1 ლარად და ერთი ბილეთით მოგებული 129 751 ლარის ამბავი - კვირის პალიტრა

1 ლარად და ერთი ბილეთით მოგებული 129 751 ლარის ამბავი

"5/35 - ოქროს ბურთის" ჯეკპოტი 6 აპრილს გათამაშდა და მისი მფლობელი პენსიონერი რუსთავიდან ნანული ოსიტაშვილი გახდა. მოგებულმა "5/35 - ოქროს ბურთის" ერთი ბილეთი ერთ ლარად, 6 აპრილს, რუსთავში მდებარე საქართველოს ეროვნული ლატარიის ჯიხურში შეიძინა და იმავე საღამოს 129 751 ლარის მფლობელი გახდა.

როგორც ქალბატონი ნანული ამბობს, მას საკუთარი ბინა არ აქვს და, შვილთან ერთად, ნაქირავებში ცხოვრობს. მოგებული ჯეკპოტით ქალბატონი ნანული ბინის შეძენას აპირებს.

საქარველოს ეროვნული ლატარია ქალბატონ ნანული ოსიტაშვილს "5/35 - ოქროს ბურთში" მოგებულ ჯეკპოტს უახლოეს დღეებში გადასცემს და ამ თანხით ის დიდი ხნის ოცნების ასრულებას შეძლებს - საკუთარ ბინას შეიძენს.

საქართველოს ეროვნული ლატარია ულოცავს "5/35 - ოქროს ბურთის" ჯეკპოტის მფლობელს მოგებას და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს.

(R)