"გლდანი მოლში" არჩევანი კიდევ უფრო გაიზარდა - კვირის პალიტრა

"გლდანი მოლში" არჩევანი კიდევ უფრო გაიზარდა

სავაჭრო ცენტრი "გლდანი მოლი" 4 წელია ფუნქციონირებს მეტრო "ახმეტელის თეატრის" ამოსასვლელთან. მოსახერხებელი ადგილმდებარეობისა და მრავალფეროვანი ასორტიმენტის დამსახურებით, სავაჭრო ცენტრი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილია.

მოლის შვიდივე სართული დატვირთულია 100-მდე კომერციული ობიექტით. სავაჭრო ცენტრის -1 და 0 სართულები ყველაზე აქტიურია ტრეფიკის თვალსაზრისით, ვინაიდან აღნიშნული სართულები წარმოადგენს ერთგვარ დერეფანს მეტროდან სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების გაჩერებამდე. 0 სართულს ყოველდღიურად საშუალოდ 150 000 ადამიანი სტუმრობს.

2018 წლის დასაწყისში გლდანი მოლის ადმინისტრაციამ შეიმუშავა გეგმა, რომლის ფარგლებშიც დაიწყო 0 სართულის სტანდარტიზაცია. შეიცვალა სართულის ვიზუალი. განახლდა და ერთ კონკრეტულ სტანდარტს დაექვემდებარა ყველა სავაჭრო კუნძული.

0 სართულზე მოსულ მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს: პარფიუმერია და თავის მოვლის საშუალებები, წვრილი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, აქსესუარები, საიუველირო ნივთები; ისარგებლოს ოპტიკის, სალონის, საბანკო და ტექნიკური მომსახურებით; შეფუთოს საჩუქრები; შეიძინოს მამაკაცისა და ქალის თეთრეული; იშოპინგოს წიგნებისა და საოჯახო ნივთების მაღაზიებში.

2018 წელს გლდანი მოლის 0 სართულს დაემატა რამდენიმე მაღაზია: აიფონი, მინისო, ელიტ ელექტრონიქს ექსპრესი, თოლია, მუსერა, ნონისი და კვების ობიექტი იაკუძა. შესაბამისად, არჩევანი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მქონე ადამიანს აკმაყოფილებს.

საახალწლოდ 0 სართული განსაკუთრებულად მოირთო და შესასვლელთან განთავსდა მოლის მთავარი ნაძვის ხე. ამასთანავე, მომხმარებელს საშუალება ეძლევა, ეწვიოს საახალწლო კუნძულებს, სადაც ახალი წლის აქსესუარებისა და ტკბილეულის შეძენას შეძლებს. აღნიშნულ დღეებში სართულს სტუმრობენ სანტა-კლაუსი და ელფები, რომლებიც ქმნიან საახალწლო განწყობას. სავაჭრო ცენტრი სრულ მზადყოფნაშია შეგიქმნათ კომფორტული და სასიამოვნო გარემო!

გვეწვიეთ! გლდანი მოლი ბევრი სიახლითა და სიურპრიზით გელით!

(R)