"გლდანი მოლში" არჩევანი კიდევ უფრო გაიზარდა
"გლდანი მოლში" არჩევანი კიდევ უფრო გაიზარდა
სავაჭრო ცენტრი "გლდანი მოლი" 4 წელია ფუნქციონირებს მეტრო "ახმეტელის თეატრის" ამოსასვლელთან. მოსახერხებელი ადგილმდებარეობისა და მრავალფეროვანი ასორტიმენტის დამსახურებით, სავაჭრო ცენტრი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილია.

მოლის შვიდივე სართული დატვირთულია 100-მდე კომერციული ობიექტით. სავაჭრო ცენტრის -1 და 0 სართულები ყველაზე აქტიურია ტრეფიკის თვალსაზრისით, ვინაიდან აღნიშნული სართულები წარმოადგენს ერთგვარ დერეფანს მეტროდან სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების გაჩერებამდე. 0 სართულს ყოველდღიურად საშუალოდ 150 000 ადამიანი სტუმრობს.

2018 წლის დასაწყისში გლდანი მოლის ადმინისტრაციამ შეიმუშავა გეგმა, რომლის ფარგლებშიც დაიწყო 0
სართულის სტანდარტიზაცია. შეიცვალა სართულის ვიზუალი. განახლდა და ერთ კონკრეტულ სტანდარტს დაექვემდებარა ყველა სავაჭრო კუნძული.

0 სართულზე მოსულ მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს: პარფიუმერია და თავის მოვლის საშუალებები, წვრილი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, აქსესუარები, საიუველირო ნივთები; ისარგებლოს ოპტიკის, სალონის, საბანკო და ტექნიკური მომსახურებით; შეფუთოს საჩუქრები; შეიძინოს მამაკაცისა და ქალის თეთრეული;
იშოპინგოს წიგნებისა და საოჯახო ნივთების მაღაზიებში.

2018 წელს გლდანი მოლის 0 სართულს დაემატა რამდენიმე მაღაზია: აიფონი, მინისო, ელიტ ელექტრონიქს ექსპრესი, თოლია, მუსერა, ნონისი და კვების ობიექტი იაკუძა. შესაბამისად, არჩევანი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მქონე ადამიანს აკმაყოფილებს.

საახალწლოდ 0 სართული განსაკუთრებულად მოირთო და შესასვლელთან განთავსდა მოლის მთავარი ნაძვის ხე. ამასთანავე, მომხმარებელს საშუალება ეძლევა, ეწვიოს საახალწლო კუნძულებს, სადაც ახალი წლის აქსესუარებისა და ტკბილეულის შეძენას შეძლებს. აღნიშნულ დღეებში სართულს სტუმრობენ სანტა-კლაუსი და ელფები, რომლებიც ქმნიან საახალწლო განწყობას. სავაჭრო ცენტრი სრულ მზადყოფნაშია შეგიქმნათ კომფორტული და სასიამოვნო გარემო!

გვეწვიეთ! გლდანი მოლი ბევრი სიახლითა და სიურპრიზით გელით!

(R)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თვის კითხვადი სტატიები