"ყაზტრანსგაზ-თბილისთან" საკონსულტაციო საზოგადოებრივი საბჭო ჩამოყალიბდება
"ყაზტრანსგაზ-თბილისთან" საკონსულტაციო საზოგადოებრივი საბჭო ჩამოყალიბდება
შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ საკონსულტაციო საზოგადოებრივი საბჭო ჩამოყალიბდება, - ამის შესახებ „სიბიეს ჯგუფის“ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

“ქართულ საინვესტიციო ჰოლდინგში - შპს „სიბიეს ჯგუფში“ შემავალმა კომპანია WALTBAY-მ დედაქალაქის გაზმომარაგების ერთ-ერთი კომპანიის - შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 100%-იანი წილი რამდენიმე თვის წინ შეიძინა.

მიმდინარე ეტაპზე გაზმომარაგების კომპანიას სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი ხელმძღვანელობს, ქართული ბიზნესჯგუფის შპს „ყატრანსგაზ-თბილისის“ მენეჯმენტში შესვლა კი სახელმწიფოს მიერ დროებითი მართვის გაუქმებისთანავე, უახლოეს პერიოდში იგეგმება.

ბიზნესჯგუფი შეშფოთებას გამოხატავს შპს „ყატრანსგაზ-თბილისის“
მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, სადაც მოცემულია მხუთავი აირით - CO-თი, მოწამვლისა და გარდაცვალების შედეგები. ფატალური შემთხვევები, უმეტესწილად, მომხმარებლის მიერ გაზდანადგარების კუსტარულად დამონტაჟებით ან ექსპლუატაციის წესების დარღვევითაა გამოწვეული.

აქვე მოგახსენებთ, რომ შპს „სიბიეს ჯგუფი“, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, აქტიური სოციალური კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობისთვის
გაზდანადგარების უსაფრთხოებასთან და მოხმარებასთან დაკავშირებული წესების შესახებ ინფორმაციის მუდმივ რეჟიმში მიწოდებას გეგმავს. ასევე, მომხმარებელთა მიერ ბუნებრივი აირის უსაფრთხოდ მოხმარებისა და რისკფაქტორების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მართვაში შესვლისთანავე, მფლობელი კომპანია წელიწადში 27-მილიონლარიანი საინვესტიციო გეგმის განხორციელებას დაიწყებს, რაც გაზგამანაწილებელი ქსელის ეტაპობრივ განახლებას მოიცავს.

„სიბიეს ჯგუფი“ აცნობიერებს, რომ ზემოხსენებული კამპანიის ეფექტიანობისთვის აუცილებელია მაღალი საზოგადოებრივი ნდობით მოსარგებლე სამოქალაქო ჯგუფების ჩართულობა. შესაბამისად, ჯგუფი დადებითად აფასებს შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ საკონსულტაციო საზოგადოებრივი საბჭოს ტიპის პლატფორმის არსებობის შესაძლებლობას და მენეჯმენტის განხორციელებისთანავე მის ფორმირებაზე მუშაობას დაიწყებს”, - ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

(R)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები