"ყაზტრანსგაზ-თბილისი" ქარის დროს მომხმარებელს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს - კვირის პალიტრა

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" ქარის დროს მომხმარებელს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" ქარის დროს მომხმარებელს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

"ქარის ზემოქმედებით, ღია წვის კამერიანი გაზის დანადგარიდან შესაძლოა, გაზის ნამწვი, CO მხუთავი აირი ოთახში გაიფრქვას. ქარიან ამინდში დანადგარებიდან მომდინარე საფრთხეები მნიშვნელოვნად იზრდება! შესაბამისად, იმ მოქალაქეებს, ვინც ჯერ კიდევ ღია წვის კამერიან გამათბობლებსა და წყლის გამაცხელებლებს იყენებს, მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გამორთონ ისინი და დაუკავშირდნენ "ყაზტრანსგაზ-თბილისს". ჩვენი სპეციალისტები სრულიად უფასოდ დაგეხმარებიან #მკვლელი დანადგარების დემონტაჟში. "ყაზტრანსგაზ-თბილისი" კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, შეცვალეთ #მკვლელი დანადგარები თანამედროვე, უსაფრთხო, დახურული წვის კამერიანი მოწყობილობებით! საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: 114. ზარი უფასოა", – ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"