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ კომპანია "სარაჯიშვილი" სადღესასწაულო ტრადიციას უკვე მეოთხე წელია არ ღალატობს და ერთგულ მომხმარებლებს ბრენდს ლიმიტირებული რაოდენობითა და სპეციალური სადღესასწაულო შეფუთვით სთავაზობს.

პირველ წელს ბრენდი ლურჯი ბოთლით გამოვიდა. შეფუთვა, როგორც კომპანიაში განმარტავდნენ, ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს მიეძღვნა.

2017 წლისთვის ბრენდისთვის წითელი ფერი წითელი მამლის პატივსაცემად და სადღესასწაულო განწყობის ასამაღლებლად შეირჩა.

საახალწლო თემატიკით გაფორმებული "sarajishvili 2018" ოქროსფერ ბოთლში იყო ჩამოსხმული.

2019 წელს კი საახალწლო სუფრას დახვეწილ და გემოვნებიან შეფუთვაში ჩამოსხმული "sarajishvili 2019" დაამშვენებს.

(R)