თელავში "დიდი ლიტერატურული ტურნე" იწყება - დაუვიწყარი საღამოები კითხვის მოყვარულებისთვის - კვირის პალიტრა

თელავში "დიდი ლიტერატურული ტურნე" იწყება - დაუვიწყარი საღამოები კითხვის მოყვარულებისთვის

საყვარელი წიგნის ავტორთან ან უბრალოდ, თანამედროვე მწერალთან შეხვედრა ნებისმიერი მკითხველისთვის დიდი ფუფუნებაა და იქცევა შთაბეჭდილებად, რომელიც მუდამ გახსოვს. უშუალო შეხვედრისას შეგიძლია უკეთ გაიცნო ავტორი, დაუსვა ნებისმიერი შეკითხვა, რაც გაგიჩნდა მისი ნაწარმოების კითხვის დროს, მიიღო სასიამოვნო ბონუსად მისი ავტოგრაფი...

ასეთი შთამბეჭდავი ამბებით უფრო მეტად დედაქალაქია ხოლმე განებივრებული და არაერთხელ უთქვამთ რეგიონების მცხოვრებთ საყვედურით, "ჩვენც მოგვხედეთო". ბევრი კომპანია ვერ დაიკვეხნის, რომ რეგიონებშიც ჰყავს ერთგული მომხმარებლები და მათ კულტურულ ცხოვრებაშიც შეაქვს წვლილი. ერთ-ერთი ასეთი ნამდვილად არის "ბიბლუსი" და გამომცემლობა "პალიტრა L", რომელმაც წიგნები

გახადა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ყველასთვის, საქართველოს ყველა კუთხეში, ახლა კი ყველაზე საინტერესო კულტურული ღონისძიება - თანამედროვე მწერლებთან შეხვედრის ერთგვარი მარათონი წამოიწყო.

დიდი ლიტერატურული ტურნე თელავის "ბიბლუსი გალერეაში" იწყება - მკითხველებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ მათთვის საყვარელ თანამედროვე ქართველ მწერლებს.

26 თებერვალს მკითხველებს უმასპინძლებენ „გახდი ბესტსელერის ავტორის 2018“-ის გამარჯვებულები - ნიკოლოზ ტოტოღაშვილი და ვახტანგ ვახტანგაძე, რომლებიც თავიანთ რომანებს წარადგენენ და მკითხველისთვის საინტერესო თემებზე ისაუბრებენ.

27-ში კი ბევრისთვის უკვე ცნობილ ახალგაზრდა მწერლებს - ნათია ჯაგოდნიშვილს, იაგო თვალაბეიშვილს და გვანცა გუბელაძეს შეხვდებიან მკითხველები.

შეგახსენებთ, რომ კონკურსს "გახდი ბესტსელერის ავტორის გამარჯვებული" გამომცემლობა ”პალიტრა L” მეორე წელია ატარებს. მისი

მიზანია, აღმოაჩინოს ახალი სახეები და დაეხმაროს ქართველ მწერლებს წარმატების მიღწევაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

რაც შეეხება ღონისძიებას, გარდა მწერლებთან შეხვედრისა, ამ ორი დღის განმავლობაში ავტორების წიგნები 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

დიდი ლიტერატურული ტურნე 2018 ასევე ჩატარდება სხვა ქალაქებშიც მათ შორის: ბათუმში, ოზურგეთში, გორში, რუსთავში...

ასე რომ, 26-27-ში თელავში დიდი ლიტერატურული ტურნე იღებს სათავეს, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ განსაკუთრებით მათ, ვინც თელავსა და მის შემოგარენში ცხოვრობთ, გიყვართ წიგნები, ლიტერატურა და გულშემატკივრობთ ნიჭიერ ახალგაზრდებს.