დღეს SS.GE უძრავი ქონების განცხადებების ყველაზე სანდო და ინოვაციური საიტია - კვირის პალიტრა

დღეს SS.GE უძრავი ქონების განცხადებების ყველაზე სანდო და ინოვაციური საიტია

SS.GE უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ბაზარს უფრო ინოვაციურსა და მრავალფეროვანს ხდის

სასურველი უძრავი ქონების მოძებნა იოლი არ არის. ამ პროცესში მყიდველსა თუ გამყიდველს ეხმარება ისეთი ინოვაციური და ექსკლუზიური სერვისები, რომლებსაც მომხმარებელს გაზეთ""სიტყვა და საქმის" ბაზაზე" შექმნილი პორტალი SS.GE სთავაზობს. ბოლო პერიოდში SS.GE-მ მომხმარებელს ისეთი ინოვაციური სერვისები შესთავაზა, როგორიც არის გადამოწმების სერვისი, გაიგე შენი ბინის ფასი მარტივად" და ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ბინის ღირებულების შეფასება. SS.GE კიდევ უამრავ ისეთ საშუალებას სთავაზობს მომხმარებელს, რომლებიც მას ბინის ყიდვა-გაყიდვის პროცესში ეხმარება.

ამ სერვისებზე SS.GE-ის პროექტის მენეჯერი ილია გიჯაშვილი საუბრობს.

- ხელით მოდელირებული განცხადებები რას გულისხმობს და რატომ არის მნიშვნელოვანი მომხმარებლისთვის? - ამ სერვისს მომხმარებელს პირველივე დღიდან ვთავაზობთ. სწორედ ეს არის ის, რის გამოც ჩვენი აუდიტორია ძალიან გვაფასებს. განცხადებების ხელით მოდელირება საშუალებას გვაძლებს, საიტის კონტენტი იყოს გამართული. სხვა შემთხვევაში ეს წარმოუდგენელია, რადგან მომხმარებლები ხშირად უშვებენ შეცდომას - ხან მართლწერა ეშლებათ, ხან არასწორ რუბრიკას უთითებენ. ხშირად ერევათ კვადრატული მეტრისა და საერთო ფართობის ფასებიც. სწორედ ამ სერვისების დამსახურებაა, რომ ჩვენს საიტზე ყოველდღიურად 30 000 უნიკალური მომხმარებელი შემოდის. დარწმუნებული არიან, რომ SS.GE-ზე ყველა განცხადება გამართული დახვდებათ, სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებენ და სასურველი ბინის შესარჩევად ზედმეტი დროისა და ენერგიის დახარჯვა აღარ მოუწევთ.

ამ პროცესის მართვა და თითოეული განცხადების შემოწმება ადვილი არ არის, თუმცა ეს სერვისი, რომელზეც ყოველდღიურად ექვსი ოპერატორი მუშაობს, დიდ როლს თამაშობს, რომ დღეს SS.GE ყველაზე სანდო საიტია.

- SS.GE სამენოვანი ვებგვერდია, თუმცა საიტზე განცხადებების თარგმნა კონკურენტებისგან განსხვავებულად ხდება. რა უპირატესობები აქვს თქვენს ნათარგმნ განცხადებებს? - ვებგვერდი სამენოვანია და ყველა განცხადება სამივე ენაზე ავტომატურად არის ხელმისაწვდომი. განცხადების ატვირთვისას მომხმარებელს ხვდება ერთი ველი -"აღწერა", რომელიც თვითონ უნდა შეავსოს. აქ უძრავი ქონების შესახებ დამატებითი ინფორმაცია უნდა ჩაიწეროს. SS.GE კონკურენტებისგან განსხვავებით, ამ ინფორმაციასაც თარგმნის, რაც მომხმარებლისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ასეთი სერვისი ძალიან ბევრ უცხოურ საიტსაც არა აქვს. მათი უმეტესობა მხოლოდ ფიქსირებულ პარამეტრებს თარგმნის და ხელით შეყვანილი ინფორმაცია შეყვანილ ენაზევე რჩება.

- რას ნიშნავს განცხადებების გამოწერის სერვისი და რაში ეხმარება ის მომხმარებელს? - ბინის მოძებნის პროცესი იოლი არ არის. სასურველი უძრავი ქონების მოძებნას ყოველდღიურად აქტიური კონტროლი სჭირდება, რაც ბევრ დროს მოითხოვს. კონკრეტული პარამეტრების მითითებით მომხმარებელს შეუძლია გამოიწეროს სასურველი განცხადებები, რომლებიც მეილზე მიუვა. მაგალითად, სურს სამოთახიანი ბინის შეძენა საბურთალოზე. პროგრამა განცხადებებს ამ ფილტრის მიხედვით მოძებნის და სასურველის გამოჩენისთანავე შეტყობინებას მეილზე გაგზავნის. ამ სერვისზე დიდი მოთხოვნაა, რადგან ბინის მოძებნა ერთ დღეში შეუძლებელია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სერვისი უფასოა და მისი გათიშვა მომხმარებელს სასურველი შეთავაზების მოძებნისთანავე შეუძლია.

- ნახვის დინამიკის შემოწმება მომხმარებელს რა შესაძლებლობებს სთავაზობს? - დიდი ხანია, ეს სერვისი დავნერგეთ. ყველა მომხმარებელს შეუძლია ამ სერვისით სარგებლობა, თუმცა განსაკუთრებულად სარგებლობს ის, ვინც აქტიურად არის ჩართული ამ საქმიანობაში. ეს ფუნქცია მომხმარებელს ეხმარება, გაარკვიოს, პოპულარულია თუ არა მისი განცხადებები.

მომხმარებლების დიდი ნაწილი იყენებს ფასიან სერვისებს, რის ეფექტურობასაც შეფასება სჭირდება. სწორედ ამისთვის არის კარგი განცხადების ნახვის დინამიკის შემოწმება. მისი საშუალებით მომხმარებელს შეუძლია გაარკვიოს, რომელი ფასიანი სერვისია მისთვის ყველაზე ეფექტიანი. ფასიანი სერვისები მრავალფეროვანია: VIP, სასწრაფოდ, გადამოწმებული განცხადებები, ამოწევის სერვისი, ტურბო. მათგან სასურველის იოლად არჩევის შესაძლებლობა მომხმარებლებს განსაკუთრებულ კომფორტს უქმნის.

ნანა მღებრიშვილი