რატომ ფერხდება თბილისისათვის ახალი ავტობუსების შესყიდვა? (R) - კვირის პალიტრა

რატომ ფერხდება თბილისისათვის ახალი ავტობუსების შესყიდვა? (R)

"ჯი თი გრუპმა“, თბილისის ავტობუსების ტენდერში მონაწილე კომპანიამ, რომელმაც ქალაქს "ისიზუს“ მარკის უახლესი მოდელი ISUZU Novo City Life შესთავაზა, "ფორბსის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად ეს ავტობუსები პოლონეთის ქალაქ ლოდზში (LODZ) მოინახულა.

პოლონელებმა "ისუზუს“ მარკის ოცდაოთხი, ახალი ავტობუსი ლოდზისთვის 2018 წლის აგვისტოში იყიდეს. "ისუზუს“ ახალი მოდელი გამართულად ემსახურება ამ ქალაქის მაცხოვრებლებს და ქალაქის მუნიციპალიტეტიც წარმატებულად იყენებს ახალი მოდელის გაზრდილ უსაფრთხოებას, კომფორტს და ეკოლოგიურ უპირატესობებს, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის უახლეს მოთხოვნებს.

თურქულ-იაპონური გიგანტის, "ანადოლუ ისუზუს“ მიერ შექმნილი 60-ადგილიანი ავტობუსი, Novo City Life, გაყიდვების "ვარსკვლავად“ იქცა. "ისუზუ ანადოლუს“ გენერალური მენეჯერის, ტურგულ არიკანის თქმით, ავტობუსებს მსოფლიოს 44 ქვეყანაში ყიდიან, ხოლო გაყიდული ავტობუსების თითქმის 70% ევროკავშირის ქვეყნებში მოძრაობს. საფრანგეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, საბერძნეთი - ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც Novo City Life-ის ასზე მეტი საქალაქო ავტობუსი ემსახურება. Novo City Life-ი რამდენიმე საერთაშორისო ავტოგამოფენის გამარჯვებულია და აგრძელებს წარმატებულ სვლას ევროკავშირის, დსთ-სა და ჩრდილოეთ აფრიკის ბაზრებზე. ტენდერში კონკურენტების მიერ შეთავაზებულ ავტობუსების მოდელებიდან კი ევროკავშირში გაყიდვების მსგავსი გამოცდილება არცერთს არ აქვს.

თუმცა, მიუხედვად "ისუზუს“ავტობუსების წარმატებებისა, თბილისელებისთვის ახალი საზოგადოებრივი ავტობუსების მიწოდების გადაწყვეტილება კვლავ არ არის მიღებული! ტენდერი, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 220 ახალი ავტობუსის შესყიდვაზე 2018 წლის 1-ელ ნოემბერს გამოაცხადა, ამ დრომდე გამარჯვებულის გარეშეა. ხოლო თბილისის სატრანსპორტო კომპანია, შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოსა და მომჩივანი კონკურენტების მძევლად გადაიქცა.

დავების საბჭო დღემდე არ იჯერებს "ჯი თი გრუპისა“ და "ისუზუს“ განცხადებებს რომ ახალი მოდელის ავტობუსები პოლონურ კომპანიაზე სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისობაში იქნა მიწოდებული. გაუგებარია დავების საბჭოს ქმედება, რადგან ეს უნაყოფო დავა უკვე 4 თვეზე მეტს ითვლის... დავა, რომელსაც თბილისელების გადაადგილების კომფორტი და ნერვები ეწირება.

როდის შეთავაზებს თბილისის მერია ქალაქს ახალ, თანამედროვე და მოხერხებულ ავტობუსებს? ეს ჯერ არავინ იცის, რადგან ტენდერის ირგვლივ დაწყებულ დავას ჯერ ბოლო არ უჩანს. თბილისელებს კი კვლავ ძველი "ყვითელი“ ავტობუსებითა და სამარშრუტო ტაქსებით უწევთ ქალაქში გადაადგილება...

(R)