ფრანგულმა ფარმაცევტულმა ჯგუფმა "სერვიე“ საქართველოში ოპერირების 15 წელი აღნიშნა - კვირის პალიტრა

ფრანგულმა ფარმაცევტულმა ჯგუფმა "სერვიე“ საქართველოში ოპერირების 15 წელი აღნიშნა

15 დეკემბერს, ფრანგულმა ფარმაცევტულმა ჯგუფმა "სერვიე“ საქართველოში ოპერირების 15 წლის იუბილე აღნიშნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და კომპანიის პარტნიორები. ოფიციალურ შეხვედრა საქართველოში "სერვიეს" წარმომადგენლობის დირექტორმა, მაია ხეცურიანმა და საფრანგეთის ელჩის პირველმა მრჩეველმა ერიკ ტოზატიმ გახსნეს.

მოწვეულ სტუმრების თვალწინ დიდ ეკრანზე მოკლემეტრაჟიანმა ფილმა გააცოცხლა კომპანიის 15 წლიანი ისტორია, თუ როგორ იწყებოდა ყველაფერი, რა გზა გაიარა ოფისმა და სად ხდება იმ იდეების და პროექტების სულის ჩადგმა, რომელსაც დღეს სერვიე ახორციელებს. "სერვიეს“ წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში, გაიხსენა განვითარების პერიოდ და წარმატებით განვლილ გზა.“საფრანგეთის ცენტრალური ოფისის მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო განვლილი წლების განმავლობაში,” - აღნიშნა დასასრულს.

https://www.facebook.com/Servier.ge/videos/129014874700386/

"სერვიეს” 15 წლიანი საქმიანობა საქართველოში საინტერესო, მრავალფეროვანი და გამოწვევებით იყო სავსე. კომპანიამ 2003 წლიდან დღემდე განვითარების სხვადასხვა ეტაპი გაიარა. კომპანია ორიენტირებულია პაციენტებზე და მათთვის საუკეთესო შესაძლო თერაპიული გადაწყვეტილებების მიწოდებაზე. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, სამედიცინო საზოგადოებასთან ერთად უამრავი სამეცნიერო პროექტი განხორციელდა, რომელმაც მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა, როგორც ექიმებს უწყვეტი განათლების ჭრილში, ასევე პაციენტებს ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მხრივ. შესაბამისად, კომპანიის იმიჯი ასოცირებულია მაღალ ხარისხთან, ინოვაციასთან და პროგრესთან. 94 მილიონი პაციენტი მსოფლიოში ყოველდღიურადა"სერვიეს” მედიკამენტებით მკურნალობს.

"სერვიეს” საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. უკვე 15 წელია, რაც ქართველ პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ეფექტიანი მკურნალობა. ვფიქრობ, სწორედ ეს არის წარმატების ნიშანი. მიღწევებზე საუბრისას მინდა აუცილებლად აღვნიშნო საქართველოს ოფისის გუნდი, რომელიც გამორჩეულია, როგორც პროფესიული თვისებებით, ასევე ერთიანი სულისკვეთებით, სიახლისადმი სწრაფვით და საქმისადმი თავდადებით. დღეს "სერვიე“ ლიდერია კარდიოლოგიის სფეროში და 15 წლის შემდეგ კომპანია ანალოგიურ ადგილს ონკოლოგიაშიც დაიკავებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ! სამომავლოდ, ჩვენ თვალს გავუსწორებთ ახალი გამოწვევებს, ოფისის ზრდის მიუხედავად, ფასეულობებს შევინარჩუნებთ და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას შევძლებთ,“ - აღნიშნავს საქართველოში "სერვიეს" წარმომადგენლობის დირექტორი, მაია ხეცურიანი.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანია "სერვიე“ კვლევით სექტორზეა ორიენტირებული და შემოსავლების 25%-ის (ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფარმაცევტულ სფეროში) ინვესტირებას ახდენს ახალი მოლეკულების აღმოჩენასასა და კვლევაში. გააჩნია 16 საერთაშორისო კვლევითი ცენტრი მსოფლიოს მასშტაბით. 2002 წელს კომპანიამ "გალიენის პრიზი“ მიიღო კვლევით სფეროში ინოვაციურობის და კრეატიულობის აღიარების ნიშნად. შედეგად, "სერვიეს“ მედიკამენტები კლასში გამორჩეულია მაღალი ეფექტიანობით და უსაფრთხოებით. "სერვიე“ 5 თერაპიულ სფეროში: კარდიოლოგია, ენდოკრინოლოგია, ანგიოლოგია, ნევროლოგია და დღეს უკვე ონკოლოგიაში მოღვაწეობს. "სერვიეს“ მედიკამენტების სახით ექიმებს ხელთ აქვს დაავადებების მართვის ეფექტიანი იარაღი, რომლებიც ამცირებს სიმპტომებს, აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს, ამცირებს გართულებების რისკს ნოზოლოგიიდან გამომდინარე. საჭიროება ასეთ მკურნალობაზე მაღალია, როგორც ექიმების, ასევე პაციენტების მხრიდან.

(R)