განსაკუთრებული დღე ბავშვებისთვის საჩუქრებთან ერთად - სრულიად უფასოდ - კვირის პალიტრა

განსაკუთრებული დღე ბავშვებისთვის საჩუქრებთან ერთად - სრულიად უფასოდ

ბავშვებისთვის ყველაფერი საუკეთესო და განსაკუთრებული გვინდა, მაშინაც, როცა საქმე გართობას ეხება. ზოგჯერ ბავშვები ასეთი გართობით ბევრად მეტ სასარგებლოს იღებენ, ვიდრე სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამებით. მითუმეტეს, როცა შემეცნება, გართობა და საჩუქრები ერთად არის თავმოყრილი ჩვენი პატარების გასახარებლად.

ასეთი ღონიძიებები ყოველდღიური ფუფუნება არ არის, მაგრამ ხანდახან მაინც გვაქვს მათზე დასწრების საშუალება. მაგალითად, სულ მალე, 25 იანვარს "ბიბლუსი გალერეაში" (ჭავჭავაძის 7) სპეციალურად ბავშვებისთვის, კითხვის საათი გაიმართება. "ბიბლუსის" წარმომადგენელი პატარებს ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ყველა დროის საუკეთესო წიგნიდან "პატარა უფლისწულიდან" ამონარიდებს წაუკითხავს. ამის გარდა პატარებს იქვე სახატავი მოწყობილობები დახვდებათ და შესაძლებლობა მიეცემათ, დახატონ თავიანთი საყვარელი გმირი.

წარმოიდგინეთ, ბიბლუსი გალერეის ულამაზესი, წიგნებით შთაგონებული ინტერიერი და პატარა უფლისწული რამდენად მოახდენენ გავლენას ბავშვების წიგნებისადმი დამიკიდებულებაზე.

ამ ფუსფუსში გასამხნევებლად პატარებს კაფე "პიატო" წვენებით გაუმასპინძლდება. საბოლოოდ კი ამ ლამაზი დღის სამახსოვროდ "კითხვის საათის" სტუმრები სათამაშოების მაღაზია "პეპელასგან" სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. ბავშვები არტისა და კრაფტის სახელოსნოსგან, -30%-იან ფასდაკლების ბარათსაც მიიღებენ. რამ მთავარია, ეს ყველაფერი სრულიად უფასო გახლავთ და ჩატარების დროც ძალიან მისაღები.

კითხვის საათი გაიმართება 25 იანვარს 17:00 სთ-ზე ღონისძიების ხანგრძლივობა 1 საათი

ჭავჭავაძის 7 ბიბლუსი გალერეა, მე-2 სართული

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 551 509 525