ავარიული სახლების აღდგენის მარტივი საშუალებები - კვირის პალიტრა

ავარიული სახლების აღდგენის მარტივი საშუალებები

თბილისს ბოლო წლებში მშენებლობის ქალაქს უწოდებენ ხოლმე, რადგან ქალაქში ყოველწლიურად რამდენიმე მასშტაბური მშენებლობა იწყება, რომ აღარაფერი ვთქვათ შედარებით მცირე და საშუალო მოცულობების ნაგებობებზე. გახშირებული მშენებლობების ფონზე აქტუალური ხდება მათი ხარისხის საკითხიც. როგორც სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში, როგორიცაა, ბათუმი და ქუთაისი, მშენებლობის ხარისხი მაღალია და გამოყენებული სამშენებლო მასალები, ბეტონი კარგი ხარისხისაა. მაღალი სტანდარტების მიღწევაში დიდი როლი შეასრულა "ჰაიდელბერგცემენტმა“, რომელიც ხარისხიან ბეტონს აწარმოებს. რეგიონებში კი "ჰაიდელბერგცემენტის“ შეღწევადობა არც ისე დიდია. შესაბამისად, იქ გამოყენებული ბეტონი ხშრად ნაკლიანია, რაც მარკიანობითა და ბევრი სხვა პარამეტრით გამოიხატება. ზოგადად, მშენებლობის ხარისხის ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელი ობიექტის ჰიდროიზოლაციაა.

ამ პარამეტრების არც თუ ისე მაღალ დონეზე დაცვის გამო დღეს ხშირია ავარიული სახლები, რომელთა შეკეთება-რესტავრაცია მცირე თანხასთან ნამდვილად არაა დაკავშირებული. რეალურად კი მშენებლობის დროს მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალების, ბეტონის, ჰიდროიზოლაციის სისტემების გამოყენების შემთხვევაში აღნიშნული პრობლემის თავიდან აცილება ძალიან მარტივადაა შესაძლებელი.

როგორც კომპანია "პენეტრონის“ საქართველოში წარმომადგენლობის დირექტორი ჯიმშერ შენგელია განმარტავს შენობის ამორტიზაციას იწვევს ცუდი ხარისხის ბეტონი და ჰიდროიზოლაცია.

"როდესაც უხარისხო მასალებით აშენებული ნაგებობა ხვდება აგრესიულ პირობებში, მაგალითად, როგორიცაა, წყალი, ხდება მისი ამორტიზაცია. პრობლემები ხშირია, როდესაც ჰიდროიზოლაცია სრულად არ არის გაკეთებული ან მისაწებებლი ჰიდროიზოლაციაა გამოყენებული და ის კონსტრუქციის ნაწილი არ ხდება. ზოგადად, წყალს ბევრი ნივთიერების გატანა შეუძლია ბეტონში და ასეთ პირობებში ისეთი მასალები, როგორიცაა ტოლი, რუბეროიდი, საკმაოდ მოწყვლადია. ბეტონში ჩასული წყალი აღწევს რკინის კონსტრუქციამდე და იწვევს კოროზიას. შედეგად კონსტრუქცია გამოდის მწყობრიდან, იშლება საძირკველი და მთლიან შენობას ექმნება ჩამოშლის საშიშროება. აღნიშნულმა სიცოცხლისთვის საშიში საფრთხეები შეიძლება გამოიწვიოს. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ნესტი და სისველე, რომელიც საცხოვრებელ გარემოში აღწევს და მობინადრეებს სერიოზული დაავადებების განვითარების რისკს უქმნის,“ - განმარტავს ჯიმშერ შენგელია.

ამ პრობლემების მოსაგვარებლად ხშირად ხდება შენობების სხვადასხვა მეთოდით გამაგრება, თუმცა ყველაზე მარტივი და საიმედო მისი "პენეტრონის“ მასალებით რესტავრაციაა. აღნიშნული ამერიკული ბრენდი აწარმოებს ბეტონის დანამატებს და სხვა მასალებს, რომლითაც დაზიანებული ბეტონი და რკინა-ბეტონის კონსტრუქცია მუშავდება. ის აღწევს კონსტრუქციის ტანში და მისი ნაწილი ხდება. შედეგად კი მას წყალგაუმტარობასა და ნესტგაუმტარობას ანიჭებს.

"პენეტრონის მასალების გამოყენება რესტავრაციისთვის გარანტირებული შედეგის მომტანია. ის მუშაობს არა მხოლოდ ბეტონის წყალგაუმტარობაზე, არამედ მის აღდგენაზეც. თუ არის ბაზარები და იშლება ბეტონი, პენეტრონის მასალები ამ დაზიანებული ადგილების აღდგენის შესაძლებლობას იძლევა და მათ სიმტკიცეს ანიჭებს. სხვა გასაკრავი მასალები ანალოგიურ შედეგს ვერ გავძლევს,“ - განმარტავს ჯიმშერ შენგელია.

მისივე განმარტებით, კოპანიაში თითქმის ყოველდღიურად მიდიან მომხმარებლები, რომლებსაც ამორტიზებული შენობების პრობლემა აქვთ და მათი რესტავრაცია პემეტრონის მასალებით სურთ. არაერთი კერძო ბინათმესაკუთრის დახმარების პარალელურად, პენეტრონის მასალებით არის აღდგენილი რაბათის ციხე, თბილისის ეროვნული გალერეა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, დინამოს სტადიონი, "საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისი და სხვა არაერთი მასშტაბური შენობა.

ცხადია, ამორტიზებული კონსტრუქციის სრული გაახლება მისი დემონტაჟისა და ახლის აშენების გარეშე წარმოუდგენელია. პენეტრონით რესტავრაციის შემთხვევაში ავარიულ შენობებს ამორტიზაციის ხარისხიდან გამომდინარე სიცოცხლისუანრიანობა 20-30 წლით უხანგრძლივდებათ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ აღდგენითი სამუშაოები პრობლემის გაჩენის საწყის ეტაპზევე დაიწყოს. თუ თქვენ კედლებზე ან ჭერში ამჩნევთ მუქ ლაქებს, ნათელი ხდება, რომ ჰიდროზიოლაციაა დარღვეული. ამ შემთხვევაში აუცილებელია კომპლექსური ჰიდროიზოლაციის აღდგენა, რადგან ამაზეა დამოკიდებული თქვენი სახლის საძირკვლის სიმტკიცე და გამძლეობა.