"თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ნიკორა" ბაზრის ლიდერია" - კვირის პალიტრა

"თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ნიკორა" ბაზრის ლიდერია"

"მიმდინარე წელს მომხმარებლებს მნიშვნელოვანი სიახლე შევთავაზეთ - პროდუქტის დაცული შეფუთვა, რაც აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტს და სამომავლოდ სრული ასორტიმენტის ამ ფორმატზე გადასვლა იგეგმება. შეფუთულ პროდუქტს ბევრი უპირატესობა აქვს - მისი ფასი ასაწონის იდენტურია, დაცულია გარე ზემოქმედებისგან, უკეთ ინარჩუნებს საგემოვნო თვისებებს, იოლია ვადის კონტროლი და მოსახერხებელია მისი ტრანსპორტირება"

იყო დრო, როცა ქართული წარმოების პროდუქცია უხარისხოსთან ასოცირდებოდა, ამიტომ ქართველი მომხმარებელი უცხოური პროდუქციის შეძენას ამჯობინებდა. ადგილობრივი წარმოების განვითარებასთან ერთად ეს დამოკიდებულებაც შეიცვალა - ქართველი მომხმარებელი უფრო და უფრო აკვირდება პროდუქციის ხარისხს და ქართველი მწარმოებლებიც უფრო აუმჯობესებენ მას. ასეთია კომპანია "ნიკორაც", რომელიც 20 წელია ბაზარზე ოპერირებს და ყოველწლიურად მუშაობს სტაბილურად მაღალი ხარისხის შენარჩუნებასა და ტექნოლოგიების დახვეწაზე.

გასული წელიც ""ნიკორასთვის"" მრავალფეროვანი ცვლილებებით დატვირთული აღმოჩნდა. როგორი იყო გასული წელი კომპანიისთვის და რა გეგმები აქვთ ახალ, 2019 წელს, დეტალებზე სს "ნიკორას""გენერალური დირექტორი ირაკლი ბოქოლიშვილი გვესაუბრება:

- ბატონო ირაკლი, როგორ შეაფასებთ 2018 წელს? რამდენად გაიზარდა "ნიკორას" ხორცპროდუქტების გაყიდვა და რა წილი აქვს ბაზარზე დღევანდელი მონაცემებით?

- 2018 წელი ზრდის და წინსვლის წელი იყო. დაფიქსირდა "ნიკორას" ხორცპროდუქტების გაყიდვის 18%-იანი ზრდა. 20 წლის შრომის შედეგია, რომ დღეს "ნიკორას" ხორცპროდუქტებს ბაზრის 40%-იანი წილი უჭირავს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაზრის ლიდერები ვართ. მადლობა ჩვენს მილიონობით მომხმარებელს, რომ ირჩევენ "ნიკორას". წელს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ასაწონი პროდუქტის დაცული შეფუთვით გამოშვება. გავხდით არაერთი ჯილდოს მფლობელი. ჩვენი წარმატება განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით: საუკეთესო ნედლეული, დამზადების დახვეწილი ტექნოლოგია, კარგი გემო, სანდოობა, ტერიტორიული ხელმისაწვდომობა. ნედლეულის ხარისხთან ერთად, წარმოების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს შესაბამისი სტანდარტებისა და პირობების დაცვას, პერსონალის პროფესიონალიზმს და, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიებს. საბოლოოდ ეს ყველაფერი შესაძლებლობას გვაძლევს, მომხმარებელს მაღალი ხარისხი შევთავაზოთ.

- როგორ მოქმედებს ვალუტის ცვლილება "ნიკორას" ბრენდსა და ბიზნესის განვითარებაზე? - რასაკვირველია, მოქმედებს, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ლარის ობლიგაციები განვათავსეთ, ნაკლებად ვართ დამოკიდებული კურსის ცვლილებაზე და მომხმარებელსაც კომფორტს ვუქმნით პროდუქტის ფასის შენარჩუნებითა და სტაბილურობით.

- რა უფრო მნიშვნელოვანია ქართველი მომხმარებლისთვის - ხარისხი თუ ფასი?

- მომხმარებლისთვის ორივე მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ მათ მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობთ და გვაქვს როგორც პრემიალური, მაღალი ხარისხი, ასევე - ეკონომიური ხაზი. ხარისხის შენარჩუნება მხოლოდ მუდმივი განვითარებით შეიძლება. საწარმოს პერსონალი მუდმივად გადის შესაბამის მომზადებას, პერიოდულად ახლდება და თანამედროვე სტანდარტებს უახლოვდება მანქანა-დანადგარებიც. ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ დარგის სიახლეებს - როგორც წარმოების პროცესის, ასევე ტექნოლოგიების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია მიწოდების ფორმაც.

