სილქნეტი მობილური მომსახურების ახალ სისტემაზე გადადის - კვირის პალიტრა

სილქნეტი მობილური მომსახურების ახალ სისტემაზე გადადის

გაცნობებთ, რომ "სილქნეტის“ მობილური მომსახურების ქსელში, 2019 წლის 26 იანვარს იგეგმება მასშტაბური სისტემური ცვლილება. კომპანია ახალ საბილინგო მომსახურებაზე გადადის. ეს ცვლილება საშუალებას მოგვცემს ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ კიდევ უფრო მაღალი დონის მომსახურება, რომელიც მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული მათ მოთხოვნებზე. ამასთანავე, განახლებული სისტემის დანერგვით, ჩვენ შევძლებთ სწრაფად და მოქნილად ვუპასუხოთ ბაზრის თანამედროვე გამოწვევებს.

სისტემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამუშაოები მასიური ხასიათისაა. შესაბამისად, არსებული პლატფორმიდან ახალზე გადასვლა მოხდება 26 იანვარს, დღის განმავლობაში. რადგან განახლება კომპლექსურია, გარკვეული შეზღუდვები სერვისების აქტივაციებთან და გადახდების განხორციელებასთან დაკავშირებით გავრცელდება სს "სილქნეტის“ მობილური ქსელის ყველა აბონენტზე. კერძოდ, შესაძლოა, შეიქმნას დროებითი შეფერხება ისეთ მომსახურებებზე, როგორიც არის: ცალკეული სერვისების შეძენა/გაუქმება/დამატება/ცვლილება/ბონუსების შემოწმება და სხვადასხვა ტიპის გადახდების განხორციელება, ასევე პორტირების მომსახურება. აღნიშნულ პერიოდში მოსალოდნელი დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, ჩვენს მომხმარებელს რეკომენდაციის სახით, ვურჩევთ, რომ ზემოთ აღნიშნული ქმედებები შეასრულონ 25 იანვრის 23:30 სთ-მდე.

ჩვენს აბონენტებს ბოდიშს ვუხდით უხერხულობისთვის, რის გამოც მათ მოუწევთ აღნიშნული ქმედებების დროზე ადრე შესრულება. ეს განპირობებულია მითითებულ პერიოდში შესაძლო დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით.

ამ პროექტისთვის მზადება არაერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ საუკეთესო არჩევანი მომხმარებლისთვის. მადლობას ვუხდით აბონენტებს ჩვენი ქსელით სარგებლობისთვის და ერთგულებისთვის. ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია თითოეული მომხმარებლის კმაყოფილება.

(R)