მოიგე 1 ლარად 100 000 ლარზე მეტი! - კვირის პალიტრა

მოიგე 1 ლარად 100 000 ლარზე მეტი!

საქართველოს ეროვნული ლატარიის ონლაინ "ლოტო 5/35-ის" გათამაშება დღეიდან რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში, ყოველდღე, 9 საათიანი კურიერის დაწყებამდე გაიმართება.

"5/35-ოქროს ბურთის" ჯეკპოტი უკვე 100 000 ლარზე მეტია, ასევე 50 000 ლარზე მეტია მეორე საპრიზო კატეგორიაც. "ლოტო 5/35"-ის ბილეთის ღირებულება მხოლოდ 1 ლარია და მისი შეძენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით ეროვნული ლატარიის სერვის-ცენტრებში, ლოტოს ჯიხურებში და ყველგან სადაც იყიდება "ლოტო 6/36"-ის ბილეთები, ასევე ონლაინ საქართველოს ეროვნული ლატარიის ვებ-გვერდზე www.lotto.ge -ზე.

"ლოტო 5/35-ოქროს ბურთის" გათამაშება ყოველდღიურად იმართებოდა 22 სთ-ზე საქართველოს ეროვნული ლატარიის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე https://www.facebook.com/lotto.ge.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ მიიღო გადაწყევტილება ერთგული მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს "5/35-ოქროს ბურთის" გათამაშება, 4 მარტიდან მაყურებლებს საშუალება ექნებათ "ოქროს ბურთის" ჩამოვარდნას ყოველდღიურად რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში 20:50 სთ-ზე დაელოდონ.

ამ დროისთვის, "5/35 - ოქროს ბურთში მოგების სახით უკვე გაცემულია 187 ათას ლარზე მეტი. გათამაშების წამყვანები კვლავ ანანო სახელაშვილი და მარიამ გველესიანი იქნებიან", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

(R)