"ბიბლუსი" დეკემბრის ბესტსელერ წიგნებს ასახელებს
"ბიბლუსი" დეკემბრის ბესტსელერ წიგნებს ასახელებს
საქართველოში არსებული უდიდესი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" "კვირის პალიტრის" ერთგულ მკითხველს ყოველთვიურად უზიარებდა ინფორმაციას ყველაზე გაყიდვადი წიგნების შესახებ. ვწერდით როგორც მხატვრული, ისე საბავშვო ლიტერატურის შესახებ. ტრადიციას არც ამჯერად ვუღალატებთ და გთავაზობთ 2018 წლის დეკემბრის თვის ყველაზე პოპულარულ წიგნებს.

მათ შორის მოწინავე პოზიციებზეა თემურ ბაბლუანის "მზე, მთვარე და პურის ყანა". "ბიბლუსის" ფილიალებში ამ წიგნის ათასობით ეგზემპლარი გაიყიდა. პოზიციებს არ თმობენ დებიუტანტი ქართველი მწერლების ია კარგარეთელის "სხვა უდაბნოს საიდუმლო" და თათული ღვინიანიძის
"აღიარება ხელისგულზე". მხატვრული ლიტერატურის საუკეთესო ათეულშია ასევე ცნობილი თურქი მწერლის ელიფ შაფაქის "სიყვარულის ორმოცი წესი".

შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის წიგნებია, რომლებიც "ბიბლუსის" ფილიალებში - საუბარია 60-ზე მეტ ფილიალზე - ყველაზე მეტი რაოდენობით გაიყიდა.
რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ტოპათეულში ისეთი ბესტსელერები მოხვდა, როგორიცაა "ჩემი პირველი
კითხვების და პასუხების წიგნი", "წრიპა ბიჭის დღიური", "8000 საოცარი ფაქტი", "საიდუმლო წიგნაკი ბიჭებისთვის" და ა.შ.

მხატვრული ლიტერატურა


1. თემურ ბაბლუანი, "მზე, მთვარე და პურის ყანა"
2. ელიფ შაფაქი, "სიყვარულისორმოცი წესი"
3. თათული ღვინიანიძე, "აღიარება ხელისგულზე"
4. ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე"
5. სოფო არდია, "გროსმაისტერი"
6. ია კარგარეთელი, "სხვა უდაბნოს საიდუმლო"
7. ჯოან როულინგი,
"ჰარი პოტერი - ფილოსოფიური ქვა"
8. ხალიდ ჰოსეინი, "ფრანით მორბენალი"
9. დათო ტურაშვილი, "ჯინსების თაობა"
10. ჰარპერ ლი, "ნუ მოკლავ ჯაფარას"

საბავშვო ლიტერატურა

1. "საშობაო ზღაპრების ყუთი"
2. "საიდუმლო წიგნაკი გოგონებისთვის"
3. "ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი"
4. "პირველი სიტყვები" - პატარა წიგნი
სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის
5. ჯეფ კინი, "წრიპა ბიჭის დღიური"
6. "8000 საოცარი ფაქტი"
7. ჯეფ კინი, "წრიპა ბიჭის
დღიური - მეცამეტე გოჭი"
8. "საიდუმლო წიგნაკი ბიჭებისთვის"
9. "მაუგლი" - მოძრავი ნახატებით
10. ანტუან დე სენტ ეგზიუპერი, "პატარა პრინცი"

შეგახსენებთ, რომ წელს "ბიბლუსი" ათი წლის გახდა. ამ დროის განმავლობაში მან საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი შექმნა, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მომხმარებლებს ჯერ კიდევ შეუძლიათ ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნების 50%-მდე ფასდაკლებით შეძენა. ქსელში წიგნების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. "ბიბლუსის" ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების შეძენა არა მხოლოდ "ბიბლუსში", არამედ ჩვენს ვებგვერდ www.biblusi.ge-ზეც შეგიძლიათ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები