სალონში კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარი ჩაჭრეს - კვირის პალიტრა

სალონში კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარი ჩაჭრეს

„ყაზტრანსგაზმა" სალონში კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარი აღმოაჩინა და ჩაჭრა. აღნიშნულის შესახებ კი სოციალურ ქსელში პოსტი ჟურნალისტმა გოდერძი შარაშიამ გამოაქვეყნა.

"ჟურნალისტი წერს: "გაზის მილი სალონიდან არის გაყვანილი კედელ-კედელ და უკანა ეზოში გადის, სუნია"."ყაზტრანსგაზ-თბილისის" ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა სალონში კუსტარულად დამონტაჟებული საშიში გაზდანადგარი აღმოაჩინეს და ჩაჭრეს. მეპატრონეს კი ინსტრუქცია ჩაუტარდა. უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტის მიერ ზემომოყვანილი პოსტის გამოქვეყნებამდე"ყაზტრანსგაზის" თანამშრომლობს კუსტარულად დამონტაჟებული ეს დანადგარი უკვე ჩაჭრილი ჰქონდათ", - ნათქვამია"ყაზტრანსგაზის" მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

(R)