Apple-ის ავტორიზებულ წარმომადგენელ მაღაზიაში "აიპლიუსში“ პროდუქცია იაფდება - კვირის პალიტრა

Apple-ის ავტორიზებულ წარმომადგენელ მაღაზიაში "აიპლიუსში“ პროდუქცია იაფდება

Apple-ის პროდუქციის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი "აიპლიუსი” ცოტა ხნის წინ Apple-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა საქართველში. ეს სიახლე კომპანიამ პროდუქციის გაიაფებით აღნიშნა, რასაც არა ერთჯერადი, არამედ მუდმივი სახე ექნება.

ზოგადად, ხარისხი ძვირად ფასობს, თუმცა მომხმარებლებს მაღალი ხარისხის პროდუქცია შესაძლებელზე დაბალ ფასად რომ მიეღო, Apple-მა პროდუქციის უდიდესი ნაწილის აწყობა ჩინეთში მდებარე მაღალტექნოლოგიურ “ფოსქკონის” ქარხანაში გადაიტანა. Apple-ის უზამაზარი ჯგუფი მკაცრ მონიტოირნგს უწევს “ფოქსკონში” პროდუქციის დამზადების უმცირეს პროცესსაც. სწორედ ჩინეთიდან ნაწილდება Apple-ის პროდუქციას სხვადასხვა კონტინენტებზე განლაგებულ საწყობებში. “აიპლიუსის” Apple-ის პროდუქციას პრაღის საწყობებიდან იღებს.

Apple არის კომპანია, რომელიც მაღალ ხასრისხთან ერთად დიდ ყურადღებას აქცევს უსაფრთხოებასაც. სწორედ ამიტომ პროდუქციის შეფუთვა ლამაზთან ერთად, მეტად უსაფრთხოცაა. მაგალითად, ყუთში სმარტფონი და აქსესუარები ისეა განთავსებული, რომ ტრანსპორტირებისას მათი შეხება გამორიცხულია. ეს კი დაუზიანებლად გადაზიდვის გარანტიაა.

ყველასთვის ცნობილია, რომ Apple არის კომპანია, რომლის პოლიტიკაც მაღალ ხარისხზეა ორიენტირებული. ცნობილი ფაქტია, რომ Apple-ის პროდუქციის მხოლოდ 0.01%-ია ქარხნულად წუნდებული. თუმცა რისკების გამოსარიცხად “აიპლიუსის” მომხმარებელი იღებს 1 წლიან ოფიციალურ გარანტიას. ოფიციალური გარანტია მომხმარებელს აზღვევს უსიამოვნო სიტუაციისგან. მცირე ზომის მაღაზიები, რომლებიც Apple-ის მიერ ავტორიზებულები არ არიან, გარანტიის შესრულებას ვერ ახერხებენ და მომხმარებელიც დაზარალებული რჩება. მსგავსი ფაქტები კი ზოგადად, ბრენდის იმიჯზეც ნეგატიურად მოქმედებს. სწორედ ამიტომ მომხმარებელი არჩევანს დიდ და ავტორიზებულ მაღაზიებზე აკეთებენ. გარანტიასთან ერთად კი, "აიპლიუსი“ მომხმარებელს უკვე დაბალ ფასსაც სთავაზობს.

გარდა აღნიშნულისა, "აიპლიუსი“ მომხმარებელს პროგრამისტის ან ტექნიკოსის გამოძახების სერვისსაც სთავაზობს, რაც თანამედროვე დატვირთული ადამიანისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

ვალენტინობასთან დაკავშირებით კი "აიპლიუსი“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასებს სთავაზობს 15 თებერვლის ჩათვლით. ფასდაკლება იმოქმედებს როგორც სმარტფონებზე, ისე აქსესუარებზე. 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს "აიპლიუსის“ ყველა ფილიალში მომხმარებლებს განსაკუთრებულ გარემოს შეუქმნიან.