რა სქემით ცდილობს რუსეთი, საქართველოში საავტორო უფლებების მართვაზე გავლენა მოიპოვოს - კვირის პალიტრა

რა სქემით ცდილობს რუსეთი, საქართველოში საავტორო უფლებების მართვაზე გავლენა მოიპოვოს

რუსეთის მხრიდან საქართველოში ინტელექტის ოკუპაციის მცდელობა გრელდება და ძლიერდება. ამის შესახებ საზოგადოებას საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA) კიდევ ერთხელ აფრთხილებს.

GCA-ში განმარტავენ, რომ რუსეთის მფარველობის ქვეშ შექმნილი ჯგუფი ასოციაციის წევრებს აქტიურად უკავშირდება და თანამშრომლობის სანაცვლოდ დიდი რაოდენობით ჰონორარის გადახდას ჰპირდება.

"გვსურს, მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ მათი მცდელობა კანონს ეწინააღმდეგება და დაპირებები მოსყიდვის ნიშნებს ატარებს, რადგან ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას ქართული კანონმდებლობა არ უშვებს. აქედან გამომდინარე, უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ მათთან რაიმე ტიპის მოლაპარაკებებში შესვლისგან და ყოველი ასეთი კომუნიკაციის შემთხვევაში, ასოციაციაში შეგვატყობინოთ", - ასე აფრთხილებს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია მის წევრებს.

რუსეთის მხრიდან საქართველოში ინტელექტის ოკუპაციის მცდელობა გრელდება და ძლიერდება. ამის შესახებ საზოგადოებას საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (GCA) კიდევ ერთხელ აფრთხილებს.

GCA-ში განმარტავენ, რომ რუსეთის მფარველობის ქვეშ შექმნილი ჯგუფი ასოციაციის წევრებს აქტიურად უკავშირდება და თანამშრომლობის სანაცვლოდ დიდი რაოდენობით ჰონორარის გადახდას ჰპირდება.

"გვსურს, მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ მათი მცდელობა კანონს ეწინააღმდეგება და დაპირებები მოსყიდვის ნიშნებს ატარებს, რადგან ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას ქართული კანონმდებლობა არ უშვებს. აქედან გამომდინარე, უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავოთ მათთან რაიმე ტიპის მოლაპარაკებებში შესვლისგან და ყოველი ასეთი კომუნიკაციის შემთხვევაში, ასოციაციაში შეგვატყობინოთ", - ასე აფრთხილებს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია მის წევრებს.

სოციალურ ქსელში GCA აქვეყნებს სქემასაც, რომლის მიხედვითაც ცხადი ხდება, თუ როდის დაიწყო რუსეთმა საქართველოს საავტორო უფლებების დაცვისა და ჰონორარის-მიღება განაწილებისთვის ბრძოლა და რა დგას ამ პროცესების უკან.

საქართველოს ინტელექტუალური რესურსის ოკუპირებისთვის ბრძოლა რუსეთმა 2016 წელს დაიწყო, როდესაც ვლადიმერ პუტინმა "ციფრული ეკონომიკის" პროგრამის შექმნა დააანონსა. პრეზიდენტმა ახალი რეფორმა ქვეყნის უსაფრთხოებას და შექმნილ კონკურენციასაც დაუკავშირა.

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, "ციფრული ეკონომიკის" პროგრამის დაანონსებიდან ერთი წლის შემდეგ, რუსეთის ავტორთა საზოგადოებამ (RAO) ევრაზიის უფლების მფლობელთა საზოგადოებების კონფედერაცია - EACOP და ინტელექტუალური საკუთების ობიექტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების საკოორცინაციო ცენტრი - IP CHAIN შექმნა.

