"ბიბლუსის“ პირველ ტურისტულ მაღაზია "ჯორჯიანში“ გამოფენა გაყიდვა გაიმართება - კვირის პალიტრა

"ბიბლუსის“ პირველ ტურისტულ მაღაზია "ჯორჯიანში“ გამოფენა გაყიდვა გაიმართება

16-17 თებერვალს, "ბიბლუსის“ მიერ გახსნილ პირველ ტურისტულ მაღაზია "ჯორჯიანში“ ქართული პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა გაიმართება.

ღონისძიება ქართული ფოლკლორის, ღვინის და ჩაის დეგუსტაციით ჩაივლის. მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის შეძენა კი -30%-მდე ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.

აღმაშენებლის 55-ში წარმოდგენილია მხოლოდ ქართული ნაწარმი. ქართული ღვინის მრჩევლის Allwine-ის უნიკალური ღვინო, თაფლი, ჩაი, ქართული სუვენირები და სხვადასხვა აქსესუარები.

გამოფენა გაყიდვა არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვისაა გათვლილი, რომელსაც ქართული პროდუქტიც შეძენა სურს.

შეგახსენებთ, რომ მაღაზია "ჯორჯიანი“ მისი არსით გამორჩეულია - აქ მხოლოდ ქართული პროდუქციაა წარმოდგენილი. მაღაზიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იმ ქართველი მეწარმეების წახალისებაა, რომლებიც ქართულ პროდუქციას აწარმოებენ. მსგავსი ტიპის ღონისძიებები კი მათი ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყობენ ხელს.