ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ახალი საბანკო რეგულაციების მიუხედავად "აიპლიუსის” შემოსავლები არ შემცირებულა
ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ახალი საბანკო რეგულაციების მიუხედავად "აიპლიუსის” შემოსავლები არ შემცირებულა
ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ახალი საბანკო რეგულაციების მიუხედავად "აიპლიუსის” შემოსავლები არ შემცირებულა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, გასული წლის დეკემბერში "აიპლიუსი” Apple-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა, რამაც რეგულაციით მოსალოდნელი შემოსავლების შემცირება-კომპენსირება მოახდინა.

"აიპლიუსის” გენერალური მენეჯერის კახა სეფაშვილის განცხადებით, "აიპლიუსში” საბანკო რეგულაციებს, მიმდინარე მონაცემებით არ გამოუწვევია გაყიდვების შემცირება, თუმცა კომპანიის გაყიდვებში განვადებების წილი 55%-დან 19%-მდე შემცირდა.

"ჩვენ დაგეგმილი გვქონდა გაყიდვების ზრდა, როგორც Apple-ის ოფიციალურ პარტნიორს გაყიდვები მინიმუმ 50%-ით უნდა გაგვეზარდა, თუმცა კომპანიის ზრდა მნიშვნელოვნად
შეაფერხა 1 იანვარს ამოქმედებულმა საბანკო რეგულაციებმა. 2018 წლის მაისის რეგულაციამდე აიპლიუსის შემოსავლებში განვადებებს 55%-ზე მეტი ეჭირა, ხოლო რეგულაციების შემდეგ განვადების წილი 19%-მდე შემცირდა”, - აცხადებს სეფაშვილი.

მისივე თქმით, რომ არა ისეთი ფაქტორები, როგორიცაა პროდუქციის ახალი ხაზის დამატება და სერვისების განვითარება, გაყიდვების შემცირება "აიპლიუსშიც“ მოხდებოდა.

"აიპლიუსი“
ბაზარზე არსებულ სიტუაციას აკომპენსირებს GoPro-ს, კონსოლების და სხვა ნოვაციური პროდუქციის დამატებით. ჩვენ მომხმარებელს პროდუქციის ფართო არჩევანს ვთავაზობთ. რეგულაციის ამოქმედების შემდეგ გაყიდვების შესრულება მარტივი საპროგნოზო იყო, თუმცა სწორედ იმიტომ ვართ გამორჩეულები, რომ გამოწვევებს, პროდუქციის ფართო არჩევანი და განვითარებული სერვისები დავუპირისპირეთ”, - განაცხადა კახა სეფაშვილმა.

ამასთან, კომპანიაში ფიქრობენ, რომ უფრო გამართლებული იქნებოდა ისეთი რეგულაცია, რომელიც მომხმარებელს საბანკო სერვისიით სარგებლობისას ნაკლები საკომისიოს გადახდა მოუწევდა ბანკისთვის. მომხმარებლისთვის დაბალ პროცენტიან ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, კომპანიის აზრით, ეკონომიკურ სიტუაციას გააჯანსაღებდა.

საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ ტექნიკის მაღაზიებში გაყიდვების შემცირების შესახებ დაიწყეს საუბარი, რეგულაციას უარყოფითად აფასებდნენ ბანკების ასოციაციაშიც.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საატესტატო გამოცდების გაუქმების ფაქტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საატესტატო გამოცდების გაუქმების ფაქტს?