"ყაზტრანსგაზ-თბილისი" თებერვალში განმეორებით ჩაჭრილი ღია კამერიანი გაზდანადგარების სტატისტიკას აქვეყნებს - კვირის პალიტრა

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" თებერვალში განმეორებით ჩაჭრილი ღია კამერიანი გაზდანადგარების სტატისტიკას აქვეყნებს

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" ავრცელებს თებერვლის თვეში დედაქალაქში, ხელმეორედ ჩაჭრილი კუსტარული გაზგამათბობლების და წყალგამაცხელებლების სტატისტიკას რაიონების მიხედვით. კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გაზის მოხმარების უსაფრთხოების ნორმების ყველაზე ხშირი დარღვევა სტატისტიკურად გლდანის, ჩუღურეთის, ნაძალადევის, სამგორის და ისნის რაიონებში დაფიქსირდა. "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალისტებმა ის ოჯახები შეამოწმეს სადაც ცოტა ხნით ადრე, დარღვევები დააფიქსირეს და გაზის დანადგარები ჩაჭრეს. განმეორებითი შემოწმების დროს კი ბინებში მეპატრონეებს თვითნებურად ჰქონდათ აღდგენილი გაზის მიწოდება, რაც დიდ საფრთხეს უქმნის როგორც აღნიშნულ ბინებში მცხოვრებლებს ისე მათ მეზობლებს, რადგან მოიხმარენ ღია კამერიან მკვლელ დანადგარებს და ასევე ხშირად საკვამლე მილი დაერთებული აქვთ კორპუსის სავენტილაციო არხთან, რაც კატეგორიულად აკრძალულია. მსგავსი ქმედებები საფრთხეს უქმნის კორპუსში მცხოვრებ სხვა ოჯახების ჯანმრთელობას.

გლდანი -399

ჩუღურეთი 378

ნაძალადევი-349

სამგორი 306

ისანი -200

ნუცუბიძე-160

ვაკე- 150

კრწანისი 147

ვაზისუბანი -121

სანზონა - 106

მთაწმინდა- 85

საბურთალო 58

წყნეთი-47

დიდუბე-23

დიღომი 23

გთხოვთ, დაუყოვნებლივ ჩახსნათ ღია კამერიანი გაზის დანადგარები და გაითვალისწინოთ "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალისტების რეკომენდაციები. გახსოვდეთ CO ბუნებრივ გაზზე საშიშია", - ნათქვამია გნაცხადებაში.

(R)