იაპონელი ღვინის მაგისტრი, რომელიც მსოფლიოს ქართულ ღვინოს აცნობს
იაპონელი ღვინის მაგისტრი, რომელიც მსოფლიოს ქართულ ღვინოს აცნობს
ტო­კი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ფე­ნის "სა­ქარ­თვე­ლო - ღვი­ნის სამ­შობ­ლო“ ფარ­გლებ­ში, ია­პო­ნი­ა­ში ერ­თა­დერ­თმა ღვი­ნის მა­გის­ტრმა, კე­ნი­ჩი ოჰა­შიმ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პრე­ზენ­ტა­ცია ია­პო­ნე­ლი ღვი­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თვის გა­მარ­თა.

ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბო­და 120-მდე სტუ­მა­რი: ად­გი­ლობ­რი­ვი ღვი­ნის ექ­სპერ­ტე­ბი, ია­პო­ნი­ის სო­მე­ლი­ე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რე­ბი, სა­რეს­ტორ­ნო და სა­ვაჭ­რო ქსე­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რო­მელ­თაც კე­ნი­ჩი ოჰა­ში 3 სა­ა­თის მან­ძილ­ზე ქარ­თუ­ლი ღვი­ნის კულ­ტუ­რა­სა და ქარ­თულ ღვი­ნოს აც­ნობ­და.

კე­ნი­ჩი ოჰა­შიმ სტუმ­რებს უამ­ბო, რომ ქვევ­რი იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბაა, ქარ­თუ­ლი ქვევ­რის ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა 8000 წლის წინ და­ი­წყო და ღვი­ნის წარ­მო­ე­ბის
ქარ­თუ­ლი მე­თო­დი უნი­კა­ლუ­რია მთელს მსოფ­ლი­ო­ში.

ტო­კი­ოს მეტ­რო­სად­გურ რო­პონ­გში პრო­ექტ "სა­ქარ­თვე­ლო ღვი­ნის სამ­შობ­ლოს“ სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რე­ბი გან­თავ­სდა


ღვი­ნის მა­გის­ტრმა ქარ­თუ­ლი ვა­ზის ჯი­შე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა, რაც, მისი აზ­რით, ასე­ვე გა­ნა­პი­რო­ბებს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის გე­მოვ­ნურ თვი­სე­ბებ­სა და გა­ნუ­მე­ო­რებ­ლო­ბას.

"სა­ქარ­თვე­ლო ნამ­დვი­ლად ღვი­ნის პირ­ვე­ლი მწარ­მო­ე­ბე­ლი ქვე­ყა­ნაა, რის გა­მოც პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რებს. ასე­ვე
სა­ინ­ტე­რე­სოა ჯი­შე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­თვის ახა­ლია და მინ­და კი­დევ უფრო მეტი გა­ვი­გოთ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის შე­სა­ხებ, რად­გან ეს უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რი­უ­ლი ცოდ­ნაა, რაც ჩვენ­თვის სრუ­ლი­ად ახა­ლია“, - აღ­ნიშ­ნა კე­ნი­ჩი ოჰა­შიმ.

კე­ნი­ჩი ოჰა­ში ერ­თა­დერ­თი ღვი­ნის მა­გის­ტრია ია­პო­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს კონ­ტრაქ­ტორ მარ­კე­ტინ­გულ კომ­პა­ნია "Red Bridge“-ს ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ეს კომ­პა­ნია ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და მეღ­ვი­ნე­ო­ბის შე­სა­ხებ მარ­კე­ტინ­გულ და სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ას ია­პო­ნი­ა­ში 2017 წლი­დან ახორ­ცი­ე­ლებს.

პრე­ზენ­ტა­ცი­ის მსვლე­ლო­ბის დროს სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ და­ე­გე­მოვ­ნე­ბი­ნათ შემ­დე­გი ქარ­თუ­ლი ღვი­ნის კომ­პა­ნი­ე­ბის სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის ღვი­ნო­ე­ბი: "შატო მუხ­რა­ნი“, "თბილ­ღვი­ნო“, "თე­ლე­და/ორგო“, "თე­ლი­ა­ნი ველი“, "სტო­რი“, "მეღ­ვი­ნე­ო­ბა ვა­ზი­ა­ნი“, "ას­კა­ნე­ლი ძმე­ბი“, "დუ­გ­ლა­ძე­ე­ბის ღვი­ნის კომ­პა­ნია“, "თე­ლა­ვის ღვი­ნის მა­რა­ნი“, "მეღ­ვი­ნე­ო­ბა შუმი“ და "სე­სი­აშ­ვი­ლის მა­რა­ნი“.

პრო­ექ­ტი "სა­ქარ­თვე­ლო – ღვი­ნის სამ­შობ­ლო“, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო და ასო­ცი­ა­ცია "ქარ­თუ­ლი ღვი­ნო“ არი­ან, ხორ­ცი­ელ­დე­ბა მსოფ­ლი­ო­ში უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნი­ის Sony music communication და კომ­პა­ნია TOPPAN-თან პარტნი­ო­რო­ბით. სა­გა­მო­ფე­ნო ექ­სპო­ზი­ცია აერ­თი­ა­ნებს უნი­კა­ლურ არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ექ­სპო­ნა­ტებ­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს, რომ­ლის კონ­ცეფ­ცია და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი ღვი­ნის კულ­ტუ­რის უნი­კა­ლუ­რო­ბის წარ­მო­ჩე­ნა­ზე.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები