კიდევ ერთი იღბლიანი გამარჯვებული - "ლოტო 6/36"-ში 72 964 ლარი აფხაზეთის ომის ვეტერანმა მოიგო - კვირის პალიტრა

კიდევ ერთი იღბლიანი გამარჯვებული - "ლოტო 6/36"-ში 72 964 ლარი აფხაზეთის ომის ვეტერანმა მოიგო

აფხაზეთის ომის ვეტერანმა, ზუგდიდში მცხოვრებმა ვახტანგ კიტიამ საქართველოს ეროვნული ლატარიის გათამაშებაში 72 964 ლარი მოიგო.

იღბალი ამჯერად აფხაზეთის ომის ვეტერანს, ზუგდიდელ ვახტანგ კიტიას ესტუმრა, რომელმაც 8 იანვარს, ზუგდიდში 85-ე გათამაშების ბილეთი ლატარიის ჯიხურში შეიძინა და რიცხვები ახლობელი ადამიანების დაბადების დღის თარიღების მიხედვით შემოხაზა.

"იმ საღამოს გათამაშებისთვის არ მიყურებია, მეორე დილით შევიტყვე, რომ ჩემ მიერ შემოხაზული ციფრები ლოტოტრონის საშუალებით გამოვლენილ ციფრებს დაემთხვა და მოვიგე 72 964 ლარი. სიხარულისგან წნევამ ამიწია და ექიმებიც კი დამჭირდა", - აღნიშნა თანხის მიღებისას გამარჯვებულმა.

ვახტანგ კიტიამ 5 ძირითადი და 1 ბონუს რიცხვი დაამთხვია და მისი ბილეთი მეორე კატეგორიის გამარჯვებული გახდა, ბილეთმა კი 72 964 ლარი მოიგო. საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ გამარჯვებულს მოგებული თანხა უკვე გადასცა.

ამ დროისთვის საქართველოს ეროვნულ ლატარიას მოგების სახით უკვე გაცემული აქვს 13 000 000 ლარზე მეტი.

გახსოვდეთ, იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი ყველას შეუძლია.