16 მილიონ ლარზე მეტი მოგება და 2 მილიონი მოგებული ბილეთი - საქართველოს ეროვნული ლატარია 1 წლისაა! - კვირის პალიტრა

16 მილიონ ლარზე მეტი მოგება და 2 მილიონი მოგებული ბილეთი - საქართველოს ეროვნული ლატარია 1 წლისაა!

საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ ოპერირება ზუსტად ერთი წლის წინათ, 2018 წლის 17 მარტს დაიწყო. ეროვნული ლატარიის ცნობით, ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ მოგების სახით უპრეცედენტოდ დიდი თანხა - 16 მილიონ ლარზე მეტი გასცა, ხოლო მოგებულია 2 მილიონ ლარზე მეტი ბილეთი.

"კომპანიამ ბაზარზე შემოსვლისას მომხმარებელს ტირაჟიანი "ლოტო 6/36“ და სამი მომენტალური თამაში "ფარაონი“, "შვიდიანი“ და "ოქროს საწმისი“ შესთავაზა, თუმცა, განვითარების სტრატეგიიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი გახადა ლატარიის პროდუქტები. ამ დროისთვის კომპანია მომხმარებელს უკვე სთავაზობს:

  • "ლოტო 6/36“-ს
  • ლოტო "5/35 - ოქროს ბურთს“
  • 6 მომენტალურ ლატარიას, საპრიზო ფონდით 23 173 724 ლარი: "ფარაონი“, "სამი შანსი“, "შვიდიანი“, "ჯოკერი“, "საახალწლო“ და "ოქროს საწმისი“
  • 17 ონლაინ მომენტალურ ლატარიას: "ფარაონთა საგანძური“, "აკვარიუმი“, "არაბესკა“, "საახალწლო საჩუქრები“, "ველური დასავლეთი“, "პირამიდა“, "ჩაძირობანა“, "განგსტერები“, "სუპერ 7“, "კალათბურთი“, "ფეხბურთი“, "ჰოკეი“, "იღბლიანი 7“, "სამეფო საგანძური“, "ოქროს ბანკი“, "ვეგასი“ და "იღბლიანი ბორბალი“