რა სქემით ცდილობს რუსეთი, საქართველოში საავტორო უფლებების მართვაზე გავლენა მოიპოვოს
რა სქემით ცდილობს რუსეთი, საქართველოში საავტორო უფლებების მართვაზე გავლენა მოიპოვოს
რუ­სე­თის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ტე­ლექ­ტის ოკუ­პა­ცი­ის მცდე­ლო­ბა გრელ­დე­ბა და ძლი­ერ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცია (GCA) კი­დევ ერთხელ აფრ­თხი­ლებს.

GCA-ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ რუ­სე­თის მფარ­ვე­ლო­ბის ქვეშ შექ­მნი­ლი ჯგუ­ფი ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რებს აქ­ტი­უ­რად უკავ­შირ­დე­ბა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ნაც­ვლოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ჰო­ნო­რა­რის გა­დახ­დას ჰპირ­დე­ბა.

"გვსურს, მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გან­ვა­ცხა­დოთ, რომ მათი მცდე­ლო­ბა კა­ნონს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა და და­პი­რე­ბე­ბი მოს­ყიდ­ვის ნიშ­ნებს ატა­რებს, რად­გან ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ უშ­ვებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, თავი შე­ი­კა­ვოთ მათ­თან
რა­ი­მე ტი­პის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში შეს­ვლის­გან და ყო­ვე­ლი ასე­თი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, ასო­ცი­ა­ცი­ა­ში შეგ­ვა­ტყო­ბი­ნოთ", - ასე აფრ­თხი­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცია მის წევ­რებს.

რუ­სე­თის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ტე­ლექ­ტის ოკუ­პა­ცი­ის მცდე­ლო­ბა გრელ­დე­ბა და ძლი­ერ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცია (GCA) კი­დევ ერთხელ აფრ­თხი­ლებს.

GCA-ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ რუ­სე­თის მფარ­ვე­ლო­ბის
ქვეშ შექ­მნი­ლი ჯგუ­ფი ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რებს აქ­ტი­უ­რად უკავ­შირ­დე­ბა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ნაც­ვლოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ჰო­ნო­რა­რის გა­დახ­დას ჰპირ­დე­ბა.

"გვსურს, მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გან­ვა­ცხა­დოთ, რომ მათი მცდე­ლო­ბა კა­ნონს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა და და­პი­რე­ბე­ბი მოს­ყიდ­ვის ნიშ­ნებს ატა­რებს, რად­გან ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ უშ­ვებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, თავი შე­ი­კა­ვოთ მათ­თან რა­ი­მე ტი­პის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში შეს­ვლის­გან და ყო­ვე­ლი ასე­თი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, ასო­ცი­ა­ცი­ა­ში შეგ­ვა­ტყო­ბი­ნოთ", - ასე აფრ­თხი­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცია მის წევ­რებს.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში GCA აქ­ვეყ­ნებს სქე­მა­საც, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ცხა­დი ხდე­ბა, თუ რო­დის და­ი­წყო რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა და ჰო­ნო­რა­რის-მი­ღე­ბა გა­ნა­წი­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა და რა დგას ამ პრო­ცე­სე­ბის უკან.

სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სის ოკუ­პი­რე­ბის­თვის ბრძო­ლა რუ­სეთ­მა 2016 წელს და­ი­წყო, რო­დე­საც ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა "ციფ­რუ­ლი ეკო­ნო­მი­კის" პროგ­რა­მის შექ­მნა და­ა­ა­ნონ­სა. პრე­ზი­დენ­ტმა ახა­ლი რე­ფორ­მა ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას და შექ­მნილ კონ­კუ­რენ­ცი­ა­საც და­უ­კავ­ში­რა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, "ციფ­რუ­ლი ეკო­ნო­მი­კის" პროგ­რა­მის და­ა­ნონ­სე­ბი­დან ერთი წლის შემ­დეგ, რუ­სე­თის ავ­ტორ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ (RAO) ევ­რა­ზი­ის უფ­ლე­ბის მფლო­ბელ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის კონ­ფე­დე­რა­ცია - EACOP და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუ­თე­ბის ობი­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის სა­კო­ორ­ცი­ნა­ციო ცენ­ტრი - IP CHAIN შექ­მნა.

მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად ირ­კვე­ვა, რომ მა­გა­ლი­თად, IP CHAIN პირ­და­პირ რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის და ე.წ ციფ­რუ­ლი ეკო­ნო­მი­კის ნა­წი­ლია. ამას ადას­ტუ­რებს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის ობი­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის სა­კო­ორ­ცი­ნა­ციო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც მან "ეხო მას­კვას" მის­ცა. IP CHAIN-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ან­დრეი კრი­ჩევ­სკი ინ­ტერ­ვი­უ­ში გან­მარ­ტავს, რომ ცენ­ტრი სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მას­თან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი "ციფ­რუ­ლი ენო­კო­მი­კის" მი­მარ­თუ­ლე­ბით.

"ციფ­რუ­ლი ეკო­ნო­მი­კის" პროგ­რა­მა IP CHAIN-ს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პლატ­ფორ­მად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში უწყობს ხელს, რო­მელ­საც შემ­დგომ­ში მე­ნე­ჯმენტს სა­ჯა­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი გა­უ­წე­ვენ", -აღ­ნიშ­ნა მან.

ან­დრეი კრი­ჩევ­სკი ამავდრო­უ­ლად არის RAO-ს და EACOP-ის ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბებს იკა­ვებს. მის კავ­ში­რებ­ზე კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან ბევ­რს წე­რენ რუ­სე­თის მა­ს­მე­დი­ა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის მო­საზ­რე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ცხად­ყოფს, რომ რუ­სე­თის მიერ სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სის "ხელ­ში ჩაგ­დე­ბას" ემ­სა­ხუ­რე­ბა. ამ არ­გუ­მენტს ამ­ყა­რებს ის ფაქ­ტიც, რომ რუ­სე­თი მზა­დაა, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან IP CHAIN-სთვის და­ახ­ლო­ე­ბით, 20 მი­ლი­ო­ნი ევრო (1,5 მი­ლი­არ­დი რუბ­ლი) გა­მო­ყოს.

სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბი­სა და ჰო­ნო­რა­რის მი­ღე­ბა-გა­ნა­წი­ლე­ბით რუ­სე­თი გან­სა­კუთ­რე­ბით 2018 წელს გა­აქ­ტი­ურ­და. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, 4 პი­რის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფი, მათ შო­რის, ან­დრეი კრი­ჩევ­სკი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და და სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რეს გიგა კო­ბა­ლა­ძეს შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რა­ზე რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა და IP CHAIN-ით სარ­გებ­ლო­ბა შეს­თა­ვა­ზეს, რა­ზეც ქარ­თულ­მა მხა­რემ უარი გა­ნა­ცხა­და.

მი­უ­ხე­და­ვად უა­რი­სა, 2018 წელს სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დედ კრი­ჩევ­სკიმ RAO-ს ვებგ­ვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ტერ­ვიუ, რო­მელ­შიც მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ნელ ტემპზე სა­უბ­რობს.

"ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვა არ­სე­ბობს და ეს უდა­ვოა. ჩვენს შე­თა­ვა­ზე­ბებ­ში არ­სე­ბულ ინ­ტე­რე­სებს ხაზ­გას­მით ვხე­დავთ. ჩვენ ჯან­სა­ღი დი­ა­ლო­გის სტა­დი­ა­ზე ვართ" - აღ­ნიშ­ნა მან.

სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სუ­ლი მხა­რის მხრი­დან ასე­თი "პო­ზი­ტი­უ­რი" მო­ლო­დი­ნე­ბი და­გეგ­მილ ნა­ბი­ჯებს უკავ­შირ­დე­ბო­და. რუ­სუ­ლი მხა­რე არც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის უარ­მა შე­ა­ჩე­რა და არც მის­მა და­სავ­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბის­კენ სწრაფ­ვამ, რად­გან სა­ბო­ლო­ოდ, საქ­მე­ში ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სე­ბი დათო ხუ­ჯა­ძე და აჩი ფურ­ცე­ლა­ძე ჩარ­თო.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ას მი­აჩ­ნია, რომ ოკუ­პან­ტი მე­ზო­ბე­ლი ჰო­ნო­რა­რის აღე­ბი­სა და გა­ნა­წი­ლე­ბის საქ­მე­ში კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბას სწო­რედ მათი ჩა­რე­ვით ცდი­ლობს.

"რუ­სეთ­ში სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო კრი­მი­ნა­ლურ-კლა­ნუ­რად იმარ­თე­ბო­და და იმარ­თე­ბა ახ­ლაც. გვჯე­რა, რომ ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი არ და­უშ­ვე­ბენ ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სივ­რცის რუ­სე­თის ხელ­ში აღ­მო­ჩე­ნას!", - აღ­ნიშ­ნა­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში.

ასო­ცი­ა­ცი­ა­ში იმედს გა­მოთ­ქვა­მენ, რომ რუ­სუ­ლი მხა­რე ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთა­ვა­რი და­საყ­რდე­ნის - ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სის ოკუ­პა­ცი­ას ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?