3 ვალდებულება, რასაც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში ასრულებს
3 ვალდებულება, რასაც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში ასრულებს
სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ღალ დო­ნე­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით გვაძ­ლევს:

· სა­ერ­თო ევ­რო­პუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის გან­მტკი­ცე­ბა და დაც­ვა

· სა­გა­რეო და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კა

· მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა

· დარ­გობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კის ყვე­ლა სფე­როს მო­დერ­ნი­ზე­ბა და ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის და­ნერგვა

· ვაჭ­რო­ბა და ვაჭ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი

ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით. ზოგ სა­კი­თხში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი
პროგ­რე­სია, ზოგი შემ­თხვე­ვა­ში კი გან­ვი­თა­რე­ბის ტემ­პი სუს­ტია. ახლა გა­გაც­ნობთ რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბას, რო­მელ­შიც რე­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და.

ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბა



ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო ვალ­დე­ბუ­ლია ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ევ­რო­კავ­ში­რი­სას
და­უ­ახ­ლო­ვოს. სწო­რედ ამ მიზ­ნით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ვალ­დე­ბუ­ლია გა­ა­ტა­როს სა­კო­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სა­პა­ტენ­ტო კა­ნონ­ში, სა­სა­ქონ­ლო ნიშ­ნის შე­სა­ხებ, სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, დი­ზა­ი­ნის შე­სა­ხებ, წამ­ლი­სა და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ და პეს­ტი­ცი­დე­ბი­სა და აგ­რო­ქი­მი­კა­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნებ­ში.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მუ­რი სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბის სის­ტე­მის გა­მარ­თვა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ი­ყო, რაც რე­ა­ლუ­რად საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კა­ნო­ნი საკ­მა­ოდ კარ­გი და დახ­ვე­წი­ლია, მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა მისი აღ­სრუ­ლე­ბაა. აღ­სრუ­ლე­ბას კი ხელს უშ­ლის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბა­ლი დო­ნე­რო­გორც სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის მფლო­ბე­ლებ­ში, ისე მის მო­სარ­გებ­ლე­ებ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში (GCA)აქ­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად, 2015 წელს სა­ქარ­თვე­ლო ჰო­ნო­რა­რის მოკ­რე­ბის კუ­თხით რე­გი­ო­ნის ლი­დე­რად იქცა. რე­ი­ტინგს ად­გენს მსოფ­ლიო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა CISAC-ი. 2018 წელს ჰო­ნო­რარ­მა 5 100 000 ლარს მი­აღ­წია, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 20-ჯერ აღე­მა­ტე­ბა 2012 წლამ­დე მაჩ­ვე­ნებლს. ამ შე­დე­გით სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ბი­ცია აქვს, რომ გა­უ­თა­ნაბრდეს აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებს. თუმ­ცა რო­გორც ირ­კვე­ვა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს შე­იძ­ლე­ბა, სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე შე­ექ­მნას რუ­სე­თის მხრი­დან. რუ­სეთ­მა 2017 წელს შექ­მნა ევ­რა­ზი­ის უფ­ლე­ბის მფლო­ბელ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის კონ­ფე­დე­რა­ცია (EACOP), რო­მელ­შიც შე­იყ­ვა­ნა ხუთი ქვე­ყა­ნა: აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, სომ­ხე­თი, ხა­ზა­ხე­თი, ყირ­გი­ზე­თი და ბე­ლო­რუ­სი. პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, შე­იქ­მნა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის ობი­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ცენ­ტრი, IP CHAIN-ი, რო­მელ­მაც და­ი­წყო კონ­ფე­დე­რა­ცი­ის წევრ ქვეყ­ნებ­ში შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ჰო­ნო­რა­რი­სა და ამ ჰო­ნო­რა­რის მფლო­ბელ­თა შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­კონ­ტრო­ლე­ბა. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, EACOP-ის და­არ­სე­ბის­თა­ნა­ვე რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­ი­წყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რო­მელ­საც რე­ა­ლუ­რად ზე­წო­ლის სახე ჰქონ­და და ევ­რა­ზი­ის კონ­ფე­დე­რა­ცი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ. ამ ასო­ცი­აც­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ხელს შე­უშ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ხელ­მო­წე­რილ ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. რუ­სე­თი კი ამ გა­ზა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­შეშ­ლას ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი ხერ­ხით ცდი­ლობს და ზე­წო­ლის სხვა­დას­ხვა ფორ­მებს მი­მარ­თა­ვენ. მათ შექ­მნეს ახა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც რუ­სე­თის გეგ­მით GCA-ის ალ­ტერ­ნა­ტი­ვად მო­ი­აზ­რე­ბა. ოკუ­პან­ტი სწო­რედ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჩარ­თუ­ლო­ბით ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს და ცდი­ლობს, ხელი შე­უ­შა­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის მა­ღალ დო­ნე­ზე დაც­ვას. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი სა­ბო­ლო­ოდ ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით აღე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე ცუდ გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ხელ­საც შე­უშ­ლის.

ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა და ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა


ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (WHO) 2018 წლის ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლი­ო­ში 70-ე ად­გილ­ზეა. ურ­ბა­ნულ გა­რე­მო­ში ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის გა­მომ­წვევ მთა­ვარ მი­ზე­ზად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­პარ­კი საკ­მა­ოდ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია და გა­ნახ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. სა­ხელ­მწი­ფოც სხვა­დას­ხვა ხერ­ხით ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­მოყ­ვა­ნის წა­ხა­ლი­სე­ბას ცდი­ლობს.

ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და აღე­ბუ­ლი, რომ ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სის­ტე­მა გა­ე­მარ­თა. 2019 წლის 1-ელი იან­ვრი­დან ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა უკვე ამოქ­მედ­და. ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად, მიმ­დი­ნა­რე წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან 10 მარ­ტამ­დე ავ­ტო­მო­ბილ­თა 45% და­ხარ­ვეზ­და, სა­ი­და­ნაც 10-15% გა­მო­ნა­ბოლ­ქვზე და და­ახ­ლო­ე­ბით ამ­დე­ნი­ვე პრო­ცენ­ტი სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მის გა­უ­მარ­თა­ო­ბა­ზე მო­დის, და­ნარ­ჩე­ნი კი, ძი­რი­თა­დად ვი­ზუ­ა­ლუ­რი ხარ­ვე­ზე­ბია. სა­ერ­თო ჯამ­ში 140 ათას ერ­თე­ულ ავ­ტო­სატ­რან­პორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას ჩა­უ­ტარ­და ინ­სპექ­ტი­რე­ბა.

რად­გან ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი ჰა­ე­რის მთა­ვა­რი და­მა­ბინ­ძუ­რე­ბე­ლია, ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სის­ტე­მის გა­მარ­თუ­ლად ამუ­შა­ვე­ბის შე­დე­გად, ეს პრობ­ლე­მა დიდ­წი­ლად მოგ­ვარ­დე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლი


ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ეროვ­ნულ სა­მოქ­მე­დო სტრა­ტე­გი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ სა­ქარ­თვე­ლო მო­სახ­ლე­ო­ბა­ში თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის პრე­ვენ­ცი­ის, ასე­ვე თამ­ბა­ქოს მე­ო­რა­დი კვამ­ლის ზე­გავ­ლე­ნი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით ქმე­დი­თი­ნა­ბი­ჯე­ბი­უნ­და გა­და­იდ­გას.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა მარ­თლაც გან­ხორ­ცი­ელ­და. 2018 წლის პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ამოქ­მედ­და. აკ­რძა­ლუ­ლია თამ­ბა­ქოს ნა­წარ­მის, თამ­ბა­ქოს აქ­სე­სუ­ა­რის ან თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია და გან­ლა­გე­ბა ვიტ­რი­ნა­ზე, ვიტ­რაჟ­ზე, დახლზე, თა­რო­ზე ან სხვაგ­ვა­რად, ისე, რომ იგი ხილ­ვა­დი იყოს შე­სა­ბა­მი­სი ობი­ექ­ტის გა­რე­დან.ამას­თან, აკ­რძა­ლუ­ლია სას­წავ­ლო და სა­აღ­მზრდე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან 50 მეტ­რის რა­დი­უს­ში თამ­ბა­ქოს რე­ა­ლი­ზა­ცია. აკ­რძა­ლუ­ლია თამ­ბა­ქოს ნა­წარ­მის ან თამ­ბა­ქოს აქ­სე­სუ­ა­რის რე­ა­ლი­ზა­ცია 18 წლამ­დე პი­რებ­ზე.

ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და თამ­ბა­ქოს ნა­წარ­მის შე­ფუთ­ვა­სა და დი­ზა­ინ­შიც. თამ­ბა­ქოს ნა­წარ­მი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა შე­ფუთ­ვი­სა და დი­ზა­ი­ნის კა­ნო­ნით დად­გე­ნილ სტან­დარ­ტებს, რაც გუ­ლის­ხმობს ძი­რი­თა­დი და და­მა­ტე­ბი­თი სა­მე­დი­ცი­ნო გაფრ­თხი­ლე­ბე­ბის და­ტა­ნას თამ­ბა­ქოს ნა­წარ­მის თი­თო­ე­ულ ყუთ­სა და კო­ლოფ­ზე.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, აქვს თუ არა ადგილი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლას  დღეს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა ადგილი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლას დღეს საქართველოში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები