"ინტერნეტ მშობელი" - ინტერნეტ ქსელის ფილტრი საიმედო დაცვისთვის - კვირის პალიტრა

"ინტერნეტ მშობელი" - ინტერნეტ ქსელის ფილტრი საიმედო დაცვისთვის

სილქნეტმა ოპტიკური ქსელის აბონენტებისთვის სერვისი "ინტერნეტ მშობელი" შექმნა, რაც ინტერნეტ კონტენტის მართვის საშუალებას იძლევა სახლში. მომხმარებელს შეუძლია დაბლოკოს ესა თუ ის საიტი, ან საიტების კატეგორია, ასევე გააქტიუროს უსაფრთხო ძიების ფუნქცია (Google Chrom; Bing და სხვა საძიებო სისტემების ფილტრაცია).

არასასურველი შინაარსის ვიდეო ან აუდიო პროდუქტზე წვდომის შეზღუდვას უზრუნველყოფს სილქნეტის ოპტიკურ ქსელზე მორგებული DNS ფილტრი.

მომხმარებელი თავად ქმნის ე.წ. "შავ" და "თეთრ" სიას პორტალზე MySilknet.com, სადაც შეჰყავს კონკრეტული დომენები. ამ ფუნქციის აქტივაციისას სახლში არსებულ როუტერზე მიერთებულ ყველა მოწყობილობას ექნება წვდომა მხოლოდ "თეთრ სიაში" მითითებულ ვებ გვერდებზე. სხვა ვებ გვერდები იქნება დაბლოკილი.

სერვისზე ამჟამად მოქმედებს აქცია.

30 აპრილის ჩათვლით, ოპტიკური ქსელის (GPON) აბონენტებს შეეძლებათ სერვისის "ინტერნეტ მშობელი" გააქტიურება და 2 თვე სააბონენტო გადასახადის გარეშე სარგებლობა.

აღნიშნული პერიოდის ამოწურვის შემდეგ აბონენტს შეუნარჩუნდება სერვისი და დაერიცხება სტანდარტული ღირებულება (3ლარი).

(R)