საქართველოს რაგბის კავშირმა პირველ ქართულ ვისკი JIMSHER-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
საქართველოს რაგბის კავშირმა პირველ ქართულ ვისკი JIMSHER-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
"შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ღია ვარჯიშის დასრულების შემდეგ პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს რაგბის კავშირმა პირველ ქართულ ვისკი JIMSHER-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მოეწყო პრესკონფერენცია, რომელზეც წარმოდგენილი იქნა გეგმები და მიზნები, რომლის განხორციელებას რაგბის კავშირი ახლო მომავალში, ახალ პარტნიორთან ერათად გეგმავს.


ჯიმშერ ჩხაიძე, JIMSHER-ის დამფუძნებელი:
"როგორც ყოფილ სპორტსმენს, მორაგბეს და სპორტის ამ სახეობის დიდ გულშემატკივარს, მიმაჩნია, რომ ეს თანამშრომლობა წარმატებული იქნება უპირველეს ყოვლისა ჩვენი გუნდისთვის. მით უფრო, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის გათამაშებისთვის
ემზადება და ჩვენი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშნველოვანია მათთვის, ჩვენთვის კი პატივია მათთი მხარდაჭერა."

გოჩა სვანიძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:
"საბედნიეროდ, ხშირად მიწევს უკვე ამ სიტყვების გამეორება - მნიშვნელოვანი დღეა, რადგანაც ჩვენს მეგობართა სიას კიდევ ერთი ქართული კომპანია შემოუერთდა - ვისკი "ჯიმშერი"'თავისი შესანიშნავი პროდუქტით. მოხარული ვარ, რომ
მეგობრების რიცხვი იზრდება. დიდი მადლობა "ჯიმშერ"-ს' ჩვენი მხარდაჭერისთვის და დიდი მადლობა ჩვენს მეგობარს, ჯიმშერ ჩხაიძეს, რომელიც თავისი პროდუქტით ჩვენს დიდ ოჯახს შემოუერთდა."


აღსანიშნავია, რომ კომპანია "ქართველი" საქართველოში 2016 წლიდან აწარმოებს პირველ ქართულ ვისკის "JIMSHER" და ამ დროისათვის სამი სახეობის ვისკის აწარმოებს, ეს არის წინანდლის, საფერავის და ქართული ბრენდის კასრში დავარგებული პირველი ქართული ვისკი.
დღეისათვის მიმდინარეობს JIMSHER-ის სადისტილაციო ქარხნის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ პირველად საქართველოში, პრემიუმ ხარისხის, ქართული ქერის, ერთი სახეობის ალაოსგან, ეგრეთ წოდებული SINGLE MALT ვისკის წარმოებას დაიწყებს.
რაგბის და მორაგბეების მხარდაჭერა 2019 წელს კომპანიის პრიორიტეტია, დაგეგმილი მნიშვნელოვანი ოფიციალური თამაშების გარდა, საქართველოს ეროვნული ნაკრები წელს მსოფლიო თასის გათამაშებისთვის ემზადება, რომელიც ზაფხულში იაპონიაში გაიმართება, ხოლო 15 მარტს გუნდი რუსეთში მიემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში 17 მარტს, კრასნოდარში, რუსეთის ეროვნული ნაკრების გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

ფოტო: გოჩა სვანიძე და ჯიმშერ ჩხაიძე
ბესიკ ჯანგავაძე

(R)
მკითხველის კომენტარი (1)
მურადი
14 მარტი 2019 20:41
ყოჩაღ .კრგია

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?