მოკვლევის შედეგად ირკვევა, რომ მაგალითად, IP CHAIN პირდაპირ რუსული პროპაგანდის და ე.წ ციფრული ეკონომიკის ნაწილია. ამას ადასტურებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების საკოორცინაციო ცენტრის ხელმძღვანელის ინტერვიუ, რომელიც მან "ეხო მასკვას" მისცა. IP CHAIN-ის წარმომადგენელი ანდრეი კრიჩევსკი ინტერვიუში განმარტავს, რომ ცენტრი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამასთან აქტიურად თანამშრომლობს, განსაკუთრებით კი "ციფრული ენოკომიკის" მიმართულებით.

"ციფრული ეკონომიკის" პროგრამა IP CHAIN-ს საზოგადოებრივ პლატფორმად ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს, რომელსაც შემდგომში მენეჯმენტს საჯარო ორგანიზაციები გაუწევენ", -აღნიშნა მან.

ანდრეი კრიჩევსკი ამავდროულად არის RAO-ს და EACOP-ის ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებს. მის კავშირებზე კრიმინალურ სამყაროსთან ბევრს წერენ რუსეთის მასმედიაში.

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მოსაზრებით, აღნიშნული განცხადება ცხადყოფს, რომ რუსეთის მიერ საავტორო უფლებების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები მეზობელ ქვეყნებში არსებული ინტელექტუალური რესურსის "ხელში ჩაგდებას" ემსახურება. ამ არგუმენტს ამყარებს ის ფაქტიც, რომ რუსეთი მზადაა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან IP CHAIN-სთვის დაახლოებით, 20 მილიონი ევრო (1,5 მილიარდი რუბლი) გამოყოს.

საავტორო უფლებების ხელში ჩაგდებისა და ჰონორარის მიღება-განაწილებით რუსეთი განსაკუთრებით 2018 წელს გააქტიურდა. უფრო კონკრეტულად, 4 პირისგან შემდგარი ჯგუფი, მათ შორის, ანდრეი კრიჩევსკი, საქართველოში ჩამოვიდა და საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარეს გიგა კობალაძეს შეხვდა. შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება და IP CHAIN-ით სარგებლობა შესთავაზეს, რაზეც ქართულმა მხარემ უარი განაცხადა.

მიუხედავად უარისა, 2018 წელს საქართველოდან რუსეთში დაბრუნების შემდედ კრიჩევსკიმ RAO-ს ვებგვერდზე გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომელშიც მეზობელ ქვეყანასთან მოლაპარაკებების ნელ ტემპზე საუბრობს.

"ნებისმიერ შემთხვევაში, თანამშრომლობის პერსპექტივა არსებობს და ეს უდავოა. ჩვენს შეთავაზებებში არსებულ ინტერესებს ხაზგასმით ვხედავთ. ჩვენ ჯანსაღი დიალოგის სტადიაზე ვართ" - აღნიშნა მან.

სავარაუდოდ, რუსული მხარის მხრიდან ასეთი "პოზიტიური" მოლოდინები დაგეგმილ ნაბიჯებს უკავშირდებოდა. რუსული მხარე არც საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციის უარმა შეაჩერა და არც მისმა დასავლური სტანდარტებისკენ სწრაფვამ, რადგან საბოლოოდ, საქმეში ქართველი მუსიკოსები დათო ხუჯაძე და აჩი ფურცელაძე ჩართო.

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას მიაჩნია, რომ ოკუპანტი მეზობელი ჰონორარის აღებისა და განაწილების საქმეში კონტროლის დამყარებას სწორედ მათი ჩარევით ცდილობს.

"რუსეთში საავტორო უფლებების სფერო კრიმინალურ-კლანურად იმართებოდა და იმართება ახლაც. გვჯერა, რომ ქართველი ხელოვანები არ დაუშვებენ ქართული სახელოვნებო სივრცის რუსეთის ხელში აღმოჩენას!", - აღნიშნავენ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში.

ასოციაციაში იმედს გამოთქვამენ, რომ რუსული მხარე ჩვენი ქვეყნის მთავარი დასაყრდენის - ინტელექტუალური რესურსის ოკუპაციას ვერ განახორციელებს.