სახსრების ტკივილმა რომ არ შეგვაწუხოს - კვირის პალიტრა

სახსრების ტკივილმა რომ არ შეგვაწუხოს

თუ გსურთ, თქვენი სახსრები ღრმა სიბერემდე გემსახუროთ, ასევე არ შეგაწუხოთ ოსტეოქონდროზმა, ადვილად არ დაზიანდეს სახსრები სპორტული დატვირთვის შედეგად, 40 წლის შემდეგ სასურველია წელიწადში ორჯერ, 3-თვიანი კურსით, მიიღოთ "ჯოინტეისი კოლაგენი", საშენი მასალა თქვენი სახსრების ხრტილებისთვის

სახსრების ტკივილი რევმატულ დარღვევებს მიეკუთვნება. ამ ტიპის დარღვევების დროს ზიანდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი: სახსრები, ძვლები, კუნთები. ტკივილი სხვადასხვა ასაკში ვითარდება, თუმცა ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში და უმეტესად ასაკოვანთა ხვედრია. სახსრების ტკივილი ზოგჯერ აუტანელი ხდება. ის უამრავი უსიამოვნების მომტანია და იწვევს არა მარტო ფიზიკური შრომის უნარის მოშლას, არამედ გონებრივ პროცესებზე კონცენტრირების საშუალებასაც ართმევს ადამიანს.

სახსრის დაავადებების ძირითადი კლინიკური სიმპტომებია:

ტკივილი; დეფორმაცია; საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციის მოშლა;

პათოლოგიური მოტეხილობა; სახსრისირგვლივი რბილი ქსოვილების რეაქცია.

სახსარში მიმდინარე პათოლოგიური პროცესი იწვევს ტკივილს, რომელიც განპირობებულია ძვლისაზრდელას მდიდარი ინერვაციით. ყველაზე ხშირია ტკივილი მუხლის, მენჯ-ბარძაყის, მხრის, იდაყვის, მტევნის, ტერფის, წვრილი სახსრებისა და ხერხემლის პროექციაზე. ტკივილი უპირატესად ყველაზე მეტად დატვირთულ ქვედა კიდურების სახსრებში ან ხერხემალშია გამოხატული. პირველ ხანებში ტკივილი სახსრის არეში მხოლოდ დატვირთვის შემდეგ ვლინდება, განსაკუთრებით, საღამოობით. თანდათანობით ინტენსივობა და ხანგრძლივობა იმატებს, ხოლო რეაქტიული სინოვიტი იწვევს ეგრეთ წოდებულ სტარტულ ტკივილს, რომელიც თან ახლავს პირველ ნაბიჯებს, შემდეგ ქრება და კვლავ ჩნდება სახსრის გადაღლისას.

სახსრების ტკივილი აღინიშება როგორც ქრონიკული დეგენერაციული დაავადებების: გონართროზის, კოქსართროზის, ომართროზის, ასევე ანთებითი დაავადებების: რევმატოიდული ართრიტის, ფსორიაზული ართრიტის, პოდაგრული პოლიართრიტის, ბეხტერევის დაავადების და სხვათა დროს. დეგენერაციული დაავადებების დროს მოძრაობა მტკივნეული და შეზღუდულია, მაგრამ უფრო ნაკლებად, ვიდრე ართრიტების დროს. არსებობს დაავადებები, როდესაც ტკივილი მოძრაობის დროს აღინიშნება და მოსვენებისას ცხრება. ხშირად ტკივილი არ ემთხვევა პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციას. კოქსართროზის დროს ტკივილი ხშირად მუხლის სახსარშიც გადაეცემა. რითია გამოწვეული ტკივილი, არც ისე ადვილი დასადგენია. იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს სახსართან, ძვალთან ან მის ირგვლივ მდებარე ქსოვილებთან.

სახსრის ტკივილი ზოგჯერ უმოძრაობის დროსაც შეიგრძნობა, უმთავრესად მწვავე ანთებითი დაავადებების დროს. ეს დაავადებებია რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი, პოდაგრული პოლიართრიტი და სხვა.

რატომ იჩენს თავს ზოგჯერ მუხლის ტკივილი მხოლოდ კიბეზე ასვლის ან ჩასვლის დროს? მუხლის სახსრის ართროზი სიხშირით მეორეა. მიმდინარეობს უფრო მსუბუქად, ვიდრე კოქსართროზი და იშვიათად მივყავართ ინვალიდობამდე. გონართროზის მიზეზი უმეტესად სტატიკის დარღვევა და მუხლის სახსრის ტრავმაა. ხელშემწყობ ფაქტორებად ითვლება სიმსუქნე და ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება. ტკივილი მექანიკური ხასიათისაა, ამიტომაც ვლინდება კიბეზე ასვლა-ჩამოსვლისას (განსაკუთრებით ჩამოსვლის დროს).

ტკივილის ხასიათი და ინტენსივობა

ტკივილის ინტენსივობა და ხასიათი სხვადასხვანაირია. მაგალითად, მალთაშუა ოსტეოქონდროზის, სპონდილოზის დროს ხერხემალში აღმოცენდება რადიკულიტის მსგავსი მწვავე ტკივილი. კოქსართროზის დროს ტკივილი თავდაპირველად უმნიშვნელოა, შემდეგ მუდმივი ხდება და ძლიერდება ფიზიკური დატვირთვის დროს. ანთებითი დაავადებების, კერძოდ, პოდაგრის, რევმატოიდული ართრიტის, ფსორიაზული ართრიტის დროს ტკივილი მწვავეა. მისი ინტენსივობა დაკავშირებულია დაავადების სიმწვავესთან. მუხლის, მხრისა და სხვა სახსრების ართროზის დროსაც ტკივილის ხასიათი და ინტენსივობა უშუალოდ უკავშირდება მის სიმწვავეს.

ღამის ტკივილი დამახასიათებელია პოდაგრული პოლიართრიტისთვის. საღამოს და დატვირთვის ფონზე ტკივილი მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზებს ახასიათებს. რაც შეეხება დილის შებოჭილობას, იგი რევმატოიდული ართრიტის ტიპური სიმპტომია.

რევმატული დაავადებების დროს სახსრის ტკივილს თან სდევს მისი გარეგნული ცვლილებებიც. მაგალითად, პოდაგრული პოლიართრიტი იწყება ერთბაშად, ღამით, ტერფის, ცერის, წინატერფ-ფალანგთა სახსრის ართრიტით. შეტევას ახასიათებს უძლიერესი ტკივილი, სახსრის სწრაფი შესივება, კანის ჰიპერემია (შეწითლება), ციანოზური ელფერი, დაჭიმულობა და ბზინვარება. შესივებული ქსოვილი შეხებისას მკვრივია, ადგილობრივი ტემპერატურა მომატებულია, ავადმყოფს აღენიშნება ციებ-ცხელება, შემცივნება... ართროზული პროცესი პერიოდულად რეაქტიული სინოვიტით რთულდება. ამ შემთხვევაში ტკივილი ძლიერდება, სახსარი სივდება, იმატებს კანის ადგილობრივი ტემპერატურა. რევმატოიდული ართრიტის დროს ხელის თითები თითისტარივით მსხვილდება და ციანოზურ ელფერს იღებს, კანი ჰიპერპიგმენტაციას განიცდის. პროცესში ანალოგიურად ერთვება სხვა სახსრებიც.

როგორ ვებრძოლოთ სახსრის ტკივილს

მწვავე პერიოდში საჭიროა მედიკამენტური მკურნალობა. პარალელურად შესაძლებელია ფიზიოთერაპიისა და კურორტული მკურნალობის ჩატარება. სახსრების ქრონიკული დეგენერაციული დაავადებების დროს დაზიანებული სახსრები ზედმეტი დატვირთვისგან უნდა დავიცვათ. ქვედა კიდურების სახსართა ოსტეოართროზის დროს რეკომენდებულია სირბილის, ხტომის, ჩაბუქვნის შეზღუდვა. სახსრების მდგომარეობას აუარესებს და ტკივილს აძლიერებს სწრაფი და ხანგრძლივი სიარული. გარდა ამისა, უნდა ვერიდოთ სიმძიმეების აწევასა და გადატანას. ყველა ამ სახის აქტივობის დროს დაზიანებულ სახსრებზე მოქმედებს ძალა, რომელიც გაცილებით აღემატება სხეულის წონას და უკვე სახეცვლილი ხრტილისათვის საზიანოა. ამასთანავე, მიზანშეწონილია:

წონის კორექცია; სწორი კვება; მოხერხებული ფეხსაცმლის ტარება; სამკურნალო ვარჯიშები. სპორტის სახეობათაგან ყველაზე მისაღებია ცურვა.

ქონდროპროტექტორები

დღეს სახსრების დაავადებათა პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის ფართოდ გამოიყენება ე.წ. ქონდროპროტექტორები - ხრტილის აღმდგენი ნივთიერებები და ასეთ ნივთიერებათა შორის განსაკუთრებულად პოპულარულია გლუკოზამინი და ქონდროიტინი. ეს ორი ნივთიერება ართროზის სამკურნალო და საპროფილაქტიკო არაერთ პრეპარატში შედის. ბრიტანული წარმოების "ჯოინტეისი კოლაგენი" კი სრულიად განსხვავებულია სხვა მსგავსი პრეპარატებისგან და ამ განსხვავებაზე ქვემოთ მოგახსენებთ:

"ჯოინტეისი კოლაგენის" აბები წარმოადგენს მეცნიერულად შემუშავებულ ფორმულას ჯანმრთელი სახსრების, განსაკუთრებით ხრტილოვანი ნაწილის შესანარჩუნებლად. მის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების ზემოქმედებით ვლინდება ხრტილის აღმდგენი, ანთებსაწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, რაც აუმჯობესებს სახსრების მოძრაობას.

გარდა გლუკოზამინისა და ქონდროიტინისა, "ჯოინტეისი კოლაგენი" შეიცავს კოლაგენსაც. კოლაგენი წარმოადგენს ხრტილის, ძვლების, იოგების, მყესების და კანის მთავარ სტრუქტურულ ცილას.

აღმოჩნდა, რომ სახსრის ხრტილის 90%-ზე მეტი წარმოდგენილია კოლაგენი ტიპი 2-ით, რომელსაც შეიცავს პრეპარატი "ჯოინტეისი კოლაგენი".

როგორც კანში შემავალი კოლაგენი უზრუნველყოფს კანის ახალგაზრდობასა და სიგლუვეს, ასევე ხრტილში შემავალი კოლაგენი უზრუნველყოფს სახსრის დაცვას ცვეთისა და დაბერებისგან.

გლუკოზამინის სულფატი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნუტრიენტს ჯანსაღი სახსრების შესანარჩუნებლად. ორგანიზმის უნარი, გამოიმუშაოს გლუკოზამინის სულფატი, ასაკთან ერთად მცირდება. ვინაიდან გლუკოზამინის სულფატი დიდ როლს თამაშობს კოლაგენის პროდუქციაში, ჯანმრთელი სახსრების შესანარჩუნებლად ის ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხელს უწყობს სასახსრე ხრტილის რეგენერაციას. გლუკოზამინი ამარაგებს ასაკობრივად ან ტრავმის შედეგად დაზიანებულ სახსრებს ე.წ. საშენი მასალებით. ასევე მონაწილეობს კანის, იოგების, ფრჩხილების, ძვლის, თვალის და გულის სარქვლების რეგენერაციის პროცესში. გლუკოზამინის სულფატი არ შედის მნიშვნელოვანი რაოდენობით საკვებში, მას ბუნებრივად გამოიმუშავებს ორგანიზმი.

"ჯოინტეისი კოლაგენის" შემადგენლობაში შედის დაბალმოლეკულური ქონდროიტინი, რომელიც ამცირებს კალციუმის დანაკარგს, აჩქარებს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენას, აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციას, ასტიმულირებს სასახსრე ხრტილის რეგენერაციას, ხელს უწყობს სახსრის ხრტილოვანი ზედაპირის აღდგენას, ამცირებს ოსტეოართროზის პროგრესირებას და ამსუბუქებს მის სიმპტომებს.

მიკროელემენტები და ვიტამინები, მათ შორის ანტიოქსიდანტური ვიტამინები ჩ და E, ასევე D ვიტამინი, რომლებსაც ასევე შეიცავს "ჯოინტეისი კოლაგენი", ხელს უწყობს ძვლის სიმტკიცის შენარჩუნებას. პრეპარატის შემადგენლობაში შედის ასევე ჯინჯერი (კოჭას ექსტრაქტი), რომელიც მცენარეული ანთებსაწინააღმდეგო საშუალებაა.

თუ გსურთ, თქვენი სახსრები ღრმა სიბერემდე გემსახუროთ, ასევე არ შეგაწუხოთ ოსტეოქონდროზმა, ადვილად არ დაზიანდეს სახსრები სპორტული დატვირთვის შედეგად, 40 წლის შემდეგ სასურველია წელიწადში ორჯერ, 3-თვიანი კურსით, მიიღოთ "ჯოინტეისი კოლაგენი", საშენი მასალა თქვენი სახსრების ხრტილებისთვის.

მხოლოდ თებერვალში სახალხო აფთიაქში "ჯოინტეის კოლაგენის" შეძენას 30%-იანი ფასდაკლებით შეძლებთ. რადგან თებერვლის თვე სახალხო აფთიაქში "ბრიტანულ თვედ" გამოცხადდა, 20-30%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ ინგლისური წარმოების სხვა პრეპარატებსაც. კერძოდ, ბრიტანეთში ვიტამინებისა და მინერალების მწარმოებლებს შორის #1 კომპანიად აღიარებულ "ჰელს ეიდისა" და "ვიტაბიოტიქსის" პროდუქტებს.

R