“რემარკეტინგი” “ PR ტურბო” და “ინსტანტ ბანერი” - პროდუქტის პოპულარიზაციის უახლესი მეთოდების გამოყენება უკვე საქართველოშიც შესაძლებელია - კვირის პალიტრა

“რემარკეტინგი” “ PR ტურბო” და “ინსტანტ ბანერი” - პროდუქტის პოპულარიზაციის უახლესი მეთოდების გამოყენება უკვე საქართველოშიც შესაძლებელია

"რემარკეტინგი“, "PR ტურბო“ და "ინსტანტ ბანერი“ - ეს "პალიტრა მედიის“ სამი ახალი პროდუქტია, რომელთა მეშვეობით, პროდუქტისა თუ სერვისის რელევანტური აუდიტორიისთვის უფრო სწრაფად გაცნობაა შესაძლებელი.

სამივე სერვისის პრეზენტაცია "პალიტრა მედიის“ მარკეტინგისა და კორპორატიული გაყიდვების ხელძღვანელმა ირაკლი საამიშვილმა საქართველოში სულ ახლახანს ჩაატარა, და როგორც აღნიშნა რემარკეტინგის გამოყენებით ოთხჯერ უფრო მაღალი კონვერსიის მიღებაა შესაძლებელი.

საინტერესოა, რა არის რემარკეტინგი და როგორ შეიძლება მოერგოს ის ქართულ ბაზარს?

რემარკეტინგი არის მარკეტინგული სისტემა რომელიც საშუალებას გვაძლევს შევძლოთ მომხმარებლის ქცევისა და ინტერესების იდენტიფიცირება რის შედეგადაც თქვენთვის საინტერესო აუდიტორიას აჩვენებთ რეკლამას, აუდიტორიას რომელიც უკვე დაინტერესებულია თქვენი პროდუქტით.

ჰაბსპოტის (ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინ მარკეტინგული საერთაშორისო კომპანიის) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რემარკეტინგის გამოყენებით, რეკლამის შედეგიანობა შესაძლოა, 400%-მდე გაიზარდოს. ის არის ონლაინ მარკეტინგული სისტემა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, კონკრეტული პროდუქციით დაინტერესებულ მომხმარებელს სხვადასხვა ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში აჩვენოთ რეკლამა.

რემარკეტინგის მუშაობის პრინციპი მარტივია: ხდება მომხმარებლის ინტერესების იდენტიფიცირება და მათთვის რელევანტური რეკლამის სხვადასხვა პლატფორმაზე ჩვენება, რაც როგორც რეკლამის განმთავსებლისთვის ასევე მომხმარებლისთვისაც საინტერესოა რადგან ნახულობენ მხოლოდ მათთვის საინტერესო რეკლამას.

როგორც ირაკლი საამიშვილმა აღნიშნა, "პალიტრა მედიამ“ დანერგა სისტემა, რომელიც რემარკეტინგს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. კერძოდ, კონკრეტული სერვისისა თუ პროდუქტის შესახებ იწერება სტატია, შემდეგ კი ხდება მისი მკითხველებისა და აღიშნული პროდუქტის ვებგვერდის ვიზიტორების იდენტიფიცირება. ამ ნაბიჯების შემდეგ კი მოცემული აუდიტორია რეკლამას როგორც "პალიტრა მედიის“ ვებგვერდებზე, ისე "ფეისბუქზე“ ხედავს.

გარდა იმისა, რომ პროდუქციისა თუ სერვისის ცნობადობა იზრდება, რემარკეტინგის მეშვეობით კომპანიას საშუალება ეძლევა, დაინტერესებულ მომხმარებელთა ბაზა შექმნას და გაყიდვები კიდევ უფრო გაზარდოს.

საზღვარგარეთ რემარკეტინგი აქტიურად გამოიყენება როგორც მოკლევადიანი ასევე გრძელვადიანი კამპანიებისთვის. მოკლევადიანი კამპანიების ძირითადი მიზანი მომხმარებლამდე ინფორმაციის სწრაფად მიტანა და ცნობადობის ამაღლებაა. გრძელვადიან კამპანიებში კი პოტენციურ მომხმარებლამდე ინფორმაციის სტრუქტურულად მიწოდებას უზრუნველყოფს.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყანაში დამწყები კომპანიების დიდ ნაწილს სარეკლამო კამპანიაში დიდძალი თანხის დახარჯვა უჭირს, რემარკეტინგი მათი ცნობადობის ასამაღლებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რადგან ხარჯეფექტურია, ვიდრე სხვა ტიპის კამპანიები. "პალიტრა მედიის“ მარკეტინგის ხელმძღვანელის, ირაკლი საამიშვილის განცხადებით, ამას ვორდსტიმის კვლევაც მოწმობს.

აღსანიშნავია, რომ "PR ტურბოს“ მეშვეობით კომპანიის ან პროდუქციის შესახებ ინფორმაცია "ფეისბუქსა“ თუ "პალიტრა მედიის“ სხვადასხვა ვებგვერდზე კიდევ უფრო ხშირად ჩნდება.

ალბათ, ბევრჯერ გქონიათ შემთხვევა, როცა საინტერესო სტატიის კითხვისას ეკრანზე გამოსახულ რეკლამას სხვა გვერდზე გადაუყვანიხართ, რაც თქვენი გაღიზიანების მიზეზი გახდა.

იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ და ჩვენი პროდუქციის შეთავაზებისას მომხმარებელს საინტერესო მასალის კითხვა არ შევაწყვეტინოთ, "პალიტრა მედიამ“ კიდევ ერთი ახალი სერვისი - "ინსტანტ ბანერი“ წარადგინა.

როგორ მუშაობს ის?

"ინსტანტ ბანერი“ ეკრანზე სტატიის კითხვისას, იმავე გვერდზე გამოჩნდება და მომხმარებელი სხვაგან არ გადაჰყავს, რაც პროდუქტის ცნობადობის ამაღლებასა და მომხმარებლისთვის დადებითი განწყობის შექმნას ემსახურება.

ირაკლი საამიშვილის თქმით, ყველა პროდუქტი, რაზეც "პალიტრა მედიამ“ იმუშავა, მაგალითებზე გამოცდილი და ეფექტურია. ამას კი არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ უცხოური მაგალითებიც მოწმობს.

პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ახალი სერვისის მუშაობის პრინციპითა და შედეგებით დაინტერესდნენ. როგორც მათ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადეს, "პალიტრა მედიის“ მიერ წარდგენილი სერვისები საინტერესო და ინოვაციურია და საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის აუცილებლად გამოიყენებენ.