მიმდინარე წელს მომხმარებლებს შევთავაზეთ მნიშვნელოვანი სიახლე - პროდუქტის დაცული შეფუთვა. შეფუთული პროდუქტი აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტს და სამომავლოდ სრული ასორტიმენტის ამ ფორმატზე გადასვლა იგეგმება. შეფუთულ პროდუქტს ბევრი უპირატესობა აქვს - მისი ფასი ასაწონის იდენტურია, დაცულია გარე ზემოქმედებისგან, უკეთ ინარჩუნებს საგემოვნო თვისებებს, იოლია ვადის კონტროლი და მოსახერხებელია მისი ტრანსპორტირება.

- როგორია მომხმარებლის დამოკიდებულება ადგილობრივი პროდუქტის მიმართ და რამდენად კონკურენტუნარიანია ქართული პროდუქტი იმპორტირებულ საქონელთან შედარებით?

- იყო დრო, როცა ქართული - უხარისხოსთან, ხოლო ყველაფერი უცხოური ხარისხთან ასოცირდებოდა. ადგილობრივი წარმოების განვითარებასთან ერთად ეს დამოკიდებულებაც ნელ-ნელა შეიცვალა. ჩვენ ამაყები ვართ იმით, რომ ამ ცვლილებაში 20-წლიანი მუშაობის შედეგად ჩვენი წვლილიც შევიტანეთ.

მომხმარებელი ენდობა ქართულს. "ნიკორა" ცდილობს, გაამართლოს მათი მოლოდინი. მისი მისიაა, შექმნას ისეთი ხარისხის ქართული პროდუქტი, რომელიც საზოგადოების ორიენტირი იქნება კვების ინდუსტრიაში.

- აუცილებელია საკვების უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინება. როგორ იცავთ ყველა რეგულაციას და სტანდარტს თქვენს საწარმოში? - "ნიკორაში" უსაფრთხოების ნორმები მკაცრად არის დაცული. ნედლეულის მომწოდებლების შერჩევისას, უპირველესად, ყურადღებას ვაქცევთ, ავტორიტეტულია თუ არა მწარმოებელი ქარხანა მსოფლიოს მასშტაბით, არის თუ არა სერტიფიცირებული, აქვს თუ არა ხარისხის მართვის სისტემა, ლაბორატორიულად დამოწმებულია თუ არა მისი წარმოებული ნედლეულის ხარისხი და უვნებლობა. გარდა ამისა, საქართველოს ვეტერინარული სამსახურიც ამოწმებს, ნებადართულია თუ არა კონკრეტული რეგიონიდან ამა თუ იმ სახის ნედლეულის შემოტანა. ნედლეული, რომელიც საწარმოში გადასამუშავებლად შედის, ხარისხიანი და უვნებელია.

ჩვენი საწარმოს მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში მკაცრად კონტროლდება მზა პროდუქტის ხარისხიც. ჩვენს წარმოებაში დიდი ხანია, დანერგილია ISO-ს და HACCP-ის სტანდარტები, რომელთა დაცვა ყოველდღიურად კონტროლდება. ISO-ს ინსტრუქციების შესაბამისად, ყოველდღიურად დეზინფიცირდება და სუფთავდება მანქანა-დანადგარები. ამ პროცესს სპეციალურად შექმნილი სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებების სამსახური აკონტროლებს.

საწარმოო პროცესის დაწყების წინ თითოეული თანამშრომელი ვალდებულია, გაიკეთოს დეზინფექცია და მყისიერად შეუდგეს საქმეს ისე, რომ ხელით აღარაფერს შეეხოს. მკაცრად მოწმდება პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. აღნიშნულს ემატება თანამედროვე დანადგარებიც, რაც საშუალებას გვაძლევს, წარმოების პროცესში ადამიანის ხელით ჩარევა შევამციროთ და ხარისხიანი მზა პროდუქცია მივიღოთ. შემდეგ მზა პროდუქციის თითოეული პარტიიდან მოწმდება ნიმუში და მხოლოდ ამის შემდეგ იგზავნება დახლზე.

- როგორია "ნიკორას" გეგმები?

- მომხმარებელი "ნიკორასგან" მიჩვეულია ასორტიმენტის მრავალფეროვნებას. ვეცდებით, ამ მხრივ სიახლეები არ მოვაკლოთ სამომხმარებლო ბაზარს და "ნიკორა" ტერიტორიულადაც უფრო ხელმისაწვდომი იყოს.

(R)