თემქაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით "ყაზტრანსგაზ - თბილისი" განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

თემქაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით "ყაზტრანსგაზ - თბილისი" განცხადებას ავრცელებს

თემქაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, კომპანია "ყაზტრანსგაზ - თბილისი" განცხადებას ავრცელებს.

"სავარაუდოდ, გაზის ხელსაწყოების ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა თემქაზე მე-3 მიკრორაიონის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვებისა და მომხდარი აალების მიზეზი. შემთხვევას არ გამოუწვევია ნგრევა და არ მოჰყოლია მსხვერპლი. აღნიშნული მისამართიდან გაზგამანაწილებელი კომპანიის ცხელ ხაზზე არ შემოსულა არცერთი შეტყობინება. ამ დროისთვის მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

"ყაზტრანსგაზ თბილისი“ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არ დატოვოთ გაზდანადგარები უყურადღებოდ, გაუფრთხილდით თქვენი და თქვენი მეზობელების სიცოცხლეს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

(R)