რატომ უნდა შევიძინოთ ბრიტანული წარმოების ხარისხიანი ბიოდანამატები სახალხო აფთიაქში თებერვალში?
რატომ უნდა შევიძინოთ ბრიტანული წარმოების ხარისხიანი ბიოდანამატები სახალხო აფთიაქში თებერვალში?
"ბუნებრივი ნედლეულისგან მიღებულ ვიტამინებს ორგანიზმი უკეთ ითვისებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ნედლეული მოპოვებული იყოს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში"

პროდუქტის ხარისხი რომ მნიშვნელოვანია, ეს სიახლე არავისთვის არის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეს მაშინ, როცა საქმე ჩვენს ჯანმრთელობასა და მედიკამენტებს ეხება. საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე დიდი არჩევანია და მომხმარებელიც დაბნეულია. ამ სტატიაში შევეცდებით სიცხადე შევიტანოთ ზოგიერთ თქვენთვის საინტერესო საკითხში. ბრიტანული კომპანიების: "ვიტაბიოტიქსისა" და "ჰელს ეიდის" წარმოებული ბიოდანამატებისა და ვიტამინური პრეპარატების ხარისხზე გვესაუბრება სახალხო აფთიაქის ფარმაცევტი ნანა
ხურციძე:


- რით განსხვავდება "ვიტაბიოტიქსისა" და "ჰელსეიდის" პროდუქცია სხვა ანალოგიური მწარმოებლების პროდუქციისგან?
- ამის გაგება ადვილია: აიღეთ ნებისმიერი ვიტამინების კოლოფში ჩადებული ანოტაცია. წაიკითხეთ და ნახავთ, რომ ინიშნება 12 წლიდან, რომ არის ყველაფრისთვის: მოზარდობიდან ღრმა მოხუცებულობამდე, დამხმარე ნივთიერებებში კი ამოიკითხავთ, რომ შეიძლება შეიცავდეს საღებავს, საფუარს, ხელოვნურ
დამატკბობელს, სხვადასხვა ქიმიურ დანამატს. ახლა ავიღოთ "ვიტაბიოტიქსის" ნებისმიერი კოლოფი - ყველა კომპონენტი მიღებულია ბუნებრივი წყაროდან: E ვიტამინი - მარცვლეულის თესლიდან, ჩ ვიტამინი - ველური ალუბლიდან, კოლაგენი - ზღვის მცენარეებიდან... არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატს.

გარდა ამისა, ყველა ვიტამინი განკუთვნილია კონკრეტული ჯგუფისთვის - ასაკის, სქესის და ცხოვრების რეჟიმის მიხედვით: ქალები 50 წლამდე და 50 წლის შემდეგ, ქალები დაორსულებამდე, ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს, ქალები მენოპაუზის პერიოდში, ქალები თმის ცვენის, სახის კანის თუ ფრჩხილების პრობლემით, ქალები დატვირთული ფიზიკურად და დატვირთული გონებრივად - ყველა ჯგუფისათვის ფორმულა განსხვავებულია. ასეა მამაკაცებში, ბავშვებსა და მოზარდებში. რაც მთავარია, ყველამ ვიცით, რას ნიშნავს ბრენდი და პატენტი.

"ვიტაბიოტიქსი" არის ბრენდი, რადგან ის შექმნა მსოფლიოში ცნობილმა ფარმაკოლოგმა არნოლდ ბეკეტმა, ყველა ფორმულა ევროპის საუკეთესო სამედიცინო ინსტიტუტებში გამოიცადა და მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდა დასავლეთ ევროპის, ამერიკისა და უკვე საქართველოს აფთიაქის თაროებზე.

- რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ ბიოლოგიური დანამატები და ვიტამინური პრეპარატები ხარისხიანი იყოს?
- ამ კითხვაზე პრაქტიკულად უკვე გაგეცით პასუხი - ბუნებრივი ნედლეულისგან მიღებულ ვიტამინებს ორგანიზმი უკეთ ითვისებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ნედლეული მოპოვებული იყოს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, "ჰელსეიდი" მცენარეებს ისეთ ნიადაგზე მოიპოვებს, რომელიც სასუქს არ შეიცავს და ბოლოს, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფორმულები, რომლებიც ფაქიზად ეხმარება ჩვენს ორგანიზმს გაჯანსაღებასა და გამოჯანმრთელებაში.

- რა პრობლემების წინაშე შეიძლება დავდგეთ უხარისხო ბიოდანამატების მიღებისას?
- ერთ მაგალითს მოგიყვანთ: არსებობს პრეპარატი, რომელიც დამზადებულია ლოკოკინას ნიჟარისგან, მაგრამ საკითხავია, როგორ გარემოშია მოპოვებული.
ვიცით, რომ მსოფლიო წყლები დაბინძურებულია მძიმე ლითონების ნარჩენებით, ამიტომ ეს პრეპარატი შეიძლება მავნებელიც აღმოჩნდეს ადამიანის ორგანიზმისათვის.
კიდევ ერთი მაგალითია თევზის ქონი. უხარისხო ბიოდანამატებში არ არის მითითებული, რამდენ და რა სახის "ომეგა-3"-ს შეიცავს ის. არადა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

- რატომ უნდა ავირჩიოთ ბრიტანული ხარისხი?
- რატომ უნდა ავირჩიოთ? იმიტომ, რომ დიდი ბრიტანეთისა და დასავლეთ ევროპის მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე 30 წელია, ყოველდღიურად იღებს ამ ვიტამინებს იმ დეფიციტის შესავსებად, რაც საკვებში არ არის. მეტყვით, საქართველო ხილის, ბოსტნეულის, მზის ქვეყანაა და ვიტამინები ბაზარსა და სუპერმარკეტებშიაო, მაგრამ ასე არ არის. ნიადაგი გამოფიტულია - მასში არ არის საკმარისი რაოდენობით მინერალები, სასუქი ამცირებს პროდუქტის საკვებ ღირებულებას, გაყინულ თევზში "ომეგა-3" არ არის...
ბრიტანული ხარისხი ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ საუკეთესო ნედლეულისგან მიღებულ საკვებ ნივთიერებებს იმ კომბინაციითა და იმ რაოდენობით, რაც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება ამ დროს და ამ კონკრეტულ ვითარებაში.
მინდა იცოდეთ, რომ "ვიტაბიოტიქსს" მიღებული აქვს დედოფლის ჯილდო ვიტამინების ინოვაციური ფორმულების შექმნისთვის.

- შეგიძლიათ რამდენიმე პრეპარატის მაგალითზე გვიამბოთ, როგორ მზადდება მათი ესა თუ ის კომპონენტი, რომელთა ეფექტიანობა ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია?
- ავიღოთ კრილის ზეთი. კრილი არის წვრილი კიბოსნაირი, რომელსაც "ვიტაბიოტიქსი" მოიპოვებს ეკოლოგიურად სუფთა ყინულოვან წყლებში, შემდეგ ის მუშავდება ულტრათანამედროვე ტექნიკით, რათა ზეთის სასარგებლო თვისებები შენარჩუნდეს. ვიტამინების ყველა ფორმულა სპეციალურ შემოწმებას გადის ბრიტანეთის სამეცნიერო დაწესებულებებში.

- რა მნიშვნელობა აქვს ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებულ პრეპარატებს ჩვენი ჯანმრთელობისათვის?
- ჩვენ ყოველდღიურად გვჭირდება ვიტამინების, მინერალების, ამინომჟავების, ცხიმოვანი მჟავების გარკვეული რაოდენობა. მათ საკვები, წყალი და ჰაერი შეიცავს. ეს არის დღიურად 2-3 ულუფა ბოსტნეული, რძის პროდუქტი, თევზი და ხორცი. ვახერხებთ ასეთ კვებას? Dრომც ვახერხებდეთ, ამ საკვებში არ არის ის, რაც შეგვივსებს ვიტამინებზე დღიურ მოთხოვნილებას.
ეს დეფიციტი როგორ ვლინდება? დაღლილობით, უხასიათობით, ადვილად ავადობით, დეპრესიით, თმის ცვენით, კანის სიმშრალით. გარდა ამისა, ბევრი ფიზიოლოგიური პროცესის მართვა შეიძლება უკეთ ბიოდანამატების დახმარებით. ჩვენი გამოცდილებით ქალებს მენოპაუზას უადვილებს "მენოპეისი", დეპრესიას - "5 ჰტფ", ბევრი ჩვენი მომხმარებელი დეპრესიას ქიმიური ანტიდეპრესანტების გარეშე მოერია, უძილობას კი–"ტრანქვილით"; "კარდიოეისი" გულის კუნთს კვებავს, წნევას აწესრიგებს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან გვიცავს;
"ანტიქოლესტერინი" ჭარბ ცხიმს გამოდევნის და შესაბამისად, ქოლესტერინს ამცირებს; საქართველოში ბევრი თინეიჯერის პრობლემა გადაჭრა "ველთინმა", არის ცალკე გოგონების და ცალკე ბიჭებისთვის; მათ, ვისაც სახსრები აწუხებდა და ტკივილგამაყუჩებელი წამლების ყველა რესურსი ამოწურული ჰქონდათ, "სერაპეპტაზა" დაეხმარა, აბრეშუმის ჭიისგან მიღებული ბუნებრივი ანთებსაწინააღმდეგო და ტკივილდამაყუჩებელი საშუალება. …

რა აქციას სთავაზობთ მომხმარებელს თებერვალში და კონკრეტულად რომელ პრეპარატებზე?
თებერვალი სახალხო აფთიაქში ბრიტანული თვეა. "ჰელს ეიდისა" და "ვიტაბიოტიქსის" სრულ ასორტიმენტზე გვაქვს 20-30%-იანი ფასდაკლება, ასევე საჩუქრები, ბავშვებისთვის ნახატების კონკურსი. 17:00-დან 18:00 საათამდე ჩვენს აფთიაქებში, ისევე როგორც ბრიტანეთში, ჩაის სმის დროა და მომხმარებელს ჩაით გავუმასპინძლდებით. ჩვენს ფარმაცევტებთან ერთად მათ შესაძლებლობა ექნებათ მიირთვან ჩაი და თან შეარჩიონ ბრიტანული ნატურალური, ხარისხიანი საშუალებები, რაც ორგანიზმს უფრო ჯანმრთელს და ცხოვრებას უფრო ხალიასიანს გახდის!

(R)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები