"ბიბლუსმა" 2018 წლის ბესტსელერი წიგნები გამოავლინა
"ბიბლუსმა" 2018 წლის ბესტსელერი წიგნები გამოავლინა
"ბიბლუსი" იმ წიგნების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც 2018 წლის განმავლობაში თვეების მანძილზე გაყიდვების მაჩვენებლით ლიდერობდა და მომხმარებლებს შორის განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებდა.

არიან ადამიანები, ვისთვისაც ყოველი ახალი თვე, ახალი წიგნით, თავგადასავლებითა და ემოციებით იწყება. სწორედ მათთვის, მთელი წლის განმავლობაში, წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი“, ყველაზე გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებდა. მათ შორის იყო როგორც მხატვრული, ისე საბავშვო ლიტერატურა. ბევრისთვის, ეს სია იმის განმსაზღვრელი იყო, თუ რა უნდა წაეკითხათ და რომელ წიგნზე გაემახვილებინათ ყურადღება.

ამჯერად,
"ბიბლუსმა“ მკითხველებისთვის 2018 წლის ყველაზე პოპულარული წიგნები შეაჯამა. ისინი, რომლებიც თვეების მანძილზე ლიდერობდნენ გაყიდვების მაჩვენებლით და მომხმარებლებს შორის განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებდნენ. თუ გსურთ, 2018 წელი ნაყოფიერად ჩაითვალოს, წიგნები, რომლებსაც ქვემოთ გიზიარებთ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. მცირე ანოტაცია რომელიც მათ ერთვის, წიგნის უკეთ აღქმაში დაგეხმარებათ:

2018 წლის
ყველაზე გაყიდვადი მხატვრული ლიტერატურის ათეულია:


თათული ღვინიანიძის "აღიარება ხელისგულზე", თემურ ბაბლუანის "მზე, მთვარე და პურის ყანა", ელიფ შაფაქის "სიყვარულის ორმოცი წესი", ერიხ მარია რემარკის "ნასესხები სიცოცხლე", რაქელ პალაციოს "აირჩიე სიკეთე - საოცრება", სოფო არდიას "გროსმაისტერი",ია კარგარეთელის "სხვა უდაბნოს საიდუმლო", დავით ტურაშვილის "ჯინსების თაობა", ელიფ შაფაქის "ღირსება", ჯოან როულინგის "ჰარი პოტერი - ფილოსოფიური ქვა."

2018 წლის ყველაზე გაყიდვადი საბავშვო წიგნების ათეულია:

"ჩემი პირველი კითხვებისა და პასუხების წიგნი", "წრიპა ბიჭის დღიური", "წრიპა ბიჭის და შენი დღიური", "წრიპა ბიჭის დღიური 2- როდრიკი უბერავს", "საიდუმლო წიგნაკი გოგონებისთვის", "გულივერის მოგზაურობა", "საყმაწვილო უნივერსალური ენციკლოპედია", "პრინცესა ხუთწუთიანი ზღაპარი", "საბავშვო ენციკლოპედია", "ჯადოსნური ზღაპრის თეატრი - გოგონა და 3 დათვი",

10 წლის მანძილზე, ბიბლუსის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი წიგნის პოპულარიზაცია და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იყო. დღეს, ნებისმიერი თაობის წარმომადგენლისთვის წიგნი, პირველ რიგში, ბიბლუსთან ასოცირდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ სწორი სტრატეგია აირჩია და სწორად ვითარდება. მიზანი მიღწეულია, ახლა მასშტაბებზე ზრუნავენ. ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, ბიბლუსი 61 მაღაზიასა და ასი ათასობით მკითხველს აერთიანებს.

ეს არის კომპანია, რომელმაც არსებობის 10 წლის მანძილზე, საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი შექმნა, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით," - ნათქვამია "ბიბლუსის" ინფორმაციაში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პარკირების ტარიფებს (A ზონაში 1 საათი – 1 ლარი, B ზონაში – 2 ლარი, C ზონაში – 3 ლარი)?