“მადლობის დღის” ფარგლებში აიპლიუსში ფასდაკლებები ცხადდება
“მადლობის დღის” ფარგლებში აიპლიუსში ფასდაკლებები ცხადდება
Apple-ის ოფიციალურ პარტნიორ iPlus-ში “მადლობის დღის” ფარგლებში ფასდაკლებები ცხადდება. 28, 29, 30 და 31 იანვარს, აიპლიუსის მაღაზიათა ქსელში, მომხმარებლებს Apple-ის ტექნიკასა და აქსესუარებზე 150 ლარიდან - 500 ლარამდე დაზოგვა შეეძლებათ.

“აქციის” ფარგლებში, ექსტრემალების საყვარელ, GoPro-ს პროდუქციაზე, 100 ლარიანი ფასდაკლება გავრცელდება. საქართველოში ტურისტების ზრდამ GoPro-ს პროდუქციაზე მოთხოვნა გაზარდა. სწორედ ამიტომ “აიპლიუსმა” GoPro-ს ხაზი გააფართოვა და GoPro-ს პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი დახვდებათ მომხმარებლებს აიპლიუსის მაღაზიებში”, - განაცხადა „აიპლიუსის“ გენერალურმა მენჯერმა კახა სეფაშვილმა.

აქციის
დღეებში, ფასდაკლებიით გაიყიდება JBL-ის, Hurman-ის და beats-ის ფირმის დინამიკები და ყურსასმენები. აღსანიშნავია, რომ “აიპლიუსში” დინამიკები და ყურსასმენები 12 თვიანი ოფიციალური გარანტიით იყიდება.

“მადლობის დღის” აღნიშვნის ტრადიცია iPlus-მა მას შემდეგ დანერგა, რაც კომპანიის მომხარებელთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. “აიპლიუსი“ ქართულ ბაზარზე 2009 წლიდან არის წარმოდგენილი. “აიპლიუსი” გასული
წლის დეკემბერში Apple-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა.

ინფორმაციას ფასდაკლებების შესახებ დეტალურად iPlus-ის ვებ-გვერდზე www.iPlus.Ge-ზეა განთავსებული.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები