გაზაფხულის პირველ დღეს ტოიოტა კავკასიამ (TCA) ჟურნალისტებისთვის ახალი თაობის RAV 4-ისა და Corolla-ს პრეზენტაცია გამართა - კვირის პალიტრა

გაზაფხულის პირველ დღეს ტოიოტა კავკასიამ (TCA) ჟურნალისტებისთვის ახალი თაობის RAV 4-ისა და Corolla-ს პრეზენტაცია გამართა

გაზაფხულის პირველ დღეს ტოიოტა კავკასიამ (TCA) ჟურნალისტებისთვის რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ახალი თაობის RAV 4-ისა და Corolla-ს პრეზენტაცია გამართა. ამასთანავე შეკრებილთ ტოიოტას უსაფრთხოების სისტემა (TSS) და ჰიბრიდის ტექნოლოგია გააცნო.

ღონისძიებას საქართველოსა და სომხეთის ყველა წამყვან მედია საშუალებების ჟურნალისტებთან ერთად (აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისთვის პრეზენტაცია წინა დღეს გაიმართა) ტოიოტა კავკასიის პრეზიდენტი მიცურუ კონიში დაესწრო. "ჩვენ ამაყები ვართ, რომ დღეს წარმოვადგინეთ 2 ახალი მოდელი - ტოიოტა Corolla და RAV 4. ეს მოდელები ქართველი მომხმარებლის ფავორიტებია. ჩვენ ისინი ახალ დიზაინთან ერთად , უფრო კომფორტული და მეტად უსაფრთხო გავხადეთ. კარგი ახალი ამბავია ის, რომ ორივე მათგანი არის ჰიბრიდული ტექნოლოგიით აღჭურვილი, რომელიც საქართველოში უკვე გამოცდილი და სანდოა" - განაცხადა მიცურუ კონიშმა.

ჟურნალისტებმა არამხოლოდ მოისმინეს ტოიოტას მოდელების განსაკუთრებულობისა და უპირატესობების შესახებ, არამედ ავტოდრომზეც გამოსცადეს ისინი და პირადად დარწმუნდნენ ამ მოდელების განსაკუთრებულობაში.

ტოიოტა კოროლა

ტოიოტა კოროლა მთელს მსოფლიოში ცნობილია, როგორც მაღალხარისხიანი, სანდრო და გამძლე ავტომობილი. ის მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია. 1966 წლიდან დღემდე მსოფლიოში 46 მილიონზე მეტი ტოიოტა კოროლაა გაიყიდული.

2019 წელს, ტოიოტამ მსოფლიოს ლეგენდად ქცეული სედანის მე-12 თაობა წარუდგინა. ახალი და გაუმჯობესებული 1,6 ლიტრიანი ბენზინის ძრავის გარდა, ახალი კოროლა პირველად იქნა აღჭურვილი თვითდამუხტვადი 1,8 ლიტრიანი ჰიბრიდული ძრავით.

ტოიოტას სხვა მოდელების მსგავსად უახლეს კოროლას ახასიათებს ტევადი და ერგონომიული სალონი, რომელიც გამორჩეულია სენსორების მაღალი ხარისხით და მოწინავე ტექნოლოგიებით.

ახალ ჰიბრიდულ კოროლაში, განსაკუთრებით მცირე გამონაბოქლვის პარალელურად თქვენ მიიღებთ საწვავის ხარჯის ეფექტურობის შესანიშნავ მაჩენებელს.

ტოიოტას უსაფრთხოების სისტემის (TSS) გამო, ახალი კოროლა კიდევ უფრო უსაფრთხოა. ტოიოტას უსაფრთხოების სისტემა მოიცავს შეჯახების თავიდან აცილების სისტემის (PCS), ადაპტირებადი კრუიზ კონტროლის (AAS) , ზოლიდან გადახვევის სიგნალისა და მართვის დამხმარე რეჟმის ( LDA+SA), ისევე როგორც ავტომატური შორი განათების განახლებულ ვერსიებს. გარდა ამისა, ის პირველად იყენებს ზოლიდ ხაზების აღქმის დამხმარე სისტემას (LTA), რომელიც ავტომობილის მართვის დახვეწილ დამხმარე სისტემას წარმოადგენს.

თუ დაინტერესებული ხართ ახალი კოროლას ტესტ-დრაივით , გთხოვთ მიმართოთ ტოიოტას ოფიციალურ დილერებს საქართველოში : ტოიოტა ცენტრს თბილისში და ტოიოტას ცენტრს თეგეტაში.

ახალი ტოიოტა RAV 4

1994 წელს ტოიოტამ პირველი RAV 4 -ის გამოშვებით მსოფლიოს ახალი ტიპის ავტომობილი წარუდგინა - მანქანა რომელშიც მაღალი გამავლობისა და მდგრადი კორპუსის მქონე ყველგანმავალი, კომპაქტური და იოლად სამართავ ჰეჩბექთან შერწყმული.

ახალი მეხუთე თაობის RAV 4 ამ ინოვაციური სულისკვეთების საუკეთესო მაგალითია. ამ მოდელით ტოიოტა გაუმჯობესებული შესაძლებლობებისა და უსაფრთხების ერას წარმოგვიდგენს, რომელიც ტოიოტას უახლესი პლატფორმის GA – K- ს დამსახურებაა.

ახალი 2.0 პირდაპირი შეფრქვევის ბენზინის ძრავის გარდა, ახალი RAV 4 ერთადერთია თავის კლასში, რომელიც მყიდველს თვითდატენვად, ჰიბრიდულ მოდელს სთავაზობს - არჩევანს, რომელსაც დასავლეთ ევროპაში მყიდველთა დიდი ურმავლესობა ემხრობა.

მაღალი კომპლექტაციის ახალი RAV 4 აღჭურვილია მეორე თაობის ტოიოტას უსაფრთხო მართვის სიტემით, რაც მოწინავე ტექნოლოგიების საშუალებით ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილებისა და უსაფრთხო მართვაში ხელის შეწყობას გულისხმობს.

ტოიტას უსაფრთხო მართვის სისტემა გვეხმარება ეფუქტურად ავიცილოთ შეჯახებები, ან შევამციროთ ავტოსაგზაო შემთხვევებისგან მიღებული ზარალი მძღოლის გაფრთხილების, უსაფრთხოების სისტემის მომზადების და საჭიროების შემთვევაში, ავტომატური დამუხრუჭების, ან საჭის მართვაში დახმარების გზით.

იქ სადაც ჩვეულებრივ ყველგანმავალს უგზოობისთვის კომპრომისის გაკეთება უწევს, გადაადგილების სირბილის ხარჯზე, RAV 4 სედანის დონის კომფორტსა და სასიამოვნო მგზავრობას გვთავაზობს.

ტოიოტას ჰიბრიდები

გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ 1993 წელს ტოიოტამ რთული ამოცანა დაისახა. ეს ამოცანა უკავშირდებოდა ოცდამეერთე საუკუნის ავტომობილის პროექტს და გულისხმობდა ისეთი ავტომობილების შექმნას, რომელსაც იგივე კლასის ავტომობილებთან შედარებით ექნებოდა საწვავის მოხმარების ეკონომიურობის მინიმუმ ორჯერ უფრო მაღალი მაჩენებელი , შემცირებული CO2-ის გამონაბოლქვი და სალონის მაქსიმალური სივრცე კომპაქტური დიზაინის პირობებში, რომელიც დაიტევდა 5 ზრდასრულ ადამიანს. დღეს "ტოიოტას" გააჩნია მოდური, მოქნილი და ეფექტური ჰიბრიდული მოდელების უპრეცედენტო ასორტიმენტი, რომელიც ცხოვრების ნებისმიერ სტილს მოერგება.

სანდრო ბერულავა - ტოიოტა კავკასია; პროდუქტების და ფასწარმოქნის სპეციალისტი: "დღეს ჩვენ რუსთავში წარმოგიდგინეთ ტოიოტას 2 ახალი მოდელი.

ძირითადი ცვლილებები რაც ამ მანქანებმა განიცადეს, ეს არის გაუმჯობესებული სავალი ნაწილები, ექსტერიერი და ინტერიერი. ყველა დეტალი არის შეცლილი და გაუმჯობესებული. ჩვენი მოლოდინები გაყიდვებთან დაკავშირებით პოზიტიურია. როგორ მოგეხსენებათ, ტოიოტა კოროლა არის ყველაზე გაყიდვადი მანქანანა მსოფლიოში. RAV 4-იც ძალიან პოპულარულია საქართველოში და დაახლოებით 40%-ით ეკავა გასულ წელს ბაზრის წილი, გაუმჯობესებული მოდელით, ვფიქრობთ, ბევრად უფრ მასშტაბური გაყიდვები გვექნება. დიდი მოთხოვნაა ორივე მოდელზე. ჰიბრიდის წილი გაიზარდა, ჩვენ ვემსახურებით 3 რეგიონს - სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი. საქართველოში ჰიბრიდული ავტოობილი ძალიან პოპულარულია, ახლა ვცდილობთ ჰიბრიდის პოპულარიზაცია მოვახდინეოთ აზერბაიჯანშიც, იქ ჯერ ნაკლებად პოპულარულია, რადგან არ იციან მისი მონაცემები სრულად.

(R)