"სარაჯიშვილმა“ საზოგადოებას ახალი ლიმიტირებული პროდუქტი "Sarajishvili VSOP Black” წარუდგინა - კვირის პალიტრა

"სარაჯიშვილმა“ საზოგადოებას ახალი ლიმიტირებული პროდუქტი "Sarajishvili VSOP Black” წარუდგინა

კომპანია სარაჯიშვილმა, მომხმარებელს ახალი პროდუქტი - "Sarajishvili VSOP Black” წარუდგინა. კომპანიის ახალი პროდუქტი კლასიკური ხაზის გაგრძელებაა, რომლის მარკების კლასიფიკაცია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ხდება.

"Sarajishvili VSOP Black“ პრეზენტაცია სარაჯიშვილის ქარხნის ტერიტორიაზე გაიმართა და მას კულტურის სფეროს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, სპორტსმენები, დიზაინერები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

"VSOP Black“ მუხის კასრში დაყოვნებული, მუქი ქარვისფერი სითხეა. სასმელს, სპეციალური, შავი ფერის ბოთლი საიმედოდ იცავს მზის სხივებისგან. საგანგებოდ შერჩეული, ქართული ჯიშების ყურძნისგან მიღებული, განსაკუთრებულ საცავში დაცული სპირტების თაიგული, რომელთაგან უძველესი 12 წლისაა“. - აცხედებენ კომპანიაში.

როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში "სარაჯიშვილის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბახვა ბრეგვაძემ განაცხადა, კომპანიამ Sarajishvili VSOP Black შეზღული რაოდენობით გამოუშვა. მისივე თქმით, სპეციალურად პრეზენტაციისთვის გადაწყდა შავი ფერის დრესკოდი, რადგან "Sarajishvili VSOP Black” გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, რომლის შეფუთვა მთლიანად შავ ფერშია გადაწყვეტილი.

"სარაჯიშვილისთვის“ 2018 წელი წარმატებული გამოდგა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ზურაბ ბუბუტეიშვილის თქმით, გაზრდილია საექსპორტო მაჩვენებელი, ასევე კომპანიამ წლის განმავლობაში საზოგადოებას რამდენიმე ახალი პროდუქტიც შესთავაზა.

"ძალიან საინტერესო და დატვირთული წელი გვქონდა: იყო საექსპორტო ზრდა და გამოვუშვით რამდენიმე ახალი პროდუქტი, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ დღეს წარვუდგინეთ საზოგადოებას. ეს არის სარაჯიშვილის კლასიკური ხაზის გაგრძელება. "Sarajishvili VSOP Black” - აქვს შავი შეფუთვა, სითხეც განსხვავებულია და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროდუქტი გამოგვივიდა“ - განაცხადა ზურაბ ბუბუტეიშვილმა.

კომპანია სარაჯიშვილი, 1884 წელს დავით სარაჯიშვილმა დააფუძნა, რომელმაც პირველი პრუდუქცია 1887 წელს გამოუშვა.

"სარაჯიშვილი“ ერთ-ერთ ყველაზე წარმარტებული კომპანიაა ამიერკავკასიაში. მისი პროდუქციით დაინტერესება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება. ამჟამად "სარაჯიშვილის სახლი“ ბრენდის სამ - კლასიკურ, უნიკალურ და ვინტაჟურ ხაზს აერთიანებს.

კლასიკური ხაზი, სადაც მარკების კლასიფიკაცია ფრანგული სტანდარტების მიხედვით ხდება, უნიკალური ხაზი "სარაჯიშვილის სახლის“ გამორჩეულ პროდუქტებს აერთიანებს, რომელთა შექმნას განსაკუთრებული იდეა უდევს საფუძვლად და ვინტაჟური ხაზი, რომელსაც განსხვავებული კონცეფცია აქვს - მისი მთავარი იდეა საკუპაჟე კომპოზიციაში, კონკრეტულად ერთი წლის სპირტების გამოყენებაა.

ბოთლის დიზაინი, კომპანიის ბრენდ დირექტორმა არჩილ გოგელიამ შექმნა. როგორც "სარაჯიშვილის“ მთავარი ტექნოლოგი, დავით აბზიანიძე ამბობს, განგებ შეარჩიეს შავი ბოთლი, რადგან, სითხე დაცულია მზის სხივებისაგან და შესაბამისად, დაძველების შიდა პროცესები ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს.

(R)

ნიკა საჯაია