სად შეიძლება წაიყვანოთ 5-10 წლის ბავშვები შაბათობით - ეს ტრადიციად გექცევათ - კვირის პალიტრა

სად შეიძლება წაიყვანოთ 5-10 წლის ბავშვები შაბათობით - ეს ტრადიციად გექცევათ

ბავშვები მთელი კვირის განმავლობაში ელოდებიან შაბათ-კვირის დადგომას. ამ დღეებისგან რაღაც განსაკუთრებულს ელიან. მშობლებსაც არ უნდათ, შვილებს მოლოდინი გაუცრუონ და ცდილობენ, რაც შეიძლება საინტერესოდ დაუგეგმონ თუნდაც ერთი დასვენების დღე. როგორც წესი, მშობლები ინტელექტუალურ გასართობს ეძებენ, პატარებს კი თამაში და გახალისება უნდათ. საუკეთესო ვარიანტია, თუ ორივე სურვილი დაკმაყოფილებული იქნება.

თუ თქვენი შვილები 5-10 წლის ასაკის არიან, ჩათვალეთ, რომ ასეთი შემეცნებით-გასართობი ღონისძიება უკვე ნაპოვნი გაქვთ - ბიბლუსი გალერეაში (ჭავჭავაძის 7 ნომერში), ყოველ შაბათს, 5 საათზე უკვე ტრადიციად იქცა კითხვის საათი. ეს ღონისძიება სპეციალურად

ბავშვებისთვის ეწყობა და მეტწილად 5–10 წლამდე პატარებისთვისაა. მისი მიზანი კითხვის პოპულარიზაცია და ბავშვებისთვის წიგნის შეყვარებაა. ბიბლუსი გალერეა საამისოდ იდეალური სივრცეა - სად უნდა შეაყვარო პატარას წიგნი თუ არა ისევ წიგნების გარემოცვაში, წიგნების ჯადოსნურ სამყაროში.

ღონისძიებაზე უამრავი ბავშვი რეგისტრირდება. რატომაც არა, ყველა მშობელს სურს, რომ მისი პატარა კითხვის საათს დაასწროს. მიიყვანოს იმ გარემოში სადაც მისი ასაკის უამრავი სხვა ბავშვიცაა. მათ კი ერთი მიზანი და ერთი მთავარი მახასიათებელი აერთიანებთ და ეს წიგნის სიყვარულია. აქ ბავშვები თავისუფალ სივრცეში, პუფებზე არიან მოთავსებულები და გაფაციცებით უსმენენ ადამიანს, რომელიც წიგნს კითხულობს, ერთვებიან მსჯელობაში და განიხილავენ წიგნის პერსონაჟს და მის ავტორს, ღებულობენ უამრავ სასარგებლო ინფორმაციას. სწავლობენ მსჯელობას და იფართოებენ ცოდნის თვალსაწიერს.

ღონისძიება ამით არ მთავრდება - კითხვის საათის ბოლოს პატარები თავიანთ საყვარელ პერსონაჟს ხატავენ. საბოლოოდ კი შინ საჩუქრებით ბრუნდებიან. ამ საჩუქრებზე ბიბლუსის გარდა ამ პროექტის სხვა პარტნიორები - სათამაშოების მაღაზია "პეპელა", გამომცემლობა პალიტრა ლ და სხვა ბავშვების კიდევ უფრო წახალისებას ცდილობენ.

კითხვის საათი ჩატარდება შაბათს, 5 საათზე, ჭავჭვაძის 7- ში. ამჯერად პატარა სტუმრებს ცნობილი ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი წაუკითხავს ჯეკ ლონდოსნის მოთხრობებს. ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე:

ღონისძიებაზე დასწრების ღირებულებაა 5 ლარი.