"ბიბლუსი" H1N1 ვირუსის მქონე ბავშვებს ესტუმრა და საახალწლო საჩუქრები გადასცა - კვირის პალიტრა

"ბიბლუსი" H1N1 ვირუსის მქონე ბავშვებს ესტუმრა და საახალწლო საჩუქრები გადასცა

ზამთრის სეზონზე ინფექციებისა და ვირუსების რისკი განსაკუთრებით იზრდება. საავადმყოფოები სავსეა სხვადასხვა ვირუსული დაავადებების მქონე პაციენტებით. მათ შორის არიან პატარა ბავშვებიც, რომლებსაც ვირუსული დაავადებების გამო, მათ შორის კი ერთერთი ყველაზე გავრცელებული H1N1 –ია, ახალი წლის გატარება საავადმყოფოს პალატებში, სახლისგან მოშორებით, უწევთ.

"ბიბლუსმა" გადაწყვიტა, ასეთ პატარებს საახალწლო გარემო შეუქმნას და განსაკუთრებული საახალწლო საჩუქრები გადასცეს. წიგნის მაღაზიათა ქსელის წარმომადგენლებმა ბავშვებს წიგნები, საახალწლო აქსესუარები და სათამაშოები მიუტანეს. თოვლის ბაბუასა და ელფის ფორმაში გამოწყობილმა ანიმატორებმა კი პატარების საახალწლო განწყობაზე იზრუნეს.

"იაშვილის საბავშვო კლინიკის რესპირაციულ განყოფილებაში მყოფ პატარებს დამდეგი ახალი წელი მივულოცეთ. გვინდოდა ის ბავშვები გაგვეხარებინა, რომლებიც სხვადახვა ვირუსული დაავადებების გამო, მათ შორის კი ყველაზე გავრცელებული სწორედ გრიპის ვირუსია: H1N1, ახალ წელს საავადმყოფოში ხვდებიან. მათ სანტასთან და ელფთან ერთად ვესტუმრეთ და ყველაზე კითხვადი საბავშვო წიგნები, სახატავი რვეულები, ფერადი ფანქრები და სათამაშოები მივუტანეთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, ჯანმრთელ, წარმატებულ და ხალისიან წელს გისურვებთ",– განაცხადა "ბიბლუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინი ჯაფარიძემ.