შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განმარტება 18 იანვარს გეთიას ქ. #30ბ-ში დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით
შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განმარტება 18 იანვარს გეთიას ქ. #30ბ-ში დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით
"ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს:
შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. აბონენტის განცხადებით, წყლის მიწოდება იყო შეწყვეტილი. წყლის მიწოდების აღდგენის შედეგად ჩაირთო ეზოში დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი, რომელიც გადახურდა და გაუჩნდა ცეცხლი. წყალგამაცხელებელი დამონტაჟებული იყო უსაფრთხოების ნორმების დარღვევით. აფეთქება არ დასტურდება. მოსახლეობას მოვუწოდებთ, მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ საკუთარ ფართებში დამონტაჟებულ წყლის გამაცხელებლებსა და გაზის გამათბობლებს. გაზის ქსელის შემოწმების მიზნით დარეკეთ სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე: 114. უფასო მომსახურება ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები