SS.GE უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ბაზარს უფრო ინოვაციურსა და მრავალფეროვანს ხდის - კვირის პალიტრა

SS.GE უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ბაზარს უფრო ინოვაციურსა და მრავალფეროვანს ხდის

სასურველი ტიპის უძარავი ქონების მოძებნა მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. ამ პროცესში მყიდველსა თუ გამყიდველს მნიშვნელოვნად ეხმარება ისეთი ინოვაციური და ექსკლუზიური სერვისები, რომლებსაც მომხმარებელს გაზეთ "სიტყვა და საქმის ბაზაზე“ შეიქმნილი პორტალი SS.GE სთავაზობს.

ბოლო პერიოდში SS.GE-მ მომხმარებელს ისეთი ინოვაციური სერვისები შესთავაზა, როგორიცაა გადამოწმების სერვისი, "გაიგე შენი ბინის ფასი მარტივად“, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ბინის ღირებულების შეფასება. თუმცა გარდა აღნიშნულია, SS.GE კიდევ უამრავ ისეთ ხელსაწყოს სთავაზობს მომხმარებელს, რომელიც მას ბინის ყიდვა-გაყიდვის პროცესში ეხმარება მომხმარებელს. სწორედ ამ სერვისებზე SS.GE-ის პროექტის მე-ნეჯერი ილია გიჯაშვილი საუბრობს.

ხელით მოდელირებული განცხადებები რას გულისხმობს და რატომ არის ის მნიშვნელოვანი მომხმარებლისთვის?

ამ სერვისს მომხმარებელს პირველივე დღიდან ვთავაზობთ. სწორედ ეს არის ის, რის გამოც ჩვენი აუდიტორია ძალიან გვაფასებს. განცხადებების ხელით მოდერირება საშუალებას გვაძლებს, რომ საიტის კონტენტი იყოს გამართული. სხვა შემთხვევაში ეს წარმოუდგენელია, რადგან მომხმარებლები ხშირად უშვებენ შეცდომებს. ხან მართლწერა ეშლებათ, ხან არასწორ რუბრიკას უთითებენ. ხშირად ერევათ კვადრატულისა და საერთო ფართის ფასებიც. სწორედ ამ სერვსიების დამსახურებაა, რომ ჩვენ საიტზე ყოველდღიურად 30 000 უნიკალური მომხმარებელი შემოდის. მათთვის კონტენტი, რომელსაც ვთავაზობთ ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული არიან, რომ SS.GE-ზე ყველა განცხადება გამართული დახვდებათ და სრული ინფორმაციის მიღებას შეძლებენ. შედეგად კი უფრო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და სასურველი ბინის შესარჩევად ზედმეტი დროისა და ენერგიის დახარჯვა აღარ მოუწევთ.

ამ პროცესის მართვა და თითოეული განცხადების შემოწმება ადვილი ნამდვილად არ არის. თუმცა ეს სერვისი, რომელზეც ყოველდღიურად 6 ოპერატორი მუშაობს, დიდ როლს თამაშობს იმაში, რომ დღეს SS.GE ყველაზე სანდო საიტია.

SS.GE სამენოვანი ვებგვერდია. თუმცა საიტზე განცხადებების თარგმნა კონკურენტებისგან განსხვავებულად ხდება. რა უპირატესობები აქვს თქვენს ნათარგმნ განცხადებებს?

ვებგვერდი სამენოვანია და ყველა განცხადება, რაც საიტზე თავსდება, სამივე ენაზე ავტომატურად ხელმისაწვდომია. განცხადების ატვირთვისას მომხმარებელს ხვდება ერთი ველი "აღწერა“, რომელიც მომხმარებელმა თვითონ უნდა შეავსოს. აქ უძრავი ქონების შესახებ დამატებითი ინფორმაცია უნდა ჩაიწეროს. SS.GE კონკურენტებისგან განსხვავებით სწორედ ამ ინფორმაციასაც თარგმნის, რაც მომხმარებლისთვის მეტად ღირებულია. ასეთი სერვისი ძალიან ბევრ უცხოურ საიტსაც არ აქვს. მათი უმეტესობა მხოლოდ ფიქსირებული პარამეტრების თარგმნას ახდენს და ხელით შეყვანილი ინფორმაცია მხოლოდ შეყვანილ ენაზე რჩება.

რას ნიშნავს განცხადებების გამოწერის სერვისი და რაში ეხმარება ის მომხმარებელს?

ბინის მოძებნის პროცესი მარტივი ნამდვილად არაა. სასურველი უძრავი ქონების მოძებნას ყოველდღიურად საკმაოდ აქტიური კონტროლი სჭირდება, რაც ბევრ დროს მოითხოვს. კონკრეტული პარამეტრების მითითებით მომხმარებელს შეუძლია გამოიწეროს მისთვის სასურველი განცხადებები, რომელიც მეილზე მიუვა. მაგალითად, უნდა სამოთახიანი ბინა საბურთალოზე. პროგრამა განცხადებებს ამ ფილტრების მიხედვით მოძებნის და სასურველის გამოჩენისთანავე შეტყობინება მეილზე მიუვა. ამ სერვისზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, რადგან ბინის მოძენა ერთ დღეში არ ხდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სერვისი უფასოა და მისი გათიშვა მომხმარებელს სასურველი შეთავაზების მოძებნისთანავე შეუძლია.

ნახვების დინამიკის შემოწმება მომხმარებელს რა შესაძლებლობებს სთავაზობს?

დიდი ხანია, ეს სერვისი დავნერგეთ. ყველა მომხმარებელს შეუძლია ამ სერვისით სარგებლობა და სარგებლობენ კიდეც, თუმცა განსაკუთრებულად სარგებლობს ის, ვინც აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ საქმიანობაში. ეს ფუნქცია მომხმარებელს ეხმარება გაზომოს, თუ რამდენად პოპულარულია მისი განცხადებები. მომხმარებლების დიდი ნაწილი იყენებს ფასიან სერვისებს, რის ეფექტურობასაც შემდეგ შეფასება სჭირდება. სწორედ ამისთვის არის კარგი განცხადების ნახვების დინამიკის შემოწმება. მისი საშუალებით მომხმარებელს შეუძლია გაარკვიოს, რომელიც ფასიანი სერვისია მისთვის ყველაზე ეფექტური. ფასიანი სერვისები კი საკმაოდ მრავალფეროვანია: " VIP, სასწრაფოდ, გადამოწმებული განცხადებები, ამოწევის სერვისი, ტურბო“ . მათგან სასურველის მარტივად არჩევის შესაძლებლობა განსაკუთრებული კომფორტია მომხმარებლებისთვის.