"რუსთავი 2"-ზე ყოველდღე "5/35-ოქროს ბურთი'' გათამაშდება - კვირის პალიტრა

"რუსთავი 2"-ზე ყოველდღე "5/35-ოქროს ბურთი'' გათამაშდება

საქართველოს ეროვნული ლატარიის ონლაინ "ლოტო 5/35“-ის გათამაშება 4 მარტიდან "რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ყოველდღე, "9-საათიანი კურიერის“ დაწყებამდე გაიმართება. 1 ლარად მოიგე 100 000 ლარზე მეტი!

"5/35 - ოქროს ბურთის“ ჯეკპოტი უკვე 100 000 ლარზე მეტია, ასევე, 50 000 ლარზე მეტია მეორე საპრიზო კატეგორიაც. "ლოტო 5/35“-ის ბილეთის ღირებულება მხოლოდ 1 ლარია და მისი შეძენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით ეროვნული ლატარიის სერვისცენტრებში, ლოტოს ჯიხურებში და ყველგან, სადაც "ლოტო 6/36“-ის ბილეთები იყიდება, ასევე, საქართველოს ეროვნული ლატარიის ვებგვერდზე: www.lotto.ge.

"ლოტო 5/35 - ოქროს ბურთის“ გათამაშება ყოველდღიურად იმართებოდა 22.00 სთ-ზე საქართველოს ეროვნული ლატარიის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე: www.facebook.com/lotto.ge. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ მიიღო გადაწყვეტილება, ერთგული მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს "5/35 - ოქროს ბურთის“ გათამაშება. 4 მარტიდან მაყურებელს საშუალება ექნება, "ოქროს ბურთის“ ჩამოვარდნას ყოველდღიურად "რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში 20:50 სთ-ზე დაელოდოს.

"ლოტო 5/35“-ის წამყვანები კვლავაც ანანო სახელაშვილი და მარიამ გველესიანი იქნებიან.

რაც შეეხება, "ლოტო 6/36“-ის გათამაშების დღეებს - სამშაბათსა და პარასკევს, ორივე ლოტო - "6/36“ და "5/35 - ოქროს ბურთი“ "რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ერთმანეთის მიყოლებით 20:50 საათიდან გადაიცემა. ორივე გათამაშების პირდაპირ ეთერს, ჩვეულებრისამებრ, შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ საქართველოს ეროვნული ლატარიის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე: facebook.com/lotto.ge.

ამ დროისთვის, საქართველოს ეროვნულ ლატარიას, მოგების სახით, უკვე გაცემული აქვს 15 000 000 ლარი. გახსოვდეთ, იